ბრიუსელი "მარტოხელა მგლების" თავდასხმას გადაურჩა

ბრიუსელი "მარტოხელა მგლების" თავდასხმას გადაურჩა

ბრიუსელის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში აფეთქების მცდელობისთვის მამაკაცი გაანეიტრალეს. ქალაქის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა, რათა სავარაუდოდ, საფრთხეების აღეკვეთა.

ბრიუსელის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს თვითმკვლელის ქამარი ეკეთა და თვითმხილველთა განცხადებით, "ალაჰუ აკბარის" ძახილით, შეიჭრა რკინიგზის სადგურში. აფეთქების უშედეგო მცდელობის შემდეგ უსაფრთხოების ძალების წევრმა ადგილზევე მოკლა სავარაუდო თვითმკვლელი...

თვიმთხილველის თქმით, უცნობმა რაღაც დაიყვირა, სავარაუდოდ, არაბულ ენაზე, თუმცა, მათ ამის გარჩევა გაუჭირდათ.

"სადგურის ბაქანზე მთავარი კიბით ჩავდიოდი და ამ დროს დავინახე ადამიანი, რომელიც რაღაც სიტყვებს იძახდა და საეჭვოდ იქცეოდა. მაშინ მისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა, როგორც კი, კიბით ჩავედი, მაშინ გავიგონე მისი სიტყვები, - "ალაჰ აკბარ!" და ვიგრძენი როგორ მომეკვეთა შიშისგან მუხლები..." – იხსენებს ადგილობრივ გამოცემასთან საუბრისას სარკინიგზო კომპანიის თანამშრომელი, ვან ჰერევეგელი, რომლის თქმთაც, რომ არა უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული და ძალზედ სწრაფი ქმედება, ყველაფერი მძიმე შედეგით დასრულდებოდა...

მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისის ტერაქტის მცდელობას მსხვერპლი არ მოჰყოლია, პოლიციის ბრძანებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა და მოქალაქეებისა და ტურისტების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ზაფხულში ბრიუსელის ცენტრი ხალხმრავლობით გამოირჩევა, რომელიც 400-500 მეტრით დაშორებული ბრიუსელის რკინიგზის ცენტრალური სადგურისგან.

კონტრტერორისტული სამსახურის პროკურორმა ერიკ ვან დერ სიპტმა, მომხდარს ტერაქტს უწოდა... უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტების თქმით, სამშაბათის ინციდენტი პარიზში, მიუნხენში, ლონდონსა და ევროპის სხვა ქალაქებში განხორციელებულ თავდასხმებს ჰგავს. ასეთი ტერაქტების მცდელობის უკან ის რადიკალი ისლამისტები დგანან, ვისაც სპეციალური მომზადება არ გაუვლიათ და არც დიდ შეიარაღებასა და ასაფეთქებელ მოწყობილობებზე მიუწვდებათ ხელი. ამიტომ მათ ხშირად, "მარტოხელა მგლებსაც უწოდებენ". სხვადასხვა მიზეზების, უმეტესად კი, გამოუცდელობის გამო, - მათი მცდელობა, საბედნიეროდ, ხშირად, წარუმატებელია...

ბელგიის ხელისუფლებამ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მეორედ გამოცხაადა ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი საფეხური. პირველად, 22 მარტს, "ზავენტემის" აეროპორტსა და მეტროს სადგურ "მაალბეკის" ერთი საათის განმავლობაში, ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, რა დროსაც, 34 კაცი დაიღუპა და 3000-მდე ადამიანი დაიჭრა. მაშინ, ბრიუსელის თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, იერიშები მისმა მებრძოლებმა სპეციალური ასაფეთქებელი ქამრებით განახორციელეს.

მოგვიანებით, მათი ვინაობაც გაირკვა, - თვითმკვლელები ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ბაქრაუიები აღმოჩნდნენ, რომელთაც, პოლიციის ინფორმაციით, მათ კავშირი ჰქონდათ სალაჰ აბდესლამთან, რომელიიც პარიზში მომხდარი საზარელი თავდასხმების ერთ-ერთ ორგანიზატორი იყო.

მაშინ, ბელგიის პოლიციამ აბდესლამი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 18 მარტს, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, ბრიუსელის გარეუბან მოლენბეკში დააკავა. სროლის შედეგად დაჭრილი ორი ტერორისტიდან, ერთი სწორედ სალაჰ აბდესლამი იყო, 2015 წლის პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე