საქართველოს რამდენი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში

საქართველოს რამდენი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში

ჩვენ 871 სამხედრო მოსამსახურით ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო მისიებში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საერთაშორისო მისიებში საქართველოს თანამონაწილეობის ხარისხი ძალიან მაღალია.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იმ საქმისა, რასაც ჰქვია საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ 871 სამხედრო მოსამსახურით ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო მისიებში, როგორც ავღანეთში, ისე ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში და ერთი ოფიცრით მალიში. ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, არამედ თქვენთან ერთად მსოფლიოში, რათა ხელი შევუწყოთ, წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია გარანტია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარებისთვის და არსებობისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას ბუნებრივია გავაგრძელებთ. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა, რომ კონტრიბუციის იმ ხარისხით, იმ რაოდენობით, რომლითაც ვართ წარმოდგენილები, განსაკუთრებით კი ავღანეთში, გავაგრძელებთ თქვენთან ერთად საერთაშორისო მისებში თანამონაწილეობას", - განაცხადა იზორიამ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე