რას წერდა ილჰამ ალიევზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან "გაუჩინარდა"

რას წერდა ილჰამ ალიევზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან "გაუჩინარდა"

თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუჰთარლი ბაქოში იპოვეს... მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის და მისი მეუღლე ილჰამ ალიევის ბიზნესის თემაზე მუშაობდნენ... ბოლო დროს, ის მის სატელეფონო ზარებზე არ პასუხობდა, რის შემდეგაც, მუსტაფაევამ საქართველოს პოლიციას მიმართა.

ჟურნალისტის ახლობლები შიშობდნენ, რომ მუჰთარლი, შესაძლო იყო, აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაეკავებინა, რადგან ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსია... მუჰთარლი 2015 წლიდან თბილისში ცხოვრობს და "რადიო თავისუფლების" ყოფილი ჟურნალისტია. ის მუდმივად აქვეყნებდა კრიტიკულ სტატიებს. ერთ-ერთ პუბლიკაციაში წერს, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, ილჰამ ალიევმა არცერთი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი და ბლოგერი, სულ 100-მდე პატიმარი არ შეიწყალა.

მუჰთარლის თქმით, 2015 წელს, ოპოზიციური პარტია "სახალხო ფრონტის" ლიდერი მურად ადილოვი დააკავეს და ნარკოტიკების მოხმარება და შენახვის ბრალდებით, 6 წელი მიუსაჯეს. პატიმრობა ემუქრებოდა მის ძმასაც... მუჰთალრის თქმით, ალიევის ხელისუფლებას არასდროს უჭირდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის "შესაბამისი მუხლის მიყენება..."

აზერბაიჯანული ინტერნეტტელევიზია eydan TV-ის ინფორმაციით, ახლახან ერთ-ერთ საიტზე, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება აკონტროლებს, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თბილისში მოქმედებს აზერბაიჯანის ოპოზიციონერთა "იატაკქვეშეთი".

მის აქტივისტებს შორის დასახელებულია ფარმან ჯეირანოვი, გეზალ ბაირამლი, აფგან მუჰთარლი. ჯეირანოვი ამ დღეებში საქართველოს სამართალდამცველებმა დააკავეს, ბაირამლი კი - აზერბაიჯანის...

მისმა მეუღლემ, ლეია მუსტაფაევმა, ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა და ალიევის რეჟიმის მიერ დევნილმა, თბილისში მცხოვრებმა რამდენიმე ოპოზიციონერმა, გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც მუჰთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ სამშაბათს, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მეუღლის გაუჩინარება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ლეილა მუსტაფაევა მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, ისინი აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს თავიანთ ტერიტორიაზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევენ.

აზერბაიჯანში მომუშავე ჟურნალისტებმა მოგვიანებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თბილისში "გაუჩინარებული" ჟურნალისტი აფგან მუჰთარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. მათივე ცნობით, ბაქოში გადაყვანილმა ჟურნალისტმა იურისტ ნემატ ქერიმლის დაურეკა და დახმარება სთხოვა...

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუჰთარლი ბოლოს, 29 მაისს თბილისის ერთ-ერთ კაფეში ნახეს. დაახლოებით 19:00 საათისთვის, ის თავის მეგობარს ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში დაემშვიდობა, შემდეგ კი მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ მალე სახლში იქნებოდა, მაგრამ ამის შემდეგ აღარავის უნახავს.

"მობილური გამორთული აქვს... ვიცით, რომ ბოლო ხანებში მას სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ..", - ამბობს მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ ქართულმა მხარემ, ისევე როგორც სხვა აზერბაიჯანელ აქტივისტებს, მას ბინადრობის მოწმობის დოკუმენტი აღარ გაუგრძელა, მიზეზად კი განუცხადეს, რომ ის საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მუჰთარლი და მისი ცოლი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, საქართველოში ჟურნალისტურ საქმიანობას განაგრძობდნენ, - ისინი eydan TV- ს საგამოძიებო მასალებს უგზავნიდნენ. ლეილა მუსტაფევას თქმით, ამჟამად საგამოძიებო სტატიების ციკლზე მუშაობენ, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის ოშფორულ ბიზნესებს მოიცავს.

ბოლო დროს, აზერბაიჯანში სხვადასხვა ბრალდებით არაერთი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი დააკავეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ოპოზიციის აზრით, ალიევის გუნდმა ჩრდილოეთ კორეის გზა აირჩია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე