კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:18 / 14-03-2017
ვინ დააბრუნებს კოკოითს?
ცხინვალში კოკოითის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები ცხინვალში უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს განცხადება გააპროტესტეს, რომელიც 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ კოკოითის კანდიდატურის მოხსნის საკითხს განიხილავს. 

2017 წლის 4 მარტს ედუარდ კოკოითის კანდიდატურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ მოტივით მოხსნა, რომ კოკოითი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა. ამასთან, მან არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

რუსული და ოსური მედიის ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 300 ადამიანი იყო მისული. მათი დიდი ნაწილი
ცხინვალში, სოფელ ხეთაგუროვიდან და წინაგარიდან ჩამოვიდა. აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის თანამოაზრენი და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ; მათ ხელში რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშები, ასევე, ედუარდ კოკოითისა და ვლადიმერ პუტინის პორტრეტები ეკავათ... იმ დროს მათი რჩეული ე.წ. სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა და კონსულტაციებს მართავდა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი მხარდამჭერებს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით, კანონის დაცვისა და მშვიდობიანი ქცევისკენ მოუწოდა...

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთისთვის "ალანიას" დარქმევის საკითხზე 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც მონაწილეობს.

კოკოითის მომხრეებმა აქციას "სახალხო მარში" უწოდეს და აღნიშნეს, რომ "ცუდი ხელისუფლების" შეცვლას ითხოვენ... მათი თქმით, კოკოითისთვის კენჭის ყრის უფლების წართმევით, მათ ხმის მიცემის უფლებას ართმევენ.
"ჩვენთვის მიუღებელია მისთვის მონაწილეობის მიღების შეზღუდვა. თუ ასეთი მიუღებელი, ურჩხული და კაციჭამიაა ეს კაცი, არ მივცემთ ხმას და პრობლემაც ამით ამოიწურება. დაუშვან მისი კანდიდატურაც და თუ წააგებს, მივხვდებით, რომ უღირსია. რაც მეტს ებრძვიან, მით მეტი ადამიანი გამოუცხადებს მას სოლიდარობას. ეტყობა ეშინიათ, რომ გაიმარჯვებს..."  

როგორც ბოლოდროინდელი პროცესებიდან ირკვევა, ოკუპირებულ რეგიონებში ყოფილი მმართველი ძალების ხელისუფლების სათავეში დაბრუნება ახალი ტრენდია, ან უბრალოდ, რუსეთის ფედერაციაში მათ უკან მდგომი ძალები აქტიურობენ. თიბილოვის კლანს კოკოითის გააქტიურება შემთხვევით არ აღელვებს, მან იცის, რომ არაღიარებულ აფხაზეთში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისას ოპოზიციამ ხმათა 80% მიიღო.

არც კოკოითის გააქტიურებაა შემთხვევითი. მან თავის მომხრეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა იმედები გაუცრუა, რადგან "მან ვერ შეძლო ოსების საქართველოში სამკურნალოდ გადასვლის აღკვეთა" და მისი შეცვლის დრო დადგა. "ჩვენ რუსეთის მოქალაქეები ვართ. თიბილოვმა ამ წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში გადარიცხული თანხები საკუთარ კეთილდღეობას მოახმარა... ცალკე თემაა მისი მაღალჩინოსნების მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებული პროვოკაციები და სხვა მოღალატური საქიციელი, რომელსაც ვეღარ მოვითმენთ". კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ 14 მარტს დანიშნული ლეონიდ თიბილოვისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ჩაიშალა. მისივე თქმით, შეხვედრის თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია...

რუსული მედიის ინფორმაციით, ლეონიდ თიბილოვს და ვლადიმერ პუტინს ცხინვალის ე.წ. ცალკეული დანაყოფების რუსეთის სამხედრო ძალებთან გაერთიანების საკითხი უნდა განეხილათ...

რუსული მედიის მტკიცებით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონში ვითარებას სრულად აკონტროლებს. როგორც თიბილოვი, ასევე კოკოითი მისი ბრძანების უსიტყვო შემსრულებლები არიან, მაგრამ ისევე როგორც აფხაზეთში, აქაც ამ ორი პერსონის უკან სხვადასხვა რუსული ძალები დგანან.

ლალი პაპასკირი
ამბები. გე



14:49 / 15-03-2017
გოჩა
0
ჯერ კიდევ ლაღობ, კოკოევ,
ხელთ გაქვს ყანწი და ხელადა,
გახსოვდეს, ვნახავთ შენს ბუმბულს -
გაშლილს, გაფანტულს ველადა!
მსგავსი სიახლეები
მათი თქმით, "იეჰოვას მოწმეებში" ქართული ფული ტრიალებს...
რაზე ვერ თანხმდებიან რუსეთისა და თურქეთის ლიდერები?..
ბარონ ვაკა - "აღიარებების შემდეგ ზეწოლას განვიცდიდით, ქრთამის აღების მცდელობებიც იყო..."
ამერიკა-რუსეთის საიდუმლო ობშორულ დოკუმენტებზე ინფორმაციამ მედიაში გაჟონა
"მთელი ოსეთი ქართველი ნაციონალისტების მიერ იყო გადამწვარი..."
ოკუპირებული რეგიონების ცხოვრება, სადაც პოლიტიკურ ამინდს რუსეთი ქმნის
ჩინეთისა და თურქეთის შემდეგ, საუდის არაბეთი რიგით მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც С-400-ები შეიძინა
"ნავთობამბიციების მსხვერპლი ასობით ჩვენი მოქალაქე..."- რას წერს რუსული მედია სირიაში მებრძოლ რუს სამხედროებზე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
23:51 / 19-11-2017  Image თამაზ შავშიშვილმა ფოთის პორტი დატოვა, მას უკრაინიდან სამწლიანი დეპორტაცია აქვს
მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და გაიხსენა, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49