თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში დაღუპულზე - ქართველი მებრძოლი უკრაინაში საკუთარი ინიციატივით იყო წასული, ის შეიარაღებულ ძალებში არ ირიცხება

თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში დაღუპულზე - ქართველი მებრძოლი უკრაინაში საკუთარი ინიციატივით იყო წასული, ის შეიარაღებულ ძალებში არ ირიცხება

ქართველი მებრძოლი უკრაინაში საკუთარი ინიციატივით, მოხალისედ იყო წასული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთან დაკავშირებით განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს წლების წინ გავლილი აქვს სამხედრო სამსახური, თუმცა ის ახლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ ირიცხებოდა.

"თადარიგის ოფიცერი ნიშნავს, რომ ის გარკვეული წლების წინ მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ამ დროისთვის საკუთარი ინიციატივით, როგორც მოხალისე ისეა წასული. წლების წინ მას გავლილი აქვს სამხედრო სამსახური. ახლა აღარ ირიცხება შეიარაღებულ ძალებში", - განმარტეს თავდაცვის სამინისტროში.

უწყებას დაღუპული პირის იდენტიფიცირება გაკეთებული აქვს, თუმცა როგორც ცნობილია, უკრაინაში მყოფი მებრძოლები დაღუპულის ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

უკრაინაში შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრი დავით მაყიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს.

"კიდევ ერთი ღირსეული ქართველი ოფიცერი დავკარგეთ დღეს უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში", - წერს მაყიშვილი, თუმცა დაღუპულის ვინაობას, მისი ოჯახის წევრების საქმის კურსში ჩაყენებამდე, არ ასახელებს.

დავით მაყიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცი "ქარული ბატალიონის" ან "აზოვის" რიგებიდან არ ყოფილა.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე