კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:19 / 16-06-2017
შემზარავი ფაქტი აფხაზეთში: ე.წ პრეზიდენტის მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა
აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ შემზარავი ფაქტი მოხდა - ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა. ადგილობრივი მოსახლეობა ბრალდებულის დაუყოვნებლივ პოვნასა და "ლინჩის წესით" გასამართლებას ითხოვს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, "ძალოვანი სტრუქტურის" ყოფილი თანამშრომელი, ასტამურ ჯოპუა, რომელიც 2003 წელს დაბადებული გოგონას გაუპატიურებაშია ეჭვმიტანალი, ამ დროისთვის მიმალვაშია. ადგილობრივი ხელმძღვანელობა თხოვს ყველას, რაიმე სახის ინფორმაციის შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებს შეატყობინონ. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაშია და ის სოხუმის საავადმყოფოში იმყოფება...

"აფსნი ლაიფი" წერს, რომ 12 ივნისს, დილის 4 საათზე, ასტამურ
ჯოპუა, "იაგუარის" მარკის ავტომობილით მივიდა გოგონას სახლში, გუმისთაში. არასრულწლოვანი სახლიდან იარაღის მუქარითა და ძალის გამოყენებით გამოიყვანა, შემდეგ ავტომანქანაში ჩაისვა და ეშერაში, ყოფილი სპორტბაზის მიმართულებით წაიყვანა... "გარშემო ტყის მასივია და დასახლება არ არის. მან გოგონა რამდენიმე გასროლით შეაშინა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა. ცემისგან გონება დაკარგულ გოგონაზე კი, ძალა გამოიყენა, რის შემდეგაც ისევ მანქანაში ჩასვა და სახლში მიიყვანა..."- წერს "აფსნი ლაიფი".

აფხაზური ინერნეტგამოცემის ინფორმაციით, - მომხდარის შესახებ, ადგილობრივ "სამართალდამცავებს" გოგონას დედამ უამბო, რომლის თქმითაც, - მათ სახლში მისული ჯოპუა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო...

1982 წელს დაბადებული ასტამურ ჯოპუა სოხუმში ცხოვრობდა და წლების განმავლობაში, ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა. მის წინააღმდეგ "სისხლის სამართლის საქმე", რამდენიმე მუხლით არის აღძრული, მათ შორის არის, არასრუწლოვნის გაუპატიურება და იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.

საქმე ის არის, რომ ასტამურ ჯოპუა, ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან სულ რამდენიმე დღის წინ, 8 ივნისს გაურკვეველი მიზეზით გაათავისუფლეს. ამის შესახებ, "სახელმწიფო დაცვის სამსახურის" უფროსმა ოთარ ბერზენიამ განაცხადა.
თუმცა, ასევე საინტერესოა აფხაზი იურისტისა და პროფესორის, ოპოზიციონერ ირინა აგრბას მიერ გავრცელებული ინფორმაციაც. აგრბა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს, რომ აღნიშნული პიროვნება რაულ ხაჯიმბას პირადი მძღოლია:
"პრეზიდენტის მძღოლმა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელმა გააუპატიურა არასრულწლოვანი გოგონა? დიახ, ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურ ბანკროტებთან, არამედ მორალურად მახინჯ ადამიანებთან გვაქვს საქმე. დამნაშავე იძებნება? მინისტრი თავის პოსტზეა? პრეზიდენტი დუმს? ხელისუფლება ეცემა და ეცემა, სამწუხაროდ, ერთად მივდივართ უფსკრულში", - წერს ოპოზიციონერი აგრბა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქმე ეხება პირად შურისძიებას და ეს ამბავი, სავარაუდოდ, გოგონას ოჯახის ერთ-ერთ წევრსა და მას შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირების გაგრძელებაა, თუმცა, ადგილობრივები ამ შემთხვევაში, არასრუწლოვანის გამოყენებას უკიდურესად მძიმე დანაშაულად მიიჩნევენ და დამნაშავის სახალხოდ "ქვებით ჩაქოლვას" ითხოვენ...

მათივე თქმით, რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოიკვეთა, მათ შორის, ის, თუ როგორ გამოიყვანა დილით 4 საათზე სახლიდან გოგონა მოძალადემ, ვინაიდან, მათი თქმით, არასრულწლოვანი გოგონა იმ დროს სახლში მარტო არ იქნებოდა და მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ჯაპუას ოჯახის წევრები გოგონას წაყვანის უფლებას არ მისცემდნენ...

"როგორ და რატომ გაუღეს უცნობ და შეიარაღებულ კაცს სახლის კარი?!.. ვინმეს სჯერა, რომ ახლა, ასეთ დროს აფხაზურ ოჯახში ერთი სანადირო თოფი მაინც არ ინახება?.. ვინმეს წარმოუდგენია შვილი ამ დროს უცხო, იარაღიან და მოძალადე კაცს გაატანოს და დაელოდოს, თავად როდის მოიყვანს მას უკან?.. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ყვებიან... თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯაპუა მაინც უნდა იპოვნონ და ჩვენ, ხალხს უნდა მოგვცენ მისი ქვებით ჩაქოლვის უფლება, რადგან ჩვენი კანონი მას შესაბამისად არ და ვერ დასჯის..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი კომენტარებში...

"დაიჭერენ, ცოტა ხნით ჩასვამენ და მალევე გამოუშვებენ... ისეთი მარკის მანქანა ჰყოლია, "უპატრონო" არ ჩანს... რამდენი გვინახავს ნარკოდანაშაულისა და სხვადასხვა სიმძიმის ბრალდებით დაკავებული და მალევე გამოშვებული?!.."

"საინტერესოა, რატომ არ ეძინა 14 წლის გოგონას დილის 4 საათზე და რატომ გაუღო კარი უცნობ ბიძიას?.. დამნაშავე ყველა შემთხვევაში დასასჯელია და მას გარშემომყოფები უნდა გაუსწორდნენ, თუ საერთოდ შერჩენიათ ღირსება... ეს მათთვისაც იქნება სირცხვილის ჩამორეცხვის საშუალება..."
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
16:02 / 22-06-2017
lol
1
გული მერევა კომენტარებზე , ყოჩაღ კომპლექსა კაცებოო, ბრავო
გამოეხმაურე / 0 /
13:48 / 22-06-2017
ვვვ
0
აბა, აბა, აფხაზეთის გარდა სხვაგან ჯერ არ მომხდარა ეგ
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ჩვენ, აფხაზეთში იცით როგორი უცნაური ცხოვრება გვაქვს? - სულ ვისვენებთ, იმიტომ, რომ საქმე არაფერია...
არსებული ინფორმაციით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, სწორედ რუსეთს აფარებს თავს...
ის აფხაზეთის მოსახლეობისთვის კარგად ცნობილი კრიმინალური დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა
"წინასაახალწლოდ, 10 წლის აფხაზი გოგონას წერილი წავიკითხე, - ის თოვლის ბაბუას ზეთს და მაკარონს სთხოვდა"
ლუკავას გათავისუფლების სანაცვლოდ, ცხინვალმა ქართულ მხარეს პატიმრების გათავისუფლება სთხოვა
2011 წლის მაისში, სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს, როცა შვილების საფლავების მოსავლელად იყო წასული
"სიკვდილიანობის მიზეზი ინტოქსიკაციის, ვირუსისა და წყლის დაბინძურების გარდა, ბრაკონიერებიც არიან..."
"მოიჯარეს, რომელმაც ადგილი 8 წლის წინ შეიძინა, არაფერი გაუკეთებია, მეტიც, იქაურობას აგურ-აგურ შლიან..."
"ნარკოტესტის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლებულია "შს სამინისტროს" 18 თანამშრომელი..."
სერგეი შამბა: "ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადოთ, ამაზე უარესი შედეგი, რაც ახლა გვაქვს, არ დადგება..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
15:05 / 19-01-2018  Image მარნეულში 12 წლის ბიჭი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა
22:31 / 19-01-2018  Image იტალიაში გრიპის ეპიდემიაა, რომლითაც უკვე 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა
8-დან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გრიპით დაავადებული 832 ათასი პაციენტი დარეგისტრირდა
13:45 / 19-01-2018  Image პანკისის ხეობაში ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ - რას ასახელებენ მიზეზად ადგილობრივები
"ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ეს ყველაფერი მის სახელთან არის კავშირში"
10:59 / 19-01-2018  Image არტურ კონან დოილის საყვარელი კალმების ბრენდი, რომლითაც მწერალმა არაერთი ნაწარმოები შექმნა
როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაში შევხვდი ისეთ საწერ-კალამს, რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს - მონათესავეა ჩემი სულისა
09:55 / 19-01-2018  Image ახალი დეტალები ყველაზე საზარელი ოჯახის შესახებ - მშობლები შვილებს აშიმშილებდნენ და ბანაობის უფლებას არ აძლევდნენ
"როდესაც პოლიცია მათ გადასარჩენად მივიდა, მსხვერპლთა უმეტესობამ არ იცოდა, რას ნიშნავდა პოლიციელი"

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49