აშშ-მ შსს-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების აღმომჩენი აღჭურვილობა გადასცა

აშშ-მ შსს-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების აღმომჩენი აღჭურვილობა გადასცა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების აღმომჩენი აღჭურვილობა გადასცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მინდია ლორთქიფანიძე ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების დანაყოფის რეგიონულ მრჩეველს, სანდრო ვოლსკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილეს.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა საჩუქრად გადასცა ქბრბ საფრთხეების აღმომჩენი სპეციალური აღჭურვილობა და დანადგარები, რომელთა პრაქტიკაში გამოყენება ამ მიმართულებით არსებული პოტენციური საფრთხეების პრევენციას, აღმოჩენასა და ლოკალიზებას ხელს შეუწყობს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე