კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:29 / 19-03-2017
ივლისის აქციების გაგრძელება ერევანში
სომეხი აქტივისტის გარდაცვალებამ, სომხეთში აქციები მოჰყვა... 25-დღიანი შიმშილობის შემდეგ, არტურ სარგსიანის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რამდენიმე დღით ადრე, ის ერევნის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც... მისი ერთ-ერთი ექიმის თანახმად, სარგსიანი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. გამოძიება დაწყებულია. აუტოფსია 18 მარტისათვის იყო დანიშნული, მაგრამ სარგსიანის ოჯახის თხოვნით გადაიდო, რადგან ისინი საქმეში უცხოელი, დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.

არტურ სარგსიანი 2016 წლის ივლისში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის მოვლენების გამო დააპატიმრეს, მას შეიარაღებული პირების დახმარებას აბრალებდნენ. პოლიციის კორდონი გაარღვია და პოლიციის შენობაში გამაგრებულ ამბოხებულებს, მოძრაობა "სასნა ცრერის" წევრებს საკვები გადასცა... სარგსიანი ამ ფაქტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2017 წლის 9 თებერვალს დააპატიმრეს. სომხეთის პოლიცია აცხადებდა, რომ "ის მართმსაჯულებამ დაიბარა, მაგრამ გამომძიებელთან დროულად არ მივიდა."

დაპატიმრების შემდეგ, არტურ სარგსიანმა, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ფონზე, აქტივისტი 6 მარტს გაათავისუფლეს, მაგრამ იმავე დღეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან რამდენიმე დღეში გაწერეს, თუმცა, 15 მარტს მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა...

არტურ სარგსიანი მიიჩნევდა, რომ უკანონოდ იყო დაკავებული და პროტესტის ამგვარი ფორმით გათავისუფლებას ითხოვდა. მისი თანამოაზრეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სარგსიანის სიცოცხლე ეს არ უნდა შერჩეს.

"პურის მიმწოდებელი მოკლეს" - "სერჟ წადი! შენს ჩვენს ქვეყანაში არაფერი გესაქმება, ხელები სისხლში გაქვს " – ასეთი შეძახილებით მიმდინარეობდა ერევანში აქტივისტების აქცია, რომელიც მოქალაქეებმა გარდაცვლილი აქტივისტის ხსოვნას მიუძღვნეს და მათივე თქმით, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სასურველი შედეგი არ დადგება.

მარშის 2000-მდე მონაწილემ სომხეთის მთავრობის შენობასთან, ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომა მოითხოვა. მათივე თქმით, ასევე უნდა დადგეს ქვეყნის იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი. მონაწილეების ნაწილმა მთელი ღამის განმავლობაში მჯდომარე აქცია გაააგრძელა. წინასწარი ინფორმაციით, აქციები გაგრძელდება...

ყველაფერი, გასული წლის 17 ივლისს დაიწყო,
You must have Flash Player installed in order to see this player.
პოლიტიკური მოძრაობა "დამფუძნებელი პარლამენტის" წევრები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ, ერევანში, ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. ისინი დაკავებული პოლიტპატიმრის, სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა რამდენიმე პოლიციელი, თუმცა, შემდეგ ვითარდება ჩაწყნარდა.

ოპოზიციის მტკიცებით, წინააღმდეგობრივი მოძრაობის ლიდერი, ჟირაირ სეფილიანი პოლიტიკური მოტივით იდევნებოდა. მათივე თქმით, ის "ნამდვილი პატრიოტია. ხალხი მის გვერდით დგას და რაც უნდა თავი იტყუოს ხელისუფლებამ, რომ მალე ყველაფერი ჩაწყნარდება, ასე არ მოხდება... სარგსიანის მსგავსი გიმრების კიდევ გამოჩნდებიან და აფეთქების ტალღა სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რადგან ის რაც დაისაჯა სარსგიანი და რისთვისაც ისჯება სეფილიანი, ყველა სომეხს აწუხებს, ზოგი ამბობს, ზოგი - არა... ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი პრესა, ბიზნესი კონტროლდება და რაც ყველაზე მთავარია, პრეზიდენტს არ აინტერესებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენთვის მიუღებელია მისი პოლიტიკა ყარაბახთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც 90-იანი წლებში, ახლაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეეწირა..." - ამბობს ერთერთი აქტივისტი სერან აბრამიანი.

პ.ს. აქამდე სეფილიანი უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული - ჯერ 2006 წელს, მთავრობის დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით. ის 2008 წელს გამოუშვეს. 2015 წელს კი ისევ დააკავეს რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად. მაშინ სეფილიანი გადატრიალების მომზადებაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს...

ლალი პაპასკირი
ამბები.გე
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
წინასაარჩევნო დუღილი სომხურ პოლიტიკაში
შეძლებს თუ არა სარგსიანი ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირთან დაბალანსებულ ურთიერთობას
მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში, ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ...
+ინფოგრაფიკა ენერგეტიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ თუ რა საფასურს გადაიხდის რუსეთი სომხეთში
"გაგვაჩუმეს ზაფხულში და თავისი გაიტანეს. თუ გავჩუმდებით, ახლაც იგივე მოხდება"
"მე გამოვრიცხავ, ეს ისეთი მასშტაბის აქცია იყოს, რომ რაიმეზე მეტყველებდეს საერთოდ"
შეიარაღებულ დაჯგუფებას მძევლად ექვსი პოლიციელი ჰყავს აყვანილი
პროექტის პირველი განხილვა დაახლოებით თვენახევრის წინ, თეირანში გაიმართა
ბუნდესტაგმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიც 1915-16 წლებში განვითარებულ მოვლენებს გენოციდად აფასებს
+VIDEO 2 აპრილს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ მთიან ყარაბაღში 14 წლის შემდეგ ახალი ძალით იფეთქა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:36 / 30-03-2017  Image მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სასამართლომ არ გაითვალისწინა რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამრთლო პროცესები მაინც ჩანიშნა
15:12 / 30-03-2017  Image უგულავა არველაძეს: "ძალიან მაგარი ყ...ე ხარ, იყავი და ასეთად დარჩები... სადმე როცა გადამეყრები, ერთი "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ"
ყოფილი და ამჟამინდელი "ნაციონალები" ვიზალიბერალიზაციის თემაზე ერთმანეთს "ფეისბუქში" დაუპირისპირდნენ
11:15 / 30-03-2017  Image ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი
"ნიუ სქულის" კომისიამ ნიკუშა მსოფლიოს 3000-ზე მეტი კონკურსანტიდან საუკეთესო თხუთმეტეულში მიიღო
16:25 / 30-03-2017  Image "ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა თხოვნით, შემოგვეტანა ალუჩა" - "გუდვილის" ოფიციალური კომენტარი ხილის ფასზე
ფასის მიუხედავად შემოტანილი ალუჩა მთლიანად გაიყიდა
11:01 / 30-03-2017  Image როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-2 აპრილს
31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49