კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:29 / 11-04-2017
ვინ არის ანატოლი ბიბილოვი და რა აკავშირებს თბილისთან ცხინვალის მომავალ დე ფაქტო პრეზიდენტს
დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას მიერ გავრცელებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 57,98 %-ით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, ამომრჩეველთა 30%-მა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ალან გაგლოევმა ხმათა 11,1% მოაგროვა.

ამასთან, 9 აპრილს სამხრეთ ოსეთისა და ალანიის თანაბარმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხს, მხარი "რეფერენდუმში" მონაწილეთა 78,2%-მა დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია ამომრჩეველთა 21,8%-მა დააფიქსირა.

არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა - ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ორ კანდიდატს, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

ბიბილოვი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსულ გამოცემებთან საუბარში, ე.წ სამხრეთ ოსეთს - რუსეთის შემადგენლობაში, ხოლო საქართველოს მეზობელ სახელმწიფოდ მოიხსენიებდა.

"სამხრეთ ოსეთის ერი ლამის წინა საუკუნის 20-იანი წლებიდან იმაზე საუბრობს, რომ რუსეთის ფედერაციაში სურს დაბრუნება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, აბსოლუტურად შეთანხმებული იქნება ჩვენს რუს კოლეგებთან. მხოლოდ ამ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით გადავწყვეტთ სამხრეთ ოსეთის მომავალს", - განუცხადა ბიბილოვმა რუსულ სააგენტო "ტასს-ს".

"ნიხასის" ყოფილმა ლიდერმა, 47 წლის ანატოლი ბიბილოვმა, თბილისში, გენერალ ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სკოლა-ინტერნატი დაამთავრა. ცნობისთვის, რუსეთმა მას ერთხელ უკვე გამოუცხადა ნდობა, რომელიც მაშინ ბიბლოვმა ვერ გაამართლა - 2011 წელს, ბიბილოვს რუსეთში კოკოითის შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა, მაშინ ბიბილოვმა "საპრეზიდენტო არჩევნები" "განათლების" ე.წ. ყოფილ "მინისტრ" ალა ჯიოევასთან წააგო. მაშინ ხმების გადანაწილება ადგილობრივ კლანებს შორის კინაღამ სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა, თუმცა რუსეთის ჩარევის შემდეგ, ვითარება ჩაწყნარდა...

"საქართველო ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა. ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ მეზობლებს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა არსებობდეს. ეს ორივეს სტაბილური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია... ჩვენ დღესაც და ხვალაც მზად ვართ საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, პირველ რიგში, საჭიროა,
საქართველოს სურვილი, ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს, - ეს ჩვენი მთავარი პირობაა. ასევე მნიშვნელოვანია, სამხრეთ ოსეთის, როგორც სახელმწიფოს აღიარება", - განაცხადა ბიბილოვმა.

ლეონიდ თიბილოვისგან განსხვავებით, წინაასაარჩევნო კამპანიის დროს, ბიბილოვი ახალგორის რაიონში ჩავიდა და ადგილობრივ ამომრჩეველს ქართულადაც მიმართა, ის ცდილობდა დიპლომატიური და გაწონასწორებული ყოფილიყო და ახალგაზრდობის ის წლები გაიხსენა, როდესაც სამი წლის განმავლობაში თბილისში სწავლობდა და ქართულადაც საუბრობდა.

ცნობისთვის, ანატოლი ბიბილოვი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა და საბრძოლო მოქმედებების დროს ორჯერ დაიჭრა, რის შემდეგაც მას "გენერალ-ლეიტენანტის" წოდება მიანიჭეს... ბიბილოვი 2014 წლიდან დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეა.

რაც შეეხება, ლეონიდ თიბილოვს, მისი მარცხი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბევრისთვის მიულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მას რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა. მაშინ პუტინმა აღნიშნა, რომ თიბილოვზე იმედებს ამყარებდნენ...

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად "სამხრეთ ოსეთისთვის" "სახელმწიფო ალანიას" გადარქმევის საკითხზე პლებისციტიც ჩატარდა, სადაც წინასწარი შედეგების მიხედვით, უმრავლესობამ სახელის გადარქმევას მხარი დაუჭირა.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
14:35 / 18-04-2017
ვაჟა17
1
ზოგ ვაი პატრიოტს: - გერმანია 70 წელი ელოდება კალინინგრადის ოლქის დაბრუნებას, იაპონია კუნძულებს! თქვენც დაელოდეთ,სად გეჩქარებათ, თან იფხანეთ ენები!თუ გერმანია-იაპონიაზე მაგრები ხართ?.....უსაქმურებო!
11:08 / 18-04-2017
ნატა
0
ხალხნოოოოოოოოოოო!
ნუ მაგიჟებთ, ნუ უწოდებთ სამაჩაბლოს " სამხრეთ ოსეთს", ყველა ვინც ასე უწოდებს, " უპრავებს ე.გ წოდებულ ოსებს მიატცებულ ტერიტორიებს( რომლებიც სინამდვილეში გაოსებული ქართველები არიან, მაგრამ ეს ცალკე თემაა) ; ეს არის სამაჩაბლო, დაიმახსოვრეთ ტლუ პოლიტიკოსებო, პოლიტოლოგები, ექსპერტებო და ჟურნალისტებო!!!!!!
მსგავსი სიახლეები
"ჩვენ ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს წლების განმავლობაში, თუ როდის დაბრუნდებიან ისინი"
"სამხრეთ ოსეთისთვის" სახელის "სამხრეთ ოსეთი - სახელმწიფო ალანიად" შეცვლის თაობაზე "რეფერენდუმი"
მინიტრებმა ვერ შეძლეს შეესრულებინათ მათ წინაშე დაკისრებული მოვალეობები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49