სამხედრო ძაღლების როლი ომებში

სამხედრო ძაღლების როლი ომებში

ძაღლი, როგორც ადამიანის ოთხფეხა ერთგული მეგობარი, ომშიც აქტიურად გამოიყენება. როგორც ჩანს, კაცობრიობა გაცილებით ადრე ჩაწვდა ამ ცხოველის უპირატეს თვისებებს ისეთ მნიშვნელოვან პროცეში, როგორიც ომია... ძაღლებს ომებში იყენებდნენ ეგვიპტელები, ბერძნები, სპარსელები, რომაელები... ბერძნებსა და რომაელებს ძაღლებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული, მათ გუშაგებად და პატრულირებისთვის იყენებდნენ...

ომის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ძაღლების ფუნქციაც და დანიშნულებაც გაიზარდა. ამ მხრივ განსაკუთრებული ძაღლის ჯიშია გერმანული ნაგაზი. ასევე, ბელგიური მალინოისი და ჰოლანდიური ნაგაზი.

1970 წლისთვის ამერიკის საჰაერო ძალებს 1600-ზე მეტი ძაღლი ჰყავდა. ახლა მათი რაოდენობა დაახლოებით 530-მდე შემცირდა. ძაღლების უმეტესობა სამხედროებთან ერთად, ლექლენდის ავიაბაზაში გაწვრთნეს. ეს ერთადერთი დაწესებულებაა შეერთებულ შტატებში, რომელიც ძაღლებს სამხედრო დანიშნულებით წვრთნის.

ომიდან დაბრუნების შემდეგ, სამხედრო ძაღლები სახლებში, პატრონებთან მიჰყავდათ, თუ არ ჩავთვლით ვიეტნამის ომს,  - იქ მონაწილე ძაღლებს ხელისუფლების გაუგებარი გადაწყვეტილებით ევთანაზია ჩაუტარდათ... 2000 წელს ბილ კლინტონმა კანონმდებლობა შეცვალა და შედეგად, სამხედრო ძაღლების ისევ სახლში დაბრუნების ნებართვა მიიღეს...

ძაღლების ფუნქცია მნიშვნელოვანია ავღანეთშიც - კოალიციური ძალების მიერ მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ჯარისკაცებთან ერთად სპეციალური პროგრამით გაწრთვნილი სამხედრო ძაღლებიც მსახურობენ. ისინი ეძებენ ნარკოტიკებს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, გზებზე დამალულ ბომბებსა და ნაღმებს, ეხმარებიან ადამიანებს უგზოუკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების პოვნაში. ომში ისინი ჩვეულებრივი ოთხფეხა ჯარისკაცები არიან და ადამიანების მსგავსად იღებენ ტრავმებს, ჭრილობებს, მედლებსა და სამხედრო ჯილდოებს. ზოგჯერ იღუპებიან ბრძოლის ველზე.

ტერორისტებისთვის კარგად არის ცნობილი, სამხედრო ძაღლების შესაძლებლობების შესახებ და ამიტომ, ხშირად მათი სამიზნე ოთხფეხა ჯარისკაცებიც არიან.

სამხედრო ძაღლებს ამერიკაში სპეციალური პროგრამით, ძაღლსაშენებში წვრთნიან და ინტენსიური კურსი 13 თვეს გრძელდება, სადაც მათ ნაღმებისა და ნარკოტიკების პოვნას, ასევე, სხვადასხვა ბრძანებებზე დამორჩილებას ასწვლიან. ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღის, შვეულმფრენების, სამხედრო ტექნიკის და აფეთქებების ხმას აჩვევენ.

ექსპერტთა აზრით, ავღანური მიწა დაახლოებით 1 მილიონ ნაღმს და კიდევ 14 მილიონ აუფეთქებელი საბრძოლო მასალას "ინახავს" და მის პოვნაში, დეტექტორზე ეფექტურია ძაღლი. სამხედრო ძაღლის გაწვრთნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ზოგჯერ ასეთი ოთხფეხა ჯარისკაცის ღირებულება 70,000 დოლარს აღემატება... ერთი მნიშნველოვანი  რამ, არავინ საუბრობს, რამდენია ასეთი ძაღლების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა... 

როგორც ირკვევა, ამ საქმეში მხოლოდ სამხედრო ძაღლები არ არიან მოწინავე, - ინტერნეტში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ავღანეთში მომხდარ ამბავს, რომლის მიხედვითაც, სამმა უპატრონო ძაღლმა, რომლებიც ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს ჰყავდათ შეჩვეული, 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა...

რამდენიმე წლის წინ, ჯარისკაცებმა სამი უპატრონო ძაღლი შეიფარეს, რომლებსაც რუფუსი, საშა და ტარგეტი დაარქვეს. ერთ ღამეს ბაზაზე შეჭრა ყუმბარებით შეიარაღებულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა გადაწყვიტა. ძაღლებმა უცხო ადამიანი ყნოსვით "ამოიცნეს" და ყეფა ატეხეს.

ორმხრივი სროლისას 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა. დაჭრილი იყო ერთ-ერთი ძაღლი საშაც, რომელიც ჭრილობებისგან გარდაიცვალა... დანარჩენი ორი გადარჩნენ.

მისიის დასრულების შემდეგ, ჯარისკაცებმა ორივე ძაღლი ამერიკაში წაიყვანეს და ძაღლის ყოლის მსურველი ადამიანები უპოვეს. გარკვეული დროის შემდეგ, ტერგეტი პატრონს გაეპარა. შესაბამისმა სამსახურებმა ის ქუჩაში იპოვეს და ცხოველთა თავშესაფარს ჩააბარეს, სადაც მას შემთხვევით ევთანაზია გაუკეთეს... "ეს იყო ჩემი შეცდომა, რომელსაც ძალიან ვნანობ და ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ... მე მას ჯეროვანი ყურადღება ვერ მივაქციე", - წერდა ამერიკელი სამხედრო თავის სოციალურ გვერდზე. 

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე