კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:52 / 18-03-2017
რის ფასად აფართოებს საზღვრებს რუსეთი?
ვიდრე ევროკავშირი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას გმობს, თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკის მეთაური იგორ პლოტნიცკი არც თუ ისე მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს, - ის დონბასის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა.

"ეს მხოლოდ შეთავაზება არ არის, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება. მის ინიცირებას აუცილებლად მოვახდენთ და შედეგსაც მივიღებთ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს... თავიდან ხომ იდგა საკითხი, რომ პირდაპირ ყირიმის გზას გავყოლოდით, რათა რუსეთის ფედერაციაში გავერთიანებულიყავით, მაგრამ შემდეგ, გეგმები ცოტათი შეიცვალა და რაღაცეები სხვაგვარად გამოვიდა. ახლა კი დროა, ყველაფერი დალაგდეს", - განაცხადა პლოტნიცკიმ, რომლის თქმითაც, პლებისციტის ჩატარების შემთხვევაში, იგივე შედეგი იქნება, რაც ყირიმში იყო...

იმ ფონზე, როდესაც გავლენიანი დასავლელი ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით აკეთებენ განცხადებას, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგია რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთი ხისტად თუ ირიბად, გავლენებისა და საზღვრების გაფართოებას განაგრძობს. ეს მაშინ, როდესაც ევროპაში ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება მისთვის სანქციების გაგრძელების შესახებ და რამდენიმე ამერიკელი სენატორიც საუბრობს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელების აუცილებლობაზე...

უკრაინელი ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს არის რუსეთის პასუხი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ქმედებაზე, რომელმაც კიევის მიერ არაკონტროლირებადი დონბასის ტერიტორიებიდან გადაზიდვები დროებით შეაჩერა. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრ ტურჩინოვით განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ დროებით, მინსკის შეთანხმების გარკვეული პუნქტების გამოქვეყნებამდე შეწყვიტოს საკონტაქტო ხაზის გავლით გადაზიდვები...

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, სარკინიგზო და საავტომობილო სავაჭრო გზების გადაკეტვა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების გავლით, არ გავრცელდება ჰუმანიტარულ ტვირთსა და პირად ავტოტრანსპორტზე... ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა რუსეთმა და შედეგმაც არ დააყოვნა.

რუსეთის სცენარი უკვე ნაცნობია, სხვა საკითხია ვის შესწევს მისი ქმედებების პრევენცია... რამდენიმე წლის წინ გადავინაცვლოთ და ყირიმის რუსეთთან მიერთების პროცესი გავიხსენოთ. იქ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, აფხაზეთის მოსახლეობა აღელდა, - რუსეთის მხრიდან სრული კონტროლის მცდელობას სოხუმში რამდენჯერმე კინაღამ სისხლისღვრა მოჰყვა... შემდეგ რუსეთმა პოლიტიკა შეცვალა და ცოტა ხანში მასთან "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, რომლის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების დაჯგუფების შესახებ შეთანხმდნენ... პერიოდულად, რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებითი შეიარაღება შეაქვს, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, - გუდაუთაში, "ეს-300" ტიპის კომპლექსები შეიყვანა... მისაღებია ეს აფხაზეთის მოსახლეობისთვის თუ არა, რუსეთი ამას მაინც აკეთებს.

რუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი თავის ბლოგში რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს განიხილავს, - "აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი რეალობას თვალებში უყურებს და კამათობს, - ყირიმივით შეუერთდნენ რუსეთს, თუ ისე მოიქცნენ, ვითომ დამოუკიდებლები არიან... ბოლო დროს, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესების მიხედვით, დიდი მარჩიელობა არ უნდა, რომ ცხინვალი ჩრდილოეთ ოსეთს, ანუ რუსეთს შეუერთდება. სხვა საქმეა მულტიეთნიკური, უფრო მრავალრიცხოვანი და რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აფხაზეთი, სადაც მოსახლეობას ნაციონალური გრძნობები გამძაფრებული აქვს. ამის ნათელი მაგალითია მასობრივი ინფორმაციების ფორუმები, რომელშიც აფხაზეთის მოსახლეობის აზრი გაყოფილია. ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ აფხაზეთს ამჟამად ეთნოკრატია მართავს, რუსეთთან მიერთების
მომხრეები არიან იმის იმედით, რომ ეს სიტუაციას ცოტათი განმუხტავს. რუსეთთან მიერთება სურთ ეთნიკურ რუსებსაც - მათ აფხაზეთში უძრავი ქონების წართმევის და სხვა უსიამოვნებების ეშინიათ. არიან ისინიც, რომლებიც, პრინციპში, დამოუკიდებლობის მომხრეები არიან და რუსეთთან მიერთება არ სურთ. ისინი ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლობა აფხაზი ხალხის მთავარი ღირებულებაა, რისთვისაც მათ ათასობით სიცოცხლე გაიღეს. და თუ ახალ, "სუვერენულ, დემოკრატიულ" აფხაზეთში ბევრი მშიერი და უმუშევარია, უნდა მოითმინონ და უკეთესი მომავლისთვის იბრძოლონ... ამ ყველაფერთან ერთად, ბევრი აფხაზი გაღიზიანებულია, რომ დამოუკიდებლობის აღიარების საფასურად, მათ რუსების და მათი სამხედრო ბაზების ატანა უწევთ. სამხედროები კი ისე იქცევიან, როგორც საკუთარ სახლში", – ამბობს რუსი ჟურნლასტი.

მისივე თქმით, აფხაზები ფიქრობენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მათ კიდევ იმიტომ არ აწყობთ, რომ რუსეთში უბრალოდ დაიკარგებიან... იძულებული გახდებიან, დაივიწყონ მშობლიური ენა და ეთნიკური იდენტობაც... სხვა საკითხია, - სჭირდება თუ არა ახლა სანქციებით დახუნძლულ რუსეთს გაღატაკებული და დანგრეული აფხაზეთი და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში მყოფი ცხინვალის რეგიონი.

რუსეთის საზღვრების გაფართოების თანმხლებ საფრთხეებზე მსჯელობს "როსბალტიც". გამოცემის თქმით, აფხაზეთი, ყირიმისგან განსხვავებით, ამ მსხვერპლად არ ღირს... რუსეთი ძალიან დაიხარჯა აფხაზეთის "დამოუკიდებლობაზე", თუმცა ამ დანახარჯებს აფხაზეთის ეკონომიკა არ აუყვავებია. რესპუბლიკა უწინდებურად ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია და მოსკოვის დოტაციაზე იმყოფება. მოსახლეობის ცხოვრების დონე კი არ მატულობს. ის არგუმენტი, რომ ღარიბ რუს ტურისტს საშუალება ექნება კეთილმოუწყობელ, სამაგიეროდ, აფხაზეთის იაფ პლაჟებს ეწვიოს, დიდი ვერაფერი გასამართლებელია... შესაბამისად, რუსული მედია გაცხარებული მსჯელობს, რად უღირს ამ პროგრესირებადი ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთს საზღვრების გაფართოება, რომელიც დივიდენდებს ვერც გრძელვადიან პერსექტივაში მოუტანს და დანარჩენი მსოფლიოს გულისწყრომასაც ზრდის...

რუსეთის მიმართ მუდმივი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს ყველას აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ნიკი ჰეილი. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან წამოსული საფრთხე უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

"სერიოზულად მოეკიდეთ ამ საკითხს, ჩვენ რუსეთს ვერ ვენდობით, ჩვენ რუსეთს არც არასდროს უნდა ვენდოთ", - აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია "ენ-ბი-სისთან" ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მოსკოვთან საქმის მოგვარებას იმაზე უკეთ შეძლებს, ვიდრე ამას ობამას ადმინისტრაცია აკეთებდა.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
13:43 / 24-03-2017
AKA
0
ქალბატონო ბროლია-მართლა მ ო ც ლ ი ლ პენსიონერივით ვიქცევი, რომ გპასუხობთ,...; კ ე რ პ თ ა ყ ვ ა ნ ი ს მ ც ე მ ე ლ ი, სამწუხაროდ ისევ ბევრია.. ვ ო ვ ა ს კ უ მ ი რ ი ს, ს ტ ა ლ ი ნ ი ს ფანებით სავსეა გორი და არა მარტო ქართლის სოფლები.. ოცნებობენ გორის ცენტრში, ჩვენი პაპა ბებიების ..ჯ ა ლ ა თ ე ბ ი ს ხე ლ მ წ ი ფ ი ს“ ს ო ს ო ს, (ხალხში ეძახიან) ძეგლის დადგმაზე... მე ცოცხალ ს ტ ა ლ ი ნ ს მოვესწარი , არ ვყოფილვარ მისი ფანი...ჩემი კერპი არის და იქნება ულამაზესი ქვ
ეყანა დამოუკიდებელი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, მსოფლიოდ აღიარებულ საზღვრებში...
უნებლიედ რ უ ს ი ს მხარესა ხართ, ამიტომაც მიშას დასცინით და კ ბ ე ნ თ ო კ უ პ ა ნ ტ ვ ო ვ ა ს ა ვ ი თ....., მან ოთხჯერ მოისურვა მიშას მოშორება და მაინც ვერ შეძლო....
რუსული ისევ გახსოვთ: В Кремле паника! --Т р а м п : ,,Усилим санкции против Р Ф и изолируем как С е в е р н у ю Корею „ - ინტერვიუდან (bbc) ... - ვ ო ვ ა ს მომავალია
კ რ ა ხ ი ...
10 წლის წინ ;
-2007. 11.07 მოხდა! პ უ ტ ი ნ -ა რ კ ა დ ი ს შეთქმულება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ;-. ოქტომბრი ს რევოლუციის 90 წლისთავზე..
პუტინი ვერ შეურიგდა, რომ ,,ვარდების რევოლუციამ“, მ ა რ თ ვ ა ს ჩამოაშორა გულით რ უ ს ი, მოღალატე შ ე ვ ა რ დ ნ ა ძ ე....
გ ა პ ა რ ტ ა ხ ე ბ უ ლ ი ქვეყანა, ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო დ , რომ აქციეს,. მ ო ს კ ო ვ ი გააცოფა...,

რ უ ბ ლ ი თ მ ო ს ყ ი დ უ ლ ი კრიმინალები ნათესავებით, თბილისის ქუჩებში გამოიშალა... ხელმძღვანებლობდნენ პ რ ო რ უ ს ი, კორუმპირებული ქართველები და ,,წითელი ინტელიგენციის“ ნ ა რ ჩ ე ნ ე ბ ი.. აქტიურობდნენ გ რ ე ჩ ი ხ ე ბ ი . ბურჯანაძის ო ჯ ა ხ ი... ბღაობდნენ: ,, მიშა; წ ა დ ი!! გ ა დ ა დ ე ქ ი !! , მ ო ვ დ ი ვ ა რ“ !!,
ინტერპოლით ძებნილი, ვოვას თანამეინახე ა რ კ ა დ ი პატარკაციშვილი იმუქრებოდა: ,,ბოლო ცენტამდე იბრძოლებდა მ ი შ ა ს ჩასანაცვლებლად“ ( ,,იმედის“.პატრონის) რ უ ს ი , . ოლიგარქის მცდელობა ჩ ა ი შ ა ლ ა . . მ ი შ ა ს დიდი შ ე ც დ ო მ ა ა !!! ,,ი მ ე დ ი ს“ დარბევა..
-ისედაც გაიმარჯვებდა....
მ ტ ე რ მ ა ვერ გაიმარჯვა.... გაგახსენდაათ??.. ,, ეძებეთ ( 200 წლიანი ) ვერაგი რ უ ს ე თ ი“
დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა 25 წელია, დ ღ ე მ დ ე გრძელდება..

აღარ გავაგრძელებ...დანარჩენი სხვა დროს... სხვებსაც ყ უ რ ა დ ღ ე ბ ი თ უსმინეთ....
14:20 / 23-03-2017
brola*
0
AKA - უკვე ეჭვი მეპარება რომ სხვა სამყაროდან ხომ არ გველაპარაკებით - პუტინის რომელ დაკვეთის შესრულებაზე ლაპარაკობთ - 2008 წლის აგვისტოს ომს გულისხმობთ ალბათ?!
2016 წლის არჩევნების მერე ქვეყანამ ევროპისგან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება მიიღო, ფართოვდება და უფრო ინტენსიური ხდება ნატოსთან თანამშრომლობა და სად ხედავთ აქ აზიას?

სირცხვილია რეალობის დანახვა რომ არ გინდათ და სასურველ წარმოსახვით სამყაროს იქმნით - დასავლეთისკენ სწრაფვის აღქმა თქვენთვის ალბათ პუტინის ლანღვა-გინების გარეშე წარმოუდგენელია!

მამა-მარჩენალი რომ ბიოლოგიურ მამობას არ გულისხმობს და მასში კერპი და პატრონი მოიაზრება მაგდენი კი უნდა იცოდეთ!
მსგავსი სიახლეები
"რეფერენდუმით" გაფორმებული ინტეგრაცია
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
რუსეთი ამერიკას "ბოლოჯერ აფრთხილებს"
"რადგან ჩემი ავტომატით ადამიანები იხოცებოდნენ, გამოდის, რომ დამნაშავე ვარ ადამიანების, თუნდაც მტრების, სიკვდილში?.."
რისთვის იბრძვის რუსეთი გერმანიაში
რუსეთმა დაანონსებული სამხედრო წვრთნები "ზაპად - 2017" დაიწყო
”ის სოციალურ და ეკონომიკურ თემებსა და გავლენიან ბიზნესმენებზე მუშაობდა...”
აზიური ფაროსანა და რუსი სამხედროების მიერ ჩამორთმეული მიწები აფხაზეთში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:22 / 24-09-2017  Image ქობულეთში მეწყერის ქვეშ მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, რომელშიც ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა
სტიქიის დროს ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა
12:28 / 24-09-2017  Image დაბა წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სამივე ვერტმფრენმა დილიდან განაახლა
დღესვე ელოდებან კიდევ ერთ ვერტმფრენს, რომელიც საქართველოში თურქეთიდან ჩამოფრინდება
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49