კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:18 / 12-04-2017
გახდება თუ არა სირია რუსეთ-თურქეთის შორის ახალი განხეთქილების მიზეზი?
რუსეთმა შესაძლოა, თურქეთის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისები შეწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზი, სავარაუდოდ, სირიის თემაზე თურქეთ-რუსეთს შორის ვითარების დაძაბვაა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა, სირიის პრეზიდენტის დახმარებაზე უარი თქვას, რასაც რუსეთმა დუმილით უპასუხა. თუმცა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა გაფრთხილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, მათ თურქეთში ჩარტერული რეისების დროებით შეწყვეტა მოუხდეთ.

რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, ეს განგებ გავრცელებული ინფორმაცია იყოს, რათა თურქეთი საკუთარ განცხადებებზე დაფიქრდეს. შესაძლო გადაწყვეტილების მიზეზი წერილში განმარტებული არ არის, თუმცა, რუსული მედია უკვე საუბრობს ორ ქვეყანას შორის "პოლიტიკური ვითარების გამწვავებაზე".

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა უკვე დაადასტურა, რომ საუბარია შესაძლო აკრძალვაზე. მაქსიმ სოკოლოვმა აღნიშნულთან დაკავშირებით ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, - "საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ მართლა აკრძალვის შემთხვევაში, ავიაკომპანიებისთვის ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს და თადარიგი უნდა ჰქონდეთ დაჭერილი".

რუსული მედია უკვე საუბრობს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას, რომელიც მან 8 აპრილს გააკეთა და რუსეთს მოუწოდა, უარი თქვას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის დახმარებაზე, შესაძლოა, ახალდამეგორებული რუსეთისგან მწვავე პასუხები მოჰყვეს. არადა, ჩავუშოღლუმ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ზავის შესანარჩუნებლად რუსეთი საკმარის ღონეს არ ხმარობს...

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სირიის მთავრობა ჯერ კიდევ ფლობს ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. ამის შესახებ მან ერთ-ერთ თურქულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, - "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სირიის რეჟიმს ჯერ კიდევ აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების პოტენციალი. აუცილებელია, რეჟიმმა შეწყვიტოს ქიმიური იარაღის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენება და ჩვენ ამისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ ასადის რეჟიმი ხშირად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

ცნობისთვის, თურქეთი სირიის საჰაერო ბაზაზე ამერიკის სამხედრო თავდასხმას მიესალმა და აღნიშნა, რომ ანკარა თავისი დასავლელი მოკავშირეებისგან დამასკოს წინააღმდეგ უფრო
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხანგრძლივი და აგრესიული პოზიციის დაკავებას მოელის.

კარგა ხანია, თურქეთი, რომელიც სირიელი ამბოხებულების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, დასავლელ მოკავშირეებს, კონკრეტულად კი ვაშინგტონს დაჟინებით სთხოვდა, სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოეყენებინა. სირიის საკითხთან დაკავშირებით, ვაშინგტონსა და ანკარას განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ, რაც მათ შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდა.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

18:17 / 25-04-2017
ამერიკის ბაზაა საჭირო საქართველოში სანამ რუსეთი ცივილიზებული გახდება.
mters
18:09 / 25-04-2017
ყველანაირად უნდა ეცადოს საქართველომ რომ, ამერიკული ბაზა იყოს საქართველოში სანამ რუსეთში ცივილიზაცია შევა.
mters
მსგავსი სიახლეები
"დაზვერვის სამსახურის მონაცემების თანახმად, რუსეთი "თალიბანს" ფინანსურ მხარდაჭერას უწევს"
თურქეთში მიმდინარე პროცესები გააძლიერებს ავტორიტარიზმს აზერბაიჯანშიც
სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ორგანიზაციის ქონების კონფისკაცია განხორციელდეს
"ჩვენი სუსტი პროტესტის ფონზე, ისინი აქაურობას ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებენ"
"თურქეთის მმართველი ძალის იდეოლოგია გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენას"
ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას
"ტერორისტებმა თავდასხმა "საკუთარი ქვეყნის დაბომბვის გამო განახორციელეს"
თიბილოვი, ბიბილოვი და გაგლოევი "პრეზიდენტობისთვის" იბრძვიან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
19:40 / 30-04-2017  Image მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადააქვთ
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49