კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:01 / 12-04-2017
სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მეომრის ცხოვრება
"ხშირად საუბრობენ დასავლურ სტანდარტებზე. მეც, როგორც ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი ჯარისკაცი, ვოცნებობ, ჩვენს ბიჭებს არასდროს ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, დავიწყების; ჯანმრთელობის დაკარგვის შემთხვევაში, იმაზე ფიქრის, რა ბედი ეწევა მის ოჯახს. ეს საკითხი ნატოს წევრი ქვეყნების არმიაში მოგვარებულია... "- ამბობს ვეტერანი სამხედრო და თავისი თანამებრძოლების მაგალითი მოჰყავს, იმათი, ვისაც 90-იან წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მოუწიათ ბრძოლამ და ცხოვრებას ომის ნარჩენებით განაგრძობენ...

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ლევან ბლუიშვილი, რომელიც ტამიშის ბრძოლებში მძიმედ დაიჭრა. წლებია, დედამისი შვილის ოპერაციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად უწყებიდან უწყებაში დადის. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას გარკვეული თანხა, ჩვენს მიერ მომზადებული სტატიის შემდეგ, "კვირის პალიტრის" მკითხველმა გადაურიცხა... თუმცა, ლევანის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ეტაპობრივად უცხოეთში უწევს წასვლა და ოპერაციების გაკეთება. თავად, საკუთარ პრობლემებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა, ახლა ერთ-ერთი მორიგი ასეთი შემთხვევაა, - თურქეთში ოპერაციის გასაკეთებლად საკმარისი თანხის თავმოყრა ვერ ხერხდება...

19 წლის ლევან ბლუიშვილს, რომელიც აფხაზეთში ომში მოხალისედ წავიდა, მოწინააღმდეგის 17 ტყვია მოხვდა. ის ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, აფხაზური დაჯგუფების პირისპირ აღმოჩნდა და სასიკვდილოდ დაიჭრა...

თავდაპირველად, მკვდარი ეგონათ და გაგრის მორგში გადაუყვანიათ. თანამებრძოლებმა სწორედ მორგში მიაგნეს. თან დედა ჰყავდათ, შვილის "ცხედარი" რომ ამოეცნო, - "ჩემს ერთადერთ შვილს ვტიროდი და ვეფერებოდი. თავიღა ჰქონდა მთელი. კისერზე, არტერიასთან მომიხვდა ხელი და ვიგრძენი, რომ ფეთქავდა... ცოცხალია-მეთქი, - ვთქვი, ნახევრად გულწასულმა... იქიდან, სასწრაფოდ გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, თბილისში გადმოაფრინეს", - იხსენებს აფხაზეთის ომის ვეტერანის დედა, ზაირა ბლუიშვილი.

ლევან ბლუიშვილი:
- ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, წავსულიყავით და ქვეყნის დაცვაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. მაშინ სულ სხვანაირად განვიცდიდით სამშობლოს, ქვეყნის სიყვარულით ალალად, ყველანაირი ქვენა გრძნობის გარეშე გვიყვარდა და მიგვაჩნდა, რომ ვისაც მკლავში ძალა ჰქონდა, უნდა წასულიყო, მერე ერთმანეთისთვის თვალებში თამამად რომ შეგვეხედა.

ასე ბევრი წავიდა აფხაზეთში, მაგრამ ომის სისასტიკემ რეალობა სხვაგვარად დაგვანახა. ომში, "შავნაბადას" ბატალიონის შემადგენლობაში წავედი... მახსოვს, გამთენიისას გემით განთიადში უნდა შევსულიყავით. 3 საათი ვცდილობდით შესვლას. იქ აფხაზური მხარის დიდი ძალები დაგვხვდნენ. გაგვიჭირდა, მაგრამ გაგრის ბატალიონი და "ლესელიძის საძმო" (თუ არ ვცდები, ასე ერქვა ლესელიძელების ერთ-ერთ შენაერთს) შემოგვეშველა, თან აფხაზებს ჩვენზე უარესი შეიარაღება ჰქონდათ... უჭმელობა, უძილობა და ფსიქოლოგიური სტრესი თავისას შვებოდა, მაგრამ სულიერად მაინც არ დავცემულვართ. ყოველდღე ვაწყდებოდით ხელმძღვანელთა შეცდომებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენი თანამებრძოლების სიცოცხლე ეწირებოდა.

1992 წლის 30 აგვისტო იყო, გაგრაში, კოლხიდაში შეტევაზე გადავედით. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, დღის თორმეტი ან პირველი საათი იქნებოდა, მივიღეთ ინფორმაცია რომელიღაც აფხაზური დაჯგუფება უახლოეს საათებში ქართულ ქვედანაყოფზე თავდასხმას აპირებდა. ჩვენს სადესანტო ნაწილს ამ თავდასხმის მოგერიება ეკისრებოდა. 100 ქართველი მეომრის დაღუპვას, 10 კაცის თავგანწირვა ვარჩიეთ და რამდენიმე მეომარმა კოლხიდაში დაბანაკებულ აფხაზურ ბანდფორმირებაზე იერიში მივიტანეთ.

ცეცხლის გახსნას მათი მხრიდან პასუხი მოჰყვა. ის პოზიცია კი დავიკავეთ, მაგრამ
შეტაკების დროს ძალიან მძიმედ დავიჭერი - 17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია. როგორც მითხრეს, მიწაზე დავარდნის შემდეგ, გონდაკარგულს, "აკაემის" ავტომატიდან მთელი ჯერი "გადამატარეს"... რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩემგან 15-20 მეტრის რადიუსში ნაღმი აფეთქდა და მისი ნამსხვრევებიც მომხვდა... რაღაც სასწაულით ისე მოხდა, რომ სხეულის ერთადერთი ნაწილი, სადაც ტყვია არ მომხვედრია, თავი იყო... გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა სამხედრო ვერტმფრენით თბილისში მოვყავდი, ისიც - რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში დამიბრუნდა აზროვნება" - იხსენებს ვეტერანი.

მას შემდეგ, არც კი ახსოვთ, ლევანს რამდენი ოპერაციის გაკეთება მოუწია, ზოგი საქართველოში, ზოგიც - თურქეთში. მარცხენა ხელი ამპუტირებული აქვს, თავისუფლად ვერც მარჯვენას ამოძრავებს. ოპერაცია, რომლის თანხის სრულად შეგროვებისთვის დედა-შვილი იბრძვის, იმისთვის სჭირდება, რომ თითების ამოძრავება შეძლოს.

ყოველ ოპერაციის წინ, ლევანის დედა კაბინეტიდან კაბინეტში დადის, -  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს, სატელევიზიო შოუს წამყვანებს, ბიზნესმენებს, ყველას, ვისაც რაღაც თანხით მისი დახმარება ხელეწიფება, ბოდიშებს უხდის დროის დაკარგვისთვის, შეწუხებისთვის, იმისთვის, რომ მისი ერთადერთი შვილის ჯანმრთელობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას შეეწირა და ახლა მისი გასაჭირის ყველასთან ხმამაღლა საუბარი უწევს, რადგან თავად არ შეუძლია ვეტერანი სამხედროს გრძელვადიანი მკურნალობა ბოლომდე მიიყვანოს... ზოგჯერ ეხმარებიან, ხანდახან კი, იქიდან ცარიელი დაპირებებით გამოდის.

"ხშირად, თავმოყვარეობას ვებრძვი, მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ მე ყოველთვის არ ვეყოლები ჩემს შვილს, ამიტომ ვიდრე ცოცხალი ვარ, მინდა, ის ერთი ხელი მაინც შეუნარჩუნდეს და სამარეში არ ჩამყვეს დარდი, რომ საკუთარი ხელით პურსაც ვერ დაიჭრის..." - გვითხრა ქალბატონმა ზაირა ბლუიშვილმა, მისი თქმით, მორიგი ოპერაციისთვის თანხა აკლდებათ...

598 47 45 19 - ლევანი

595 31 37 96- ზაირა ბლუიშვილი
ლიბერთი ბანკი:
GE25LB2100048045060422
მიმღები: ლევან ბლუიშვილი

ტელ: 0901 701 210 ზარის ღირებულება 1 ლარი (დარეკეთ მაგთისა ბილაინის აბონენტებმა)






14:22 / 29-05-2017
*
0
ამ გმირებს მთავრობა ყოველგვარ გასაჭირში გვერძე უნდა უდგეს,მათ არ უნდ სჭირდებოდეთ დახმარების თხოვნა.
10:06 / 21-04-2017
დიმა
0
ხალხო და განსაკუთრებით ახალგაზრდებო დავეხმაროთ ვისაც რით შეგვიძლია. ეს კაცი ჩვენს ასაკში სიკვდილს უყურებდა თვალებში. სხვა თუ არაფერი დარეკვა ხომ მაინც შეგვიძლი.ა ორიოდე კვირა გავძლოთ ბალანსის გარეშე...
მსგავსი სიახლეები
8 მილიონი დავკარგე და ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდში სამხრეთ კორეაში არსებული ბიზნესის საქმეც უკან წავიდა
პენტაგონის ინფორმაციით, ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ თეთრი სახლიდან ბრძანება ჯერ არ მიუღიათ
"მათი შეცდომა ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენეთ, შევაჩერეთ მათი ქვეითი ძალები და პოზიციაზე შემოსული ტანკები ავაფეთქეთ"
რუსეთმა ცხინვალის რეგიონში ნაცადი ხერხით, აფხაზეთის ტერიტორიის გაფართოებაც დაიწყო
ინკოგნიტო მამაკაცი ამბობს, რომ პუტინი, "ბევრ განსაცდელგამოვლილ აფხაზ ხალხს არაფერს დაუშავებს"
ბიჭვინთაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის სამუშაო შეხვედრა დაიწყო
პასუხი საქართველოს პენსის ვიზიტზე, თუ მეტი რუსული ეკონომიკური ინტერესი აფხაზეთში?!
მძიმე სოციალურ და კრიმინოგენულ ფონზე, აფხაზეთში შიდა დაპირისპირებამ იმძლავრა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:57 / 22-08-2017  Image ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა
ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია
22:18 / 22-08-2017  Image გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება
"ეს ვერტმფრენი არის საკმაოდ დიდი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენია МИ-26"
21:18 / 22-08-2017  Image მამუკა ხაზარაძე - "თიბისი ჯგუფი" დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს
კომპანია "ბორჯომი" ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა
18:37 / 22-08-2017  Image "ჩემს შვილებს წლები არ უვლიათ სკოლაში, მაგრამ უმაღლესი ქულებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები” - ერთი ქართველი დედის დამაფიქრებელი წერილი
"მათ დამიმსხვრიეს ყველა სტერეოტიპი"
13:16 / 22-08-2017  Image "ყველა მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი!!!" - ოთო ნემსაძე საკუთარმა მანქანამ "მოწამლა"
"ჩემი საყვარელი იაპონური მანქანა მწამლავდა CO-თი"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49