ყატარს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ

ყატარს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ

საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ყატართან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტენ. ამის მიზეზი, რეგიონში დესტაბილიზაციის შემოტანაა. მათი განცხადებით, ყატარი ტერიროსტულ ჯგუფებს, მათ შორის ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" აფინანსებს.

BBC-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა დახურა და გაამკაცრა საზღვრის კონტროლი ყატართან, რის გამოც, ის იზოლაციაში მოექცია. საუდის არაბეთის მაღალჩინოსნების განცხადებით, მათი გადაწყვეტილების მიზეზი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იყო. გამოცემის ინფორმაციით, - ეს არის უპრეცედენტო ქმედება და დღემდე ყველაზე სერიოზული განხეთქილება სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის, რომლებიც ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეები არიან.

საზღვრის დაკეტვამდე 2 კვირით ადრე ოთხივე ქვეყანამ დაბლოკა ყატარის საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდები... ამასთან, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატარის წარმომადგენელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა. აბუ დაბიმ ოფიციალური დოჰა, ტერორიზმისა და ექსტრემისტული ორგანიზაციების მხარდაჭერასა და დაფინანსებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ყატარის სახელმწიფო კატეგორიულად უარყოფს არაბული სახელმწიფოების მხრიდან მისი მისამართით წამოსულ ბრალდებებს ტერორიზმის მხარდაჭერის შესახებ. აღნიშნულია ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ყატარის სახელმწიფო სპარსეთის ყურეს თანამშრომლობის საბჭოს მოქმედი წევრია, იცავს მის წესდებას, პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და არ ერევა მათ შიდა საქმეებში, აგრეთვე ასრულებს თავის პასუხისმგებლობას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აღნიშნულია დოკუმენტში.

თუმცა, ცნობილია, რომ ყატარის წინააღმდეგ ასეთი ბრალდებები ადრეც არაერთხელ გაჟღერდა. მაშინ დასავლურ მედიაში წერდნენ, რომ მსოფლიო რატომღაც დუმს ყატარის გარშემო გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის გარშემო, არადა, ყატარი უხეშად არღვევს გაეროს მიერ რეზოლუციას, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. მაშინ არსებული ინფორმაციით, კონკრეტულად დოჰა აფინანსებს მათ გეგმებს.

მაშინდელ პრესას მაგალითად მოჰყავდა 2013 წლის ბოსტონის ტერაქტი, სადაც საუდის არაბეთის "ვაჰაბისტების" კვალი იკვეთებოდა, რომლის ფინანსურ და იდეურ მხარდაჭერასაც, ყატარიდან იღებდნენ. ისინი ისტორიულ პარალელებით ხელმძღვანელობდნენ და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილწ საუდელი ტერორისტების, გავლენიანი ყატარელი ოჯახის ალ თანის მხარდაჭერას იხსენებდნენ..

ცოტა უფრო, ამერიკის სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის მიერ შედგენილ სიაში, საერთაშორისო ტერორიზმში ჩართულ ქვეყნებს შორის, ყატარს "საპატიო ადგილი" ეჭირა... გარდა ამისა, "ვიკილიქსის" მასალებს თუ დავუჯერებთ, ამერიკის სახელმწიფოს დეპარატამენტს ძალიან ბევრი დოკუმენტური მასალა ჰქონდა იმის შესახებ, რომ ყატარი აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყანაში "საჭირო წერტილების" მოძიებასა და იქ ტერაქტების განხორციელების გზებს...

2010 წელს, დოჰაში ამერიკის ელჩმა ლებარონს ხელში ჩაუვარდა ტელეგრამა, სადაც ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო დატანილიდა რომლის შემდეგაც ამერიკის ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტს შეატყობინა, რომ ყატარი ტერორიზმის დაფინანსებას განაგრძობდა. მაშინ ადგილობრივ გამოცემა "პენინსიულასა" და ამერიკის ელჩს შორის, მთელი დრამა განვითარდა... ყველაფერი კი, იმით დასრულდა, რომ ვაშინგტონმა ყატარიდან თავისი ელჩი გაიწვია და ეს საქმე ჩაფარცხა.

ყატარის დაფინანსების კვალს ხედავდა რუსეთიც "ჩეჩნურ სეპარატისტულ" მოძრაობებში. რუსული პრესის მტკიცებით, ის უხვად აფინანსებდა და შემდეგ ანაწილებდა ჩეჩენ ბოევიკებს, რათა არაბულ ქვეყნებში დაგეგმილ ტერაქტებში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებულ რუსულ შეიარაღებულ ძალების წინააღმდეგ მიმართულ საომარ მოქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა. "როდესაც ეს წინააღმდეგობა რუსეთმა ჩეჩნეთსა და დანარჩენ ჩრდილოეთ კავკასიაში, სისხლში ჩაახშო და "მოჯაჰედები" პრაქტიკულად გაანადგურა, ყატარის ემირმა იჩქერიის "თვითაღიარებული" რესპუბლიკიდან დევნილი ლიდერი, იანდარბაევი, თავის მრავალრიცხოვან მცველებთან ერთად, დიდი პატივით მიიღო და დაასაქმა კიდეც..."- წერს რუსული პრესა.

მოგვიანებით, ყატარმა ტერირისტულ ორგანიზაციებთან და ისლამურ ექსტრემისტებთან ფინანსური კავშირი, ფორმალურად გაწყვიტა და დააფუძნა ისლამური საქველმოქმედო ფონდი, "ყატარ ალ-ხეირიას ჯამიათი", ასევე, "შეიხი იდდ ალ-ჰეირია", ასევე ყატარის საზოგადოება, რომელიც ე.წ. საერთაშორისო აქციებში მონაწილეობდა. მათ ანგარიშის ნახვა შეიძლებოდა მსხვილი სავაჭრო ორგანიზაციების ვებ-გვერდზე, რომელთაც ფონად შიმშილისგან სიკვდილის პირას მისული სომალელი ბავშვები, ასევე, აზიასა და აფრიკის ქვეყნებში მუდმივი ომებისგან კატასტროფის პირას მყოფი მოსახლეობის ფოტოები ჰქონდა და წლების განმავლობაში მილიონობით დოლარს აგროვებდნენ...

ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ყატარის სკანდალის გარშემო შექმნილ სიტუაციას აფასებს და ქვეყნებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. "ჩვენ ქვეყნებს მოვუწოდებთ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, რათა რაიმე სახის შეთანხმებას მიაღწიონ და თუ ამაში ამერიკას რაიმე როლის შეტანა შეეძლება, უკან არ დავიხევთ. რადგან მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, არაბულ სახელმწოფოებს შორის მშივოდბა იყოს"- განაცხადა ტილერსონმა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე