რას ემსახურება შავი ზღვის რეგიონში NATO-ს საჰაერო და საზღვაო ძალებს გაფართოვება

რას ემსახურება შავი ზღვის რეგიონში NATO-ს საჰაერო და საზღვაო ძალებს გაფართოვება

ჩვენ არ გვსურს კონფლიქტის პროვოცირება შავი ზღვის რეგიონში, არამედ მიზანი პრევენციაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში განუცხადა.

"ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს. საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა გავაძლიერეთ. შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ყოფნის მასშტაბის გაფართოება ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ გადაწყდა. ამაში იგულიხსმება სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო ელემენტები. ის, რასაც შავი ზღვის რეგიონში ვაკეთებთ, ზომიერი და თავდაცვითი ხასიათის ქმედებებია. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტის პროვოცირება, არამედ მიზანი პრევენციაა. საქართველოსთან ვთანამშრომლობთ არაერთ სფეროში - გვაქვს არსებითი პაკეტი, ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი და ასევე, დავაარსეთ სკოლა თავდაცვის სფეროში", - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც "იმედი" ავრცელებს.

მისივე თქმით, საქართველოს მალე ეწვევა ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, მაისში კი თბილისი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვის აკვატორიაში მოკავშირეების საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ გეგმების შესახებ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრებმა გადაწყვიტეს ჩაატარონ მეტი სწავლება და მანევრები საბრძოლო მომზადების სისტემების სრულყოფისა და რეგიონში არსებული ვითარების გასაცნობად.

სტოლტენბერგმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში პროვოკაციაზე საუბარი არ არის. "ჩვენი ყოფნა გაძლიერდება, მაგრამ მას ექნება ზედმიწევნით გააზრებული, თავდაცვითი ხასიათი და არანაირი სახით არ მოახდენს რაიმე სახის კონფლიქტების პროვოცირებას და დაძაბულობის ესკალაციას", - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი მხოლოდ ერთ-ერთია ნატოს შეკავებისა და თავდაცვითი სისტემის ადაპტაციის საერთო სტრატეგიის კომპონენტებიდან, გაცილებით რთული პირობებისადმი უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში.

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს