ნატოსა და რუსეთის რაკეტების ჭიდილი მსოფლიოში

ნატოსა და რუსეთის რაკეტების ჭიდილი მსოფლიოში

ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს თავდაცვის დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდა. სტოლტენბერგის თქმით, 2016 წელს ნატოს ევროპელმა წევრებმა და კანადამ 3,8%-ით გაზარდეს სამხედრო ხარჯები, რაც დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარით მეტია თავდაცვისთვის. მისივე თქმით, სწორედ ის იყო, ამერიკის პრეზიდენტნთან სატელეფონო საუბრის მთავარი თემა, სწორედ ეს იყო...

ამერიკული პრესის თანახმად, სტოლტენბერგმა საქართველოსთან ნატოს თანამშრომლობის საკითხიც ახსენა, მისი თქმით, მინისტერიალი ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრით დასრულდება, სადაც რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარება და საქართველოს რეფორმები განიხილება, რომლებიც ქვეყანას ნატოსთან აახლოვებს...

რუსეთი, ნატოს მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ალიანსის  პოზიციებისა და გავლენების უპრეცენდენტო გაზრდის მცდელობად აფასებს. იგივე პოზიციას ახმოვანებს, მოლდავეთის პრორუსული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც კიშინიოვში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნას აპროტესტებს და პროვოკაციულ ქმედებას უწოდებს.

მისი თქმით, მოლდავეთი ნეიტრალური სტატუსის მომხრეა, - "მე არც ნატო მინდა და არც დსთ", - განაცხადა მოლდავეთის პრეზიდენტმა, "რადიო თავისუფლების " მოლდავურ სამსახურს. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ მოლდავეთის პროდასავლურ მთავრობა ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნაზე შეუთანხმდა.

ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთის პასუხმაც აღარ დააყოვნა, - მოსკოვმა სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში განათავსა ახალი ფრთოსანი რაკეტა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება, შეიარაღების კონტროლის შესახებ.

"ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, მოსკოვმა, საიდუმლოდ განათავსა სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა, ეს ნაბიჯი კი ეწინააღმდეგება 1987 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებას საშუალო და მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. ამავე გამოცემის ინფორმაციით, რუსეთს აქვს რაკეტების ორი ბატალიონი, რომელიც გასული წლიდან მზადყოფნაშია...

აღნიშნული ხელშეკრულება კრძალავს ბალისტიკურ რაკეტებს, მაგრამ ამაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ხელშეკრულება შეერთებულმა შტატებმაც დაარღვია და ახალი რაკეტები ძალთა ბალანის შესანარჩუნევლად არის საჭირო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე