კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:23 / 30-05-2017
რას წერს ოსური მედია მეუფე ისაიაზე, რომელსაც ომის შემდეგ ახალგორი არ მიუტოვებია
ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა და პრესა მავთულხლართებს მიღმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მსახურებით უკმაყოფილოა. კონკრეტულად, პრეტენზია აქვთ მეუფე ისაიას მიმართ, რომელიც ახალგორელებში და ზოგადად, კონფლიქტის ზონაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს...

ადგილობრივი გამოცემა "რესპუბლიკას" ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში, სონია ხუბაევა ამბობს, რომ ამ "პრობლემაზე" ხელმძღვანელობასთან ერთად რამდენჯერმე ისაუბრეს და გადაწყვეტილება მიღებულია: "მეუფე ისაიას არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან ალანიის ეპარქიაში დარეგისტრირდეს, ან მშვიდობიანად დატოვოს "რესპუბლიკის" ტერიტორია.

გამოცემაში ჩამოთვლილია ახალგორში არსებული ის სამი ტაძარი, სადაც ქართველი სასულიერო პირები მსახურობენ - დედათა მონასტერი სოფელ იკოტაში, რომელსაც იღუმენია სალომე წინამძღოლობს; ახალგორიდან 14 კილომეტრში მდებარე ეკლესია ლარგვისში, რომელსაც მეუფე ისაია წინამძღოლობს და მე-9 საუკუნის ტაძარი სოფელ წირქოლში, სადაც მსახურებას მამა თეოდორე ატარებს.

გამოცემა "რესპუბლიკის" ინფორმაციით, არცერთ სალოცავში, ე.წ. ალანიის ეპარქიის ოს მღვდლებს, იქ წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება არ აქვთ. ქართველი სასულიერო პირები საკვირაო ქადაგებებზე მისულ მრევლს ეუბნებიან, რომ "აქ უფლის მსახურება რუსული ოკუპაციის პირობებში ხდება.

გაზეთთან საუბარში ცხინვალიდან ახალგორში მივლინებული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამბობს, რომ როდესაც საქართველოს სასულიერო პირთან საუბარს შეეცადა, მეუფე ისაიამ მას "ოკუპანტი" უწოდა და ტაძრის კარი მიუხურა, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, შეუძლებელია არ ახსოვდეს, თუ როგორი თავდაჭერილია ამ საკითხზე საუბრისას მეუფე...

"ბოდიშს გიხდით, არაფრის გამო არ მიღირს, იქ ურთიერთობა გავირთულო და შესვლა შემეზღუდოს, მით უფრო, თავად მოვიდნენ ჩემთან და იმ გარკვეულ შეზღუდვებს გაუგებრობა ვუწოდოთო, მითხრეს..." - აღნიშნა მეუფემ ჩემთან საუბარში, როდესაც ნიქოზში მასთან სასაუბროდ ჩავედი და ბევრ რამეზე საუბრისგან თავი შეიკავა...

თუმცა, "რესპუბლიკას" ინფორმაციით, ჟურნალისტის თქმით, ასევე არამეგობრულად შეხვდნენ მას იკოტას დედათა მონასტერშიც... "მათთან გასაუბრების მცდელობისას ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ ქართულის გარდა, არც ერთ ენაზე არ საუბრობს, არც ესმის და დამტვრეული რუსულით, კატეგორიულად მოგვთხოვა, ტერიტორია დაგვეტოვებინა... ჩვენს შეთავაზებაზე, - თარჯიმანი მიგვეყვანა, მკაცრი უარი მივიღეთ... - ახლა აქ არ იმყოფება იღუმენი და მისი ნებართვის გარეშე უცხოებს ვერ გავესაუბრებით, მით უფრო, თქვენ ისე არ ხართ შემოსილი, აქ დარჩენის უფლება მოგცეთო... - გვითხრეს დედათა მონასტერში და არც იმაზე გაგვცეს პასუხი, შევძლებდით თუ არა დედა სალომესთან გასაუბრებას..", - წერს "რესპუბლიკა".

თავის მხრივ, ცხინვალელი სასულიერო პირის თქმით, - ყველა ღვთისმსახურმა საქმიანობა "ალანიის ეპარქიას" უნდა შეუთანხმოს, მაგრამ ქართველები ამას არ აკეთებენ და ვინაიდან რუსეთის პატრიარქი კირილი სამხრეთ ოსეთს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, ამ საკითხს "ალანიის ეპარქია" ვერ წყვეტს. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ" მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს პოზიცია, რომ "სამხრეთ ოსეთი ალანიის ეპარქია და კანონიკური ტერიტორიაა" - აცხადებს ოსი სასულიერო პირი.

"რა თქმა უნდა, ყველასთვის მიუღებელია და უკანონოა, დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ლენინგორის რაიონში, ღვთისმსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ატარებენ, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში არ არიან დარეგისტრირებული და ამის გაკეთებას არც აპირებენ... ამიტომ, ბოლოს, სპეციალურ შეხვედრაზე გადაწყდა, ქართველ სასულიერო პირებს ან ალანიის
ეპარქიის იურისდიქციაში დარეგისტრირება შესთავაზონ, ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მშვიდობიანად დატოვონ..." - გამოცემის ინფორმაციით, ცნობილი არ არის, ეს გადაწყვეტილება უკვე აცნობეს თუ არა მეუფე ისაიას.

ფაქტია, რომ ცხინვალის ხელმძღვანელობა ამ საკითხის მიმართ, რატომღაც გულგრილია. არადა, 2014 წლის მაისიდან, ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტი შეიცვალა და ბევრ სხვა ახალგორელთან ერთად, არც ქართველ სასულიერო პირებს მიეცათ საშუალება, თუმცა, მეუფე ისაია ახალგორში საქმიანობას მაინც განაგრძობს... საქმე ის არის, რომ საშვის უქონლობის გამო, მეუფე ისაია 2 წელზე მეტი ახალგორიდან დანარჩენ საქართველოში წამოსვლას ვერ ახერხებდა. შემდეგ ეს საკითხი მოგვარდა და მან რამდენჯერმე თბილისში ჩამოსვლაც შეძლო.

პ.ს. ახლახან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

"დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ უმაღლესი ჯილდოთი მეუფე ისაიას. მეუფე თავდადებულად მოღვაწეობს ისეთ რთულ ეპარქიაში, რომელიც მას დაეკისრა. ღმერთმა ძალა და მადლი მისცეს მას. ამასთან დაკავშირებით ვაჯილდოებთ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით", - აღნიშნა პატრიარქმა.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
11:23 / 15-06-2017
asea es
0
იკოთი და არა იკოტი, წირქოლში კიდევ არანაირი ეკლესია არ არის. ალბათ ყანჩავეთის ღვთისშობლის ტაძარზეა ლაპარაკი რობელსაც წირქოლი ესაზღვრება.
10:53 / 13-06-2017
gaga
0
ძალიან ძლიერი პიროვნება!
მსგავსი სიახლეები
აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორში 3 სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც 80-მდე მოსწავლე ირიცხებოდა
"ჩვენ ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს წლების განმავლობაში, თუ როდის დაბრუნდებიან ისინი"
"ალანელი და რუსი მებრძოლები" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ისტორიაში
ახალგორთან გამშვებ პუნქტზე შესაძლოა საბაჟო გაიხსნას
ორი თანამდებობის პირი გამგებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა
ბაშარული 4 ივნისს მილიციის განყოფილებაში დასაკითხად წაიყვანეს, საიდანაც გაუჩინარდა
"ერთი ქვეყნისა და ტერიტორიის საზოგადოებაში სხვადასხვა ისტორიას სწავლობენ"
ფოტოების უმრავლესობა ახმაჯის სამხედრო ბაზაზეა გადაღებული (ფოტოგალერეა)
"ტანკები მოდიოდნენ გრუხუნ-გრუხუნით, შემზარავი იყო ეს სანახაობა, თუმცა შიშის გრძნობა დაგვეკარგა უკვე"
"ო­კუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტია და ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალ­დის გა­მო, არა­ვინ უნ­და გა­კიცხ­ონ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:51 / 22-10-2017  Image თიანეთში, თამაზ მეჭიაურმა "ქართული ოცნების" კანდიდატთან 4 ხმით წააგო
ცესკოს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20–ვე დათვლილია
12:22 / 22-10-2017  Image რომელ ოლქებში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური
მერების მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია
09:11 / 22-10-2017  Image აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"
ბოლო წლებში, აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქებიდან რამდენიმე გოგონა დაიკარგა
10:16 / 22-10-2017  Image კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)
"კახა ისე იცვამს, როგორც ნამდვილი ევროპელი მამაკაცი"
12:50 / 30-09-2017  Image ვარსკვლავები, რომლებმაც დიეტა დაივიწყეს
ერთ დროს გამხდარი გოგონას ცნობა ახლა გაგიჭირდებათ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49