ინგუშეთი - მუდმივი წინააღმდეგობის კერა

ინგუშეთი - მუდმივი წინააღმდეგობის კერა

ინგუშეთში, მალგობეკის რაიონში უკვე მეოთხედ დაესხნენ თავს საგზაო პოლიციის განყოფილებას. ორმხრივი სროლების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა აიღეს. თავდამსხმელების მხრიდან ორი დაღუპულია, ადგილობრივი მკვიდრი მაგომედ ბეკბუზაროვი და გროზნოელი ჩეჩენი ადამ მაგომედოვი.

მომხდარზე, ქალაქ მალგობეკის საგამოძიებო განყოფილებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ის არის, რომ ამ ქალაქის ძალოვან სტრუქტურებზე თავდასხმის ფაქტი უკვე მეოთხე განხორციელდა.

"ეხოკავკაზას" ინფორმაციით, 27 იანვარს უცნობმა პირებმა მალგობეკის რაიონში საგზაო პოლიციის მანქანა დაცხრილეს. მაშინ გაირკვა, რომ საგზაო პოლიციის მანქანას ცეცხლი სწორედ მაგომედ ბეკბუზაროვის ავტომობილიდან გაუხსნეს, რომელიც იმ დღის შემდეგ გაუჩინარდა და რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული.

მიმდინარე წლის 17 მარტს ისევ და ისევ მალგობეკის რაიონის "ფეესბეს" განყოფილებას ყუმბარტმყორცნიდან ესროლეს. გამომძიებლებმა ოპერატიული მუშაობის მიუხედავად, ვერავინ იპოვეს და რამდენიმე ადგილობრივი დააკავეს, რომლებიც მათი ვარაუდით, თავდამსხმელებთან იყვნენ შეკრული, მათ ჩანაფიქრის განხორციელებაში ეხმარებოდნენ და ამ გზით შეეცადნენ, დამნაშავეებზე გასულიყვნენ. თუმცა, ძალოვნების ძალისხმევისა და საკმაოდ მკაცრი მუშაობის მიუხედევად, მათი კვალის პოვნაც ვერ შეძლეს...

8 აპრილს იმავე ქალაქის იმავე უწყებაზე კიდევ ერთი თავდასხვა მოხდა, რა დროსაც საგზაო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. საგამოძიებო ორგანოებმა ინტერნეტში სამი ძებნილის ფოტო გამოაქვეყნეს, მათ შორის იყო ორი მალგობეკელი და ერთი ჩეჩნეთის მკვიდრი და მათ შესახებ ინფორმაციის მომწოდებელზე ჯილდო დააწესეს.

თავდამსხმელთა ჯგუფის ლიდერი, რომლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ქალაქის ხელმძღვანელობას 3 მილიონი რუბლი ჰქონდა დაწესებული, მილიციის ყოფილი თანამშრომელი ბახტან სოლტუკიევია. მას რამდენიმე ტერაქტსა და მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის 2012 წლიდან ეძებენ.

მეორე ეჭვმიტანილი მიკაილ ჩერბიჟევი 2015 წლის სექტემბრიდან დაკარგულად ითვლება. ბოლო მონაცემებით, ჩებრიჟევი არ დაემორჩილა საგზაო პოლიციის თანამშრომლის ბრძანებას საბუთების წარდგენის შესახებ, მათი კუთვნილი ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა... დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი იყო მაგომედ ბეკბუზაროვი, რომელიც 12 მაისს ორმხრივი სროლისას დაიღუპა...

სამართლამცველები მიიჩნევენ, რომ დაჯგუფებაში კიდევ რამდენიმე ადამიანია, მათ შორის ჩეჩნებიც და ყველა მათგანი ადგილობრივი ძალოვნების მიმართ დაუნდობლობით გამოირჩევიან... ისინი არაერთხელ შეხვდნენ მათ ნათესავებს, რათა დაჯგუფების წევრების შესახებ მეტი ინფორმაცია მოეპოვებინათ, მაგრამ ეს უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი გახდა.

თავის მხრივ, გაიზარდა ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ზეწოლა. ისინი, ვისაც ეჭვმიტანილებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, "დასაკითხად წაიყვანეს", მაგრამ ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან, მათ შორის არიან ქალებიც...

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილთა გარემოცვიდან არაერთი მამაკაცი თავადაც შეუერთდა ტერორისტულ დაჯგუფებას და ასე აიცილეს თავიდან "განყოფილებაში დაკითხვის პროცესი".

ქალებმა და ბავშვებმა კი მათზე დაწესებული მუდმივი თვალთვალის მიუხედავად, საცხოვრებელი ადგილი ფარულად დატოვეს. არადა, მათ ნათესავებს ინგუშეთის ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეხვდა და უსაფრთხოების გარანტიებს შეჰპირდა. ინგუშეთის მეთაურმა, იუნუს ბეკ ევკუროვმა მათ ოჯახის წევრებს სთხოვა, ისინიც დაერწმუნებინათ, ჩაბარებოდნენ სამართალდამცველ ორგანოებს, რის შემდეგაც მათ ოჯახებს შეზღუდვები მოეხსნებოდათ, სხვა შემთხვევაში, შეჰპირდნენ, რომ მათზე თვალთვალი და მათ ოჯახებში მოულოდნელი რეიდები გაგრძელდებოდა და ეს ასეც ხდება...

ამავდროულად, ინგუშეთის ხელისუფლება, როგორც თავად უწოდებს, განაგრძობს "პროფილაქტიკურ სამუშაოებს", რათა არ მოხდეს სოციალური ქსელებით ახალგაზრდების გადაბირება და მათ ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანება. ამ მხრივ მიმდინარე "პროფილაქტიკურ სამუშაოებში", იგულისხმება ტოტალური კონტროლი, სოციალურ ქსელებში პირადი მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ასევე სხვა ტიპის საკომუნიკაციო საშუალებების "გაშიფვრა"...

თუმცა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ასეთმა მიდგომამ უკუშედეგი გამოიწვია - მამაკაცებთან ერთად, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან დევნილი ქალებიც წევრიანდებიან.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე