კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:17 / 19-06-2017
ახალი დეტალები ოსორაულის საქმეში - ქართველი ტყვეს გაცვლას სამხედრო დამნაშავეში ითხოვენ?!
კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის მეგობრები ჩვენთან საუბარში ისევ გადაჭრით აცხადებენ, რომ სოსო ცოცხალია, თუმცა, მეამბოხეებმა მას კიდევ ერთხელ შეუცვალეს ადგილი. აი, რა უამბო AMBEBI.GE-ს ოსორაულის მეგობარმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გვთხოვა:

"მეამბოხეების საკმაოდ დიდი ნაწილი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებიდან წასული მებრძოლები, გაწვრთნილი და განათლებული სამხედროები არიან, რომლებიც ხელისუფლებას აუჯანყდნენ და არა ტერორისტები, თუმცა, მათ ჯგუფებში რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც შორს არის განათლებისგან... მათ თითქმის მუდმივი ურთიერთობა აქვთ აქ დარჩენილებთან.
ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სოსოს დაღუპვის შესახებ, თუნდაც მათგან გავიგებდით...
ბოლო ინფორმაციით, ის რუანდადან უგანდაში ჰყავთ გადაყვანილი. თუმცა, მას როგორც ტიპურ ტყვეს არ ექცევიან, ანუ არ ჰყავთ ბორკილებით და ორმოში, როგორც ამას სხვა ტყვეების შემთხვევაში აკეთებენ. ვიცით, რომ რუანდაში ყოფნისას, მას ბანაკში თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდა" - ამბობს სოსოს მეგობარი, რომლის თქმითაც, ადრეულ წლებში, ასეთ საკითხებს ამბოხებულები და ხელისუფლება ერთმანეთში აგვარებდნენ, თუმცა, ბოლო დროს, მათ მეთოდები შეცვალეს.

მისივე თქმით, კონგოში მუდმივად ომია და საბრძოლო მოქმედებები ხან ჩაწყნარდება, ხანაც გააქტიურდება. ახლა იქ ეს პროცესები გააქტიურებულია. ერთ-ერთი ვერსიით, "23 მარტის ამბოხებულები" ოსორაულის სანაცვლოდ თანხას ითხოვდნენ, შემდეგ მათი რამდენიმე თანამებრძოლის გათავისუფლებას, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ტყვედ ჰყავდა.

ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, გავრცელებული ვერსიით, აჯანყებულები ერთ-ერთი ლიდერის, გენერალი ბოსკო ნტაგანდას გათავისუფლებას ითხოვენ. გენერალი, ზედმეტსახელად "ტერმინატორი", 2013 წელს რუანდის დედაქალაქ კიგალში არსებულ ამერიკის საელჩოში საკუთარი ნებით მივიდა და ჩაბარდა. მის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე მძიმე დანაშაულის ბრალდებით, მათ შორის, აჯანყების, მასობრივი მკვლელობის, ასევე ქალებისა და ბავშვების გაუპატიურების მუხლით არის აღძრული, რომელიც მან აღმოსავლეთ კონგოში, 2002-2003 წლებში ჩაიდინა და მის საქმეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო უკვე რამდენიმე წელია განიხილავს.

დანაშაულებს თავად ნტაგანდა უარყოფს და ჰააგას სამართლიან სასამართლოსა და პატიმრობის მოხსნის თხოვნით მიმართავს, რადგან აცხადებს, რომ ეს ბრალდებები შეთითხნილია და ამის დამამტკიცებელი არგუმენტი არ არსებობს. თუმცა, გაეროს მონაცემებით, მისი დაჯგუფების წევრებმა 300 ათასამდე ადამიანი დახოცეს.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნტაგანდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და მის დაქვემდებარებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო დაჯგუფება იყო, რომლებმაც შემდეგ სწორედ "23 მარტის ამბოხებულთა" დაჯგუფებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
საქმე ის არის, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის მამა ადგილობრივ მოსახლეობას რეფორმებს, ეკონომიკის განვითარებას და ზოგადად, ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას პირდებოდა, რაც ვერ შეძლო. შედეგად, სამხედროები აჯანყდნენ და მათ მომხრეები მშვიდობიან მოსახლეობაშიც გამოუჩნდათ.

აფრიკაში მყოფი ქართველი სამხედრო ტყვეს მეგობრის თქმით, განსაკუთრებით დიდი დავა მოჰყვა ჩრდილოეთ კივუში მიწის დაკანონებას. ეს ადგილობრივებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან იქვე მდებარეობს ტბა კივუ, რომლის გარშემო დავა უკვე წლებია მიმდინარეობს - ტბის ფსკერი და მიმდებარე ტერიტორია მდიდარია წიაღისეულით... ამ ტერიტორიის დასაკუთრების მცდელობას ათასობით ადგილობრივი სისოცოცხლე შეეწირა და ამ ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა "ტერმინატორიც", რომელიც თუტსის ხალხთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო ომებში.

კითხვაზე, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც ამ მეამბოხეების ტყვეობიდან ვინმე გაეთავისუფლებინათ, ჩვენი რესპონდენტი პასუხობს, რომ ყოფილა. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს "წითელი ჯვარი", რომელსაც ძირითადად, სამშვიდობო მისია აქვს, თუმცა, ადგილობრივები არ ენდობიან გაერო-ს. "ადრე, რამდენიმე წლის წინაც იყო შემთხვევა, როდესაც მათ წითელი ჯვრის წარმომადგენლები აიყვანეს, ჯერ დააყაჩაღეს და შემდეგ ტყვედ წაიყვანეს. მათ გამოხსნას საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა გამოიხსნეს..." - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

იხილეთ ვიდეო

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
15:20 / 20-06-2017
ninos
0
ნინო ჯერ დეტალები უნდა გაარკვიო და მერე აწკაპუნო კლავიატურაზე.ეს ქართველი ვაჟკაცია რომელიც საქართველოს ყველა ომში იღებდა მონაწილეობას,რომელმაც 2008-ში ერთი და ორი კი არა ასობით ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.რომ არა ოსორაული ვინ იცის მაშინ რამდენ დედას არ დაუბრუნდებოდა შვილი,რამდენ ცოლს ქმარი და რამდენ ბავშვს მამა, რამდენ ქართველ ვაჟკაცს დაუბნელდებოდა მზე და რამდენი ტყვეობაში დაიტანჯებოდა. თუ გაქვს წარმოდგენა ნინო რას ქვია როცა საჰაერო სივრცეს მთლიანად მტერი აკონტროლებს და მფრინავი მაინც აწევს ჰაერში ბომბდამშენს და მტრის პოზიციებზე მიიტანს მომაკვდინებელ იერიშს.ეს მხოლოდ ერთი მაგალითია და თუ გაინტერესებს სხვებსაც მოიძიებ.და კიდევ რატოა გმირი და იმიტომ რომ ზოგიერთების ოჯახისწევრი მამაკაცები დამფრთხალი ვირთხებივით რომ აცეცებდნენ თვალებს როცა მტერი მოდიოდა და იმას ფიქრობდნენ საით გაქცეულიყვნენ რომ თავისი ლაჩრული სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდო,ოსორაულს მაშინ მტრის პოზიციებზე იერიშები მიჰქონდა.ან საერთოდ ვინ ხართ რა ჯიშისანი ხართ ასე ძაან რომ უფრთხილდებით იმ ერთ მილიონს რომელსაც ისედაც არ იხდის სახელმწიფო.
10:51 / 20-06-2017
ნინო
3
ეს კაცი რატოა გმირი ვინმემ განმანათლეთ ფლიზ?? არ ვიცი დეტალები
მსგავსი სიახლეები
გიორგი ოსორაული კონგოში მყოფ ქართველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისი ძმა ცოცხალია
აფრიკაში დატყვევებული მფრინავის ძმა ლევან იზორიასთან შეხვედრის დეტალებზეც საუბრობს
"სხვა ტყვეებზე, გავრცელდა ინფორმაცია, სოსოზე არაფერი ისმის..."
ქართულ მხარეს გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ეუბნება, რომ სოსო ოსორაული სავარაუდოდ, გარდაცვლილია
სოსო ოსორაულის გათავისუფლების საკითხი ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება...
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის ინფორმაციით
სამხედრო ბლოგერი დავით ნემსაძე ოსორაულის ექსკლუზიურ ფოტოებს აქვეყნებს
"კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი აპირებდა ამ თემაზე შეხვედრას ამბოხებულებთან"
"ოსურაული მოტეხილად გამოიყურება, მარჯვენა თვალთან იარაც აღენიშნება"
"მეამბოხეები მოთხოვნებს მუდმივად ცვლიან, ხან პოლიტიკური მოთხოვნები აქვთ, ხანაც მილიონ დოლარს ითხოვენ..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:45 / 12-12-2017  Image ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს
თინა ქარსელაძე 35 წლის იყო
22:57 / 12-12-2017  Image გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო
+VIDEO გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
22:02 / 12-12-2017  Image დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"
"შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს"
14:46 / 12-12-2017  Image "დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს 3-დღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49