მიანმარის სამხედრო თვითმფრინავის ელემენტები ზღვაში იპოვეს

მიანმარის სამხედრო თვითმფრინავის ელემენტები ზღვაში იპოვეს

მიანმარის (ყოფილი ბირმის) სამხედრო წყაროები იუწყებიან, რომ 13: 35 საათზე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რადარებიდან გაუჩინარებული თვითმფრინავის ელემენტები, ქალაქ ტავოდან 218 კმ-ში, ანდამანის ზღვაში იპოვეს... აღნიშნულ ინფორმაციასFrance Presse ავრცელებს. სამხედრო თვითმფრინავი, შიდა რეისს ასრულებდა.

გამოცემის უწყებით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მასშტაბური ზებნითი ოპერაციები. ამ დროისთვის როგორც ბორტზე მყოფი,ა სევე ეკიპაჯის წევრებიდან არც ერთ მათგანის შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება. აგრეთვე, უცნობია, თუ რა გახდა თვითმფრინავის რადარებიდან გაუჩინარების მიზეზი.

მაუწყებლის ცნობით, აეროპორტში ამბობენ, რომ თვითმფრინავში 105 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, თუმცა, სამხედრო სამსახური თვითმფრინავში მყოფი მგზავრების რაოდენობას არ ასახელებს.

სამხედროების თქმით, თვითმფრინავი, რომელსაც ადგილობრივი, სამხედრო მაღალჩინოსანი მოსამსახურეების ოჯახის წევრები ქალაქ მეიდან ინაგონში უნდა გადაეყვანა. თუმცა, ქალაქ მიეიკისა და რანგუნს შორის თვითმფრინავთან კავშირი მოულოდნელად გაწყდა...

მიანმარის უნიტარული სახელმწიფო, 1992 წლიდან, მკაცრი სამხედრო მმართველობი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და მას სამხედრო გენერალიტეტი, გენერალი თან შვეს მეთაურობით მართავს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე