კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:35 / 16-03-2017
"პუტინის ახირება" თუ "პოლიტიკური ნაბიჯი" - რუსულ-ოსური სამხედრო შეთანხმების დეტალები
რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან სამხედრო შეთანხმებას გააფორმებს. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ცხინვალის სამხედრო შენაერთების ნაწილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანდება. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველაზე უკეთესად მომზადებული სამხედრო შენაერთი, რომელიც დაახლოებით 150-მდე სამხედროს ითვლის, რუსეთის განკარგულებაში გადავა.

სამხედრო შეთანხმება ეყრდნობა ე. წ. ხელშეკრულებას "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 2015 წელს გააფორმა. მსგავსი შინაარსის ე. წ. ხელშეკრულება ("მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ") მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წელს აქვს გაფორმებული, რაზე დაყრდნობითაც, აფხაზეთის შემთხვევაში სამხედრო შეთანხმების გაფორმების პროცესი უფრო
ადრე დაიწყო და რუსეთის დუმამ ამ დოკუმენტის რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა.

"მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი" - ასე უწოდა რუსეთის სამთავრობო მედიამ მოსკოვის გადაწყვეტილებას, მხოლოდ რამდენიმემ შეძლო რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებულ პრობლემებზე კრიტიკულად საუბარი და პუტინის გადაწყვეტილებას "უაზრო ახირება" უწოდა... ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკების დაწყება დაავალა, რათა ოსი სამხედროების რუსეთის არმიის შემადგენლობაში მიღების პროცესი დაიწყოს.

რუსული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მხარეებს შორის ახალი შეთანხმების პროექტი არსებობს, თუმცა დეტალები არ დაზუსტებულა. მთავარი მოთამაშე ისევ და ისევ რუსეთია და ცხინვალი თამაშის წესებს მისგან ელოდება. მათივე თქმით, 150 სამხედრო ეს არის პირველი ეტაპი, მთლიანობაში კი, რუსეთი აპირებს მათი რაოდენობა 1500-დან 2000-მდე გაზარდოს. რუსულ მედიაში უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ სამხედროებს რუსული გენერალიტეტი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში გადაისვრის...        

რადიო "თავისუფლება" აქვეყნებს სამხედრო მიმომხილველის, ვიქტორ ბარანეცის მოსაზრებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. რუსი ექსპერტის თქმით, რუსეთს მხოლოდ კარგად მომზადებული სამხედრო დანაყოფები სჭირდება და შესაბამისად, თავის არმიაში მხოლოდ ყველაზე კარგად გაწვრთნილ ოს სამხედროებს მიიღებს. მისივე ინფორმაციით, რუსეთი დაინტერესებულია სადაზვერვო დანაყოფის, სპეციალური დანიშნულების სამთო რაზმისა და სნაიპერთა დანაყოფის შეერთებით. ისინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებენ და მაღალ ანაზღაურებასაც მიიღებენ. ბარანეცი ასკვნის, რომ ეს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს გააღრმავებს და, ცხადია, ეს გააძლიერებს ჩვენს სამხედრო "მუშტს" რეგიონში...

"ეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთს, ერთი მხრივ, უკეთესად დააზღვევს შესაძლო თავდასხმისგან საქართველოს მხრიდან და, მეორე მხრივ, რაც უფრო უკეთესი იქნება სამხედრო სამსახურში ფულადი და საბრძოლო უზრუნველყოფა, თუნდაც სამხრეთ ოსეთის ნაწილისთვის, ეს უკეთესი იქნება ცხინვალისთვის... და კიდევ - სამხრეთ ოსეთი არ მალავს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ოცნებობს და მოსკოვთან ნებისმიერი სახის დაახლოებას, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთში ოვაციებით ხვდებიან", - აცხადებს ბარანეცი.

ფაქტია, რომ ბოლო წლებში რუსეთმა სრული კონტროლი დამყარა და ამ ნაბიჯით, რეგიონის მუდმივი კონტროლის საშუალება ექნება... რუსი ექსპერტების თქმით, ვლადიმერ პუტინისგან ეს არის კიდევ ერთი ნიშნისმოგება საქართველოსთვის, რომელმაც მეზობელი რუსეთის მიერ გამოხატული უკმაყოფილების მიუხედავად, მაინც ჯიუტად აირჩია ევროპის გზა... როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასიევი აცხადებდა, აქამდე მათ სამხედროებს საშუალება ჰქონდათ, რუსეთის ცხინვალში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე ემსახურათ. სავარაუდოდ, ეს პროცესი შემდეგშიც გაგარძელდება, რაც მათ სამხედროებს სამხედრო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
15:48 / 23-03-2017
AKA
0
პუტინის რეიტინგი ყველგან ეცემა ‘’
,,სოლდაფონი“ ვ ო ვ ა კ ო ნ ტ რ ო ლ ს კ ა რ გ ა ვ ს და ყოველ წ ა მ ს მტრებს იმრავლებს. ასეა ცხინვალსა და სოხუმშიც..
პ უ ტ ი ნ ი. გ ა იწ ა ფ უ ლ ი ა, მოსახლეობის ხოცვა -ჟლეტაში... მიწასთან გაასწორა გ რ ო ზ ნ ო... დაიხოცა მოსახლეობა (ბავშვები და ქალები)...,, ,,ნორდ-ოსტ“-ის მსხვერპლი. - უ დ ა ნ ა შ ა უ ლ ო მაყურებელი... ერთმორწმუნე ოსი ბ ა ვ შ ვ ე ბ ი მასწავლებლებთან ერთად....-ბ ე ს ლ ა ნ ი ს სკოლაში...
მ კ ვ ლ ე ლ ი, ... რუსეთ საქართველოს ომი შიდა ქართლში, პარალელურად ს ე ნ ა კ ი, ფოთის, გ ო რ ი ს დაბომბვა და ა.შ.
ვინ იცის კიდევ რას იზავს დიდ ს ტ ა ლ ი ნ ი ს ერთგული ბოროტი მიმდევარი.... ახლო მომავალში,???

პ უ ტ ი ნ ი, ეხმარება ქვეყნის ოპოზიციურ ძალებსა და სეპარატისტებს ; იარაღით, ინსტრუქტორებით და თავისივე ფ უ ლ ი თ დაქირავებულ ,,მოხალისეებით“... ნებისმიერ ქვეყანაში...
რ უ ს ე თ ი დაისჯება, ახლო მ ე ზ ო ბ ლ ე ბ ი ს ა დ მ ი სისხლიანი ვ ე რ ა გ ი პოლიტიკის გამო, - დაიშლება!!. ნ ა ტ ო ს, ან სხვა კოალიციური ძალების მიერ... რადგან პუტინის თავხედობამ მთელი მ ს ო ფ ლ ი ო შეაწუხა!!!
….
ქართველებო, ნუ შ ე შ ი ნ დ ი თ.!!!.. ყველაფერს ქართველების გარეშე შეასრულებებენ , როგორც 91-93 წლებში...რეიგანმა და ტეტჩერმა!!!
რ უ ს ე თ ი დაისჯება, ახლო მ ე ზ ო ბ ლ ე ბ ი ს ა დ მ ი სისხლიანი ვ ე რ ა გ ი პოლიტიკის გამო, -. ნ ა ტ ო ს, ან სხვა კოალიციური ძალების მიერ... რადგან პუტინის თავხედობამ მთელი მ ს ო ფ ლ ი ო შეაწუხა!!!
მსოფლიოს ეშველება. მათ შორის საქართველოს ერთიან დამოუკიდებელ რესპუბლკასაც..., რომელიც , რ უ ს ე თ ს 25 წელია არ უღიარებია საერთაშორისოდ აღიარებულ ს ა ზ ღ ვ რ ე ბ შ ი...
19:38 / 21-03-2017
ნანა
0
სამხედრო გამოცდილებას მისცემს რუსი და ხელში კალაშნიკოვს დააჭერინებს , გააგზავნის სირიაში ან მამაჩემის მამასთან და ჩახოცავს, რუსს მობეზრდა რუსი კაცაცუნების ხოცვა ახალი სისხლი სწყურია, აბა ჰე ოსებო აბა ჰე აფხაზებო
მსგავსი სიახლეები
მათი თქმით, "იეჰოვას მოწმეებში" ქართული ფული ტრიალებს...
რაზე ვერ თანხმდებიან რუსეთისა და თურქეთის ლიდერები?..
"2011 და 2012 წლებში, ამას ინტენსიური სახე ჰქონდა. ახლა კი, ეს პროცესი განახლდება..."
ბარონ ვაკა - "აღიარებების შემდეგ ზეწოლას განვიცდიდით, ქრთამის აღების მცდელობებიც იყო..."
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია 7-17 დეკემბრის პერიოდიდან იწყება
აფხაზი ექსპერტის თქმით, ჩაკეტილობის გამო, რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილი გაველურდა
კიევი აპირებს რუსეთში უკრაინის ინტერესების წარმოდგენა ბელორუსს, ან შვეიცარიას თხოვოს
რუსეთში "სატელფონო ტერორის" შედეგად 1,5 მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა
”ტრადიციული, საოფისე სამსახურები უკვე მოძველდა და  კომპანიებს კადრების გათავისუფლება უწევთ...”
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
20:55 / 19-11-2017  Image ფოთის პორტში უკრაინული ბორანი შემოვიდა, რომელზეც, სავარაუდოდ, უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან
მათ შორის უნდა იყოს "რუსთავი 2"-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49