თალიბანის "საგაზაფხულო შეტევის" შედეგად მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გაიზარდა

თალიბანის "საგაზაფხულო შეტევის" შედეგად მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გაიზარდა

ადრიან გაზაფხულზე "თალიბანი" ავღანეთში საგაზაფხულო იერიშების გაზრდას აანონსებდა, რის შედეგადაც, მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია უნდა გაფართოებულიყო. ამის შესახებ, "თალიბანის" წარმომადგენლის, ზაბინულა მოჯაჰიდის ის მიმართვა გავრცელდა, რომელიც მან გერმანიის საინფორმაციო სააგენტო "დეპეასთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.

რამდენიმე დღის წინ, დასავლურმა პრესამ ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოსავლის აღება-დაბინავების შემდეგ, ტერორისტულმა დაჯგუფებამ მართლაც გააფართოვა საზღვრები. მუჯაჰედის თქმით, "თალიბები" სამხედრო წინსვლას გააგრძელებენ სამხრეთში მდებარე ჰელმანდისა და ორუზგანის პროვინციებში, დასავლეთში - ფარაჰისა და ფაიაბის, ხოლო ჩრდილოეთში - სარ-ე პულისა და კუნდუზის რეგიონებში.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, შშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთის ცენტრალური მთავრობა, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 60%-ზე ნაკლებს აკონტროლებს. არადა, ავღანეთის ჯარების გეგმა დასახლებებიდან თალიბების განდევნაა, სადაც მათ მართლაც ძლიერი პოზიცია აქვთ. ამის შესახებ განაცხადა ავღანეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა, რომლის თქმითაც, მიზნის მისაღწევად დაგეგმილია არმიის ელიტური შენაერთების წევრთა რიცხვის გაზრდა.

ავღანეთის რეკონსტრუქციის საგანგებო მთავარი რევიზორის კვარტალური შეფასების თანახმად, "თალიბანის" ყოველწლიური ე.წ. "საგაზაფხულო შეტევის" შედეგად, მეამბოხე დაჯგუფებამ ჩრდილო-აღმოსავლეთის კიდევ ერთი რაიონი დაიპყრო და სხვებზეც უჭირავს თვალი.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, გენერალ-ლეიტენანტ მაკმასტერის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რაც სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისა და ავღანეთში თალიბანის მხარდაჭერაში გამოიხატება.

მისივე თქმით, აშშ-ში შარშანდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს და წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისში, ის პუტინს გამუდმებით აქებდა და მას "ძლიერ ლიდერს" უწოდებდა. ახლა კი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან რამდენიმე საკვანძო საკითხთან - უკრაინა, სირია, ირანსა და ავღანეთთან დაკავშირებით, პოზიციები განსხვავებულია.

მაკმასტერის თქმით, რუსეთთან ურთიერთობა არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა, რაც მისი ბოლოდროინდელი ქმედებებით აიხსება, - "რუსეთის მოქმედებები, - ყირიმის ანექსია, უკრაინაში შეჭრა, სირიაში მკვლელი რეჟიმის მხარდაჭერა და ბოლოს, იარაღის "თალიბანისთვის" მიწოდება, ეს არის ნაბიჯები, რომლებიც აშკარად რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან როდესაც მოსკოვი ერთგან გარკვეულ ჯგუფებს ეხმარება, შესაძლოა, სხვაგან მისივე ინტერესები დაზარალდეს... მაგალითად, თალიბანში, ავღანელი ექსტრემისტების გაერთიანება არ არის ერთგვაროვანი, მონოლითური. მასვე უკავშირდება უზბეკეთის ისლამური მოძრაობა და სხვა ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც, საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნიან რუსეთს", - აღნიშნავს მაკმასტერი.

"რადიო თავისუფლების" თქმით, - მაკმასტერის შეფასებები, რომლებიც მან 30 აპრილს "ფოქს ნიუსის" საკვირაო სტუდიაში გამოთქვა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებების გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, - "ამერიკას

რუსეთთან ურთიერთობა არ გამოსდის და ორმხრივი ურთიერთობა, შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე მძიმე ეტაპზე იყოს გადასული".

ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

შეერთებული შტატების სააგენტოების განცხადებით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალები "შემაშფოთებლად დიდ" დანაკარგებს განიცდიან. რამდენიმე ხნის წინ, აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა ავღანეთში, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა აღნიშნა, რომ "თალიბები" შეიარაღებას, სავარაუდოდ, რუსეთისგან იღებდნენ. ამის შესახებ მან აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისთან შეხვედრის შემდეგ, 24 აპრილს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე