ISIS-ის მეომრებმა რუსი დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი, ჯაშუშობისთვის მოკლეს?!.

 ISIS-ის მეომრებმა რუსი დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი, ჯაშუშობისთვის მოკლეს?!.

რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ISIS-ის მეომრებმა რუსი დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი, ჯაშუშობისთვის მოკლეს.

"ისლამური სახელმწიფოს" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც ტერორისტმა რუსეთის დაზვერვის ოფიცერს, ჯაშუშობის გამო, ყელი გამოჭრა და რომელიც Washington Post გაავრცელა, რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა სიცრუე უწოდეს.

ვიდეომასალა, სოციალურ მედიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ანგარიშზე ადრეც გამოქვეყნდა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, კაპიტანი 36 წლის ევგენი პეტრენკო 1 წლის წინ, სირიაში დაატყვევეს. ვიდეომიმართვაში ის ამბობდა, რომ მოსკოვის მეორე ოპერატიული განყოფილების უშტატო თანამშრომელია და "ისლამური სახელმწიფოს" უშიშროების სამსახურმა, მორიგი დავალების დროს აიყვანა. ვიდეომიმართვაში რუსი ოფიცერი ვლადიმერ პუტინს, "ეფესბესა" და რუს ხალხს სთხოვდა, ყველაფერი გააკეთონ მის გასათავისუფლებად...

დასავლური მედია წერს, რომ პასუხად, რუსეთის "ფესბემ" მისი დაკავების ინფორმაცია დაბლოკა. შედეგად კი, რამდენიმე თვეში, "ისლამურმა სახელმწიფომ" ეს ვიდეო გაავრცელა.

ვიდეოში, ტერორისტები ამბობენ, რომ რუსი ოფიცერი ყაზახეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებში ჯაშუშად მუშაობდა.

12-წუთიან ვიდეოში რუსი ოფიცერი აღიარებს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურის დავალებით მოქმედებდა და მისი მთავარი მიზანი ომარ ალ-შიშანთან და მის გარემოცვასთან დაახლოება იყო. ასევე, ოფიცერი მოუწოდებს სამხედროებს უარი თქვან, ისლამური სახალმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე. მას შავი მაისური აცვია, წარწერით, "კაფირ" ანუ არასწორი...

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" რუსი აგენტების სიკვდილით დასჯაზე ვიდეორგოლი გაავრცელა. 2015 წელს მსოფლიო მოიცვა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" მიერ გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, თუ როგორ კლავს პატარა ბიჭი რუს აგენტებს...

"მივმართავთ ყველას, ვისაც თავში აზრად მოუვიდა უთვალთვალოს მოჯაჰედებსა და მუსლიმებს. ჩვენ არ დავინდობთ მათ", - აცხადებდნენ დაჯგუფების წევრები ვიდეოში, რომელშიც  ნაჩვენები ორი მამაკაცი - ჯამბულატ მამაევი და სერგეი აშიმოვი იყო და რომლებიც აღიარებენ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები არიან.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჯამბულატ მამაევი აცხადებდა, რომ მას  "ისლამური სახელმწიფოს" რუსულენოვანი წევრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ჰქონდა დავალებული. სერგეი აშიმოვი კი აღიარებს, რომ უნდა ეპოვნა და მოეკლა ორგანიზაციის ლიდერი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ჩვეულებისამებრ, უარყო ინფორმაცია, თითქოს ISIS-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცი ეროვნებით რუსი, მით უფრო დაზვერვის პოლკოვნიკი იყო. "არასერიოზულია ასეთი განცხადებები, თითქოს ეს რუსი პოლკოვნიკი, ევგენი პეტრენკო იყო და იქ ჩვენი დავალებით მოქმედებდა", - განაცხადა რუსეთის ფერედაციის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ოზეროვმა, რომლის თქმითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ ტოვებს ნებისმიერ შეტყობინებას, იმის მიუხედავად, ინფორმაცია ნამდვილია თუ არა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საქმე ეხება რუს სამხედროებს. მისივე თქმით, აუცილებლად გადამოწმდება ინფორმაცია, ამისთვის კი, სირიაში განლაგებული სამხედრო ნაწილები შემოწმდება.

თავის მხრივ, რუსული პრესა წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს ყველაფრის დამალვას, - 2015 წლის დეკემბერში, გავრცელდა რუსეთის მოქალაქის მუჰამედ ხასიევის ვიდეოჩანაწერი, სადაც მის სიკვდილამდე საუბარი იყო ჩაწერილი, - ის ამბობდა, რომ რუსეთის "ფესბეს" მიერ იყო "დავერბივკებული" და ISIS -ის რიგებში მებრძოლი მეომრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ევალებოდა.

თუმცა, არსებობს სხვა ვერსიებიც, რომელზეც რუსული პრესა საუბრობს, მათი მოსაზრებით, საქმე სხვა რამეშია. მაგალითად, - 23 წლის ევგენი იუდინი, რომელიც ჩეჩნეთის ბავშვთა სახლში გაიზარდა, წარმოშობით ჩელიაბინსკის ოლქის სოფელ იუშკოვოდან იყო... ბავშვთა სახლიდან ის ჩეჩენმა ქალმა იშვილა და აღზარდა. სირიაში წასვლის შემდეგ, ის ტერორისტთა რიგებში სხვა სახელითა და გვარით იბრძოდა. გარკვეული დროის შემდეგ, მას თანამებრძოლებთან უთანხმოება მოუვიდა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს და ის საშინელი კადრები კამერით გადაიღეს...

შემდეგ გაირკვა, რომ ხასიევის მკვლელიც რუსი იყო, - სოციალიურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში, მისმა ახლობლებმა, ქალაქ ნოიაბრსკის 28 წლის მკვიდრი, ეროვნებით რუსი ანატოლი ზემლიანკა ამოიცნეს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა...

რუსული მედიის თქმით, ჯერ კიდევ 2015 წელს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან,  ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში, 5-დან 7-მდე ათასი მოხალისე იბრძოდა. მოგვიანებით, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში, 1000-ზე მეტი, რუსეთის მოქალაქე მოხალისე იბრძოდა. შემდეგ, განსხვავებული რაოდენობა დაასახელა "ეფესბეს"  ახლანდელმა უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა და თქვა, რომ ისინი 1700-ზე მეტნი იყვნენ... რუსეთის მედიის მეორე ნაწილის მოსაზრებით, პუტინის ხელისუფლებას ნამდვილად აქვს საფუძველი "ისლამურ სახელმწიფოში" არსებულ ვითარებაზე მრავალფეროვანი ინფორმაცია ჰქონდეს.

ლალი პაპასკირი ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე