ამერიკის პასუხი სირიას ქიმიური იარაღის გამოყენების გამო - რა ვიცით დაბომბილი ავიაბაზის შესახებ

ამერიკის პასუხი სირიას ქიმიური იარაღის გამოყენების გამო - რა ვიცით დაბომბილი ავიაბაზის შესახებ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საჰაერო ავიადრომზე, რომელსაც ასადის ხელისუფლება აკონტროლებს, იერიში ადგილობრივი დროით 04:40 საათზე მიიტანა. BBC-ის ინფორმაციით, "ტომაჰავკის" ტიპის 59 რაკეტა ხმეთაშუა ზღვაში განლაგებულმა ორმა სამხედრო ხომალდმა ისროლა, - ამერიკულმა ნაღმოსნებმა ხმელთაშუა ზღვიდან ქალაქ ჰომსთან ახლოს, ალ-შაირათის ავიაბაზა დაბომბეს. ინტერტეტში უკვე გავრცელდა სააგენტო EPA-ზე დაყრნდობით მოპოვებული ფოტომასალა, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერაა გადაღებული...

პენტაგონის თქმით, ეს ავიადარტყმები ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების პროპორციული პასუხია; - ასადის რეჟიმი განადგურებულია, ასევე ავიაბაზის ინფრასტრუქტურა, ასაფრენი ბილიკები და იქ განთავსებული ავიაცია. დაზვერვის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავები, რომელთაც ორი დღის წინ იდლიბის პროვინციას ქიმიური იარაღი დაუშინეს, სწორედ ალ-შაირათის ბაზიდან აფრინდნენ.

ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა, თავის საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ ქიმიური იარაღის აღკვეთა შეერთებული შტატების "სასიცოცხლო ეროვნული ინტერესია". ამერიკის პირველმა პირმა ცივილიზებულ მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ძალისხმევას, რათა სირიაში "ხოცვა-ჟლეტა და სისხლისღვრა" დასრულდეს.

სირიის არმიის ინფორმაციით, აშშ-ის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი. "ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-მა სირია ადგილობრივი დროით 3 საათსა და 42 წუთზე გააფრთხილა. სირიის არმიამ ამერიკის სარაკეტო იერიში აგრესიად შეაფასა. მათივე ინფრომაციით, ავიაბაზაზე განხორციელებული ავიათავდასხმის შედეგად, დაღუპულია ექვსი ადამიანი.

საქმე ის არის, რომ აშშ-მა აღნიშნული სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ მთელი რიგი ქვეყნები გააფრთხილა, რომელთა შორის რუსეთი არაა. "თაიმის" ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინისთვის არ დაურეკავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სარაკეტო იერიში, რომელიც დღეს მან სირიის ავიაბაზაზე მიიტანა, 2003 წელს ერაყში შეჭრას შეადარა.

"ეს ყველაფერი 2003 წელს მომხდარ სიტუაციას მაგონებს, როდესაც აშშ და დიდი ბრიტანეთი ზოგიერთ თავის მოკავშირესთან ერთად, უსაფრთხოების საბჭოს ნებართვის გარეშე ერაყში შეიჭრნენ და საერთაშორისო კანონი მკვეთრად დაარღვიეს", - აცხადებს ლავროვი.

აშშ-ის სარაკეტო იერიშს სირიის ავიაბაზის მიმართულებით სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმად მიიჩნევს ვლადიმერ პუტინიც. მისი განცხადებით, აშშ ცდილობს მსოფლიო ყურადღება ერაყში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვიდან სხვა რამეზე გადაიტანოს...

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პუტინისა და აშშ-ის მიერ სირიის ავიაბაზის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შესახებ ისაუბრა - "პრეზიდენტი პუტინი ამერიკის მიერ განხორციელებულ დარტყმებს სირიის მიმართულებით სუვერენულ სახელმწიფოზე აგრესიად და საერთაშორისო ნორმების დარღვევად მიიჩნევს", - აცხადებს პესკოვი.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის არმია არ ფლობს ქიმიური იარაღის რეზერვს. მისი თქმით, ქიმიური იარაღის მთელი რეზერვი განადგურებულია.

ერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის მინისტრი ფრანსუა ოლანდი სირიაში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აკისრებენ და მიიჩნევენ, რომ მოვლენების ასე განვითარებაში, მხოლოდ პრეზიდენტი ასადია დამნაშავე. გერმანია და საფრანგეთი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, "ერთობლივი ძალებით დავუჭიროთ მხარი სირიაში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას".

4 აპრილის ქიმიური თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასადის რეჟიმმა "წითელ ხაზს" გადააბიჯა, რაც "დაუშვებელია". "უნდა გითხრათ, რომ ჩემი დამოკიდებულება სირიისა და ასადის მიმართ მკვეთრად შეიცვალა", - დასძინა დონალდ ტრამპმა.

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მოუწოდა რუსეთს, გადასინჯოს თავისი ურთიერთობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან, ქალაქ იდლიბში განხორციელებული ქიმიური შეტევის შემდეგ, რაშიც ვაშინგტონი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს. საფრანგეთი და ბრიტანეთი აცხადებენ, რომ განაგრძობენ ზეწოლას რუსეთზე, რომელიც, უშიშროების საბჭოს კიდევ ერთ მუდმივმოქმედ წევრ ჩინეთთან ერთად, ეწინააღმდეგება მსგავსი რეზოლუციის მიღებას.

ბოლო დღეებში ამერიკული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, დასავლეთის სირიისა და რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდების შესახებ.

"ჩვენთვის აშკარაა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ლიდერობით მოქმედი სირიის რეჟიმია პასუხისმგებელი ამ საშინელ თავდასხმაზე. და ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეალურად დადგა დრო, როცა რუსეთმა სერიოზულად უნდა იფიქროს ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გაგრძელებაზე", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 5 აპრილს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუის ვიდეგერისთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში.

ამავდროულად, რუსული მედიის ინფორმაციით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საპასუხო ქმედებისთვის ემზადება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე