თუ თქვენი წინაპარი გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, გადახედეთ ამ სიას

თუ თქვენი წინაპარი გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, გადახედეთ ამ სიას

მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, განვაგრძობთ თემას, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრების შესახებ. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ყირიმსა და ქერჩში და კიდევ სხვა, რამდენიმე ქალაქში, სადაც ომის მონაწილეების თქმით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობდა, გრძელდება სამძებრო სამუშაოები. კომისიის წევრები და მოხალისეები, პერიოდულად პოულობენ დაღუპული, მეომრების ნეშთებს, მათ შორის არიან, ქართველი მეომრებიც...

ამჯერად, AMBEBI.GE-ს მკითხველს იმ ქართველი მეომრების გვარ-სახელებს ვაწვდით, რომლებიც გერმანულ ტყვეთა ბანაკებში აღმოჩნდნენ და რომლებიც ოჯახებს დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიაჩნდათ;

ქალაქი ორელი, 1941 წლის ოქტომბრის დასაწყისში გერმანელებამ აიღეს. მიუხედავად იმისა, რომ იქ მე-4 საბჭოთა ტანკსაწინააღდეგო არტილერია იყო მობილიზებული, გერმანელმა სამხედროებმა ქალაქი ორ დღეში, ფაქტობრივად, უბრძოლველად აიღეს, თუ არ ჩავთვლით, ქალაქის აეროპორტში საბჭოთა საჰაერო დესანტის მიერ განხორციელებულ მცდელობას, არ შემოეშვათ ისინი...

ასევე წაიკითხეთ: ყირიმში ნაპოვნია კიდევ 4 ქართველის ნეშტი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიკარგნენ

რამდენიმე თვეში, გერმანელებმა ქალაქის ციხე საკონცენტრაციო ბანაკად გადააქციეს. როგორც გერმანულ გაზეთ "რეჩში" გამოქვეყნებულ მემუარებში, ოფიცერი გეინც გუდერიანი იგონებს, - ბანაკში 80 ათასზე მეტი საბჭოთა ტყვე დაიღუპა. უფრო ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი ჰყავდათ სულ ბანაკში, არ არსებობს.

დაღუპულებიდან, ქალაქის არქივში, მხოლოდ 5 500 ადამიანის მონაცემი ინახება, მათ შორის, 35 საქართველოდან იყო.

ეს მონაცემები ბანაკის სამი ლაზარეთის არქივში ინახებოდა, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ძნელი იყო, რადგან მხოლოდ ტყვეს ნომერი და მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის თარიღი იყო მითითებული... როგორც ირკვევა, ტყვეებს არავითარი სამედიცინო დახმარება არ ეწეოდათ, ექთნები, მხოლოდ მათ მონაცემებს, - გვარ-სახელებს, დაბადების ადგილს, წელსა და რიცხვს იწერდნენ, ხშირ შემთხვევაში, შეცდომითაც...

ქალაქ ორელში, გერმანელების საკონცენტრაციო ბანაკში ნაპოვნი და წლების შემდეგ იდენტიფიცირებული ქართველი ტყვეების არასრული სია ასეთია:

დიმიტრი მარუსიშვილი, დაბადებული 1911 წელს, თბილისში, მარტყოფის ქუჩაზე. დაიღუპა 1942 წლის 23 იანვარს.

შალვა რამინის ძე კუკსაძე (კუხსაძე ან შესაძლოა გოგსაძეც), დაბადებული 1902 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ ლიხეთში. მეუღლე მიხაილის ასული. ოფიციალური მონაცემებით დაიკარგა 1942 წლის 7 მაისს. აღმოჩენილი ინფორმაციით, დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის 28 მაისს.

ამბროსი სემიონის ძე ლალიაშვილი (ან ლილიაშვილი), დაბადებული 1902 წელს, თერჯოლაში, მეუღლე დარიკო (ან ტასიკოს) დანიელის ასული. დაკარგულად ითვლება 1942 წლის 7 მაისიდან, დაიღუპა იმავე წლის 3 ივლისს.

წაიკითხეთ: ქართველი ქალის დაუჯერებელი ამბავი, რომელმაც ომში დაკარგული ბაბუა, 70 წლის შემდეგ AMBEBI.GE-ს საშუალებით იპოვა

დავით გიორგის ძე სიხარულიძე, დაბადებული 1922 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა განახლებაში. დაღუპულია ორელის საკონცენტრაციო ბანაკში, 1942 წლის 5 მაისს.

ასევე, ნაპოვნია კალუჟის ოლქში დაღუპული ქართველი მეომრების ნეშთი, რომლებიც აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.

აკაკი გუნია, ანტონის (ან ანთიმოზის) ძე, დაბადებული 1918 წელს, აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოში. მეუღლე ოლია... ოფიციალური ინფორმაციით, ის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა, უკვე ნაპოვნი მონაცემების თანახმად, - მიღებული ჭრილობების შედეგად, დაიღუპა 1942 წელს, თებერვალს, კალუჟის ოლქის, სოფელ ოლონიის მთებში (ეს არის ცენტრალური რუსეთის ნაწილი).

უორიტ (?!) კონსტანტინეს ძე ნიქობაძე, დაბადებული წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, რომელიც ასევე, მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა, 1942 წლის 4 მარტს, სოფელ ოლონიის მთებში.

P.S მათ ნეშტს, სამძებრო კომისია, ჭირისუფლის გამოჩენამდე, იმავე ქალაქებში გაკეთებულ, დროებით "ძმათა სასაფლაოზე" დაკრძალავს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე