კიევში უკრაინელი მაღალჩინოსანი ააფეთქეს

კიევში უკრაინელი მაღალჩინოსანი ააფეთქეს

უკრაინული ინტერნეტგამოცემების ინფორმაციით, კიევში მომხდარ აფეთქებისას დაიღუპა მაღალი რანგის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, მაქსიმ შაპოვალი, რომელიც სამხედრო დაზვერვის დირექტორატში მსახურებდა. უკრაინული მედიის თქმით, შაპოვალი სამხედრო დაზვერვის საგანგებო ძალებს მეთაურობდა.

პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, აფეთქება დღეს დილით, კიევთან ახლოს, სოლომენკის რაიონში მოხდა და ის იმდენად ძლიერი იყო, რომ პოლკოვნიკი შაპოვალი, სავარაუდოდ, ადგილზე დაიღუპა. მაქსიმ შაპოვალი, 1978 წელს დაიბადა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

უკრიანელი პოლკოვნიკი, შავი მერსედესის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რომელიც რომასია დმიტრიაზე იყო რეგისტრირებული და მასში 1,-1,2 კილოგრამი ტროტილი იყო ჩადებული.

ადგილობრივი ჟურნალისტის, იური ბუტუსოვის თქმით, ეს ყველაფერ ძალიან ჰგავს, პავლე შერემეტის მვკელობას რომელის საკუთარ მანქანაში აფეთქდა და ასევე, დონეცკის ოლქის კონტრადზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსანდრე ხარაბერიუშის მვკელობას, რომელიც მაროიპულში აფეთქდა. ბუტუსუვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა, უკრიანის სახელმწიფო მოსამსახურეებისა და მაღალი წოდების სამხედრო პირების მიმართ ფართომასშტაბიანი ტერორისტული ომი წამოიწყეს. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია, შაპოვალი რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნე ყოფილიყო...  

თავის დროზე, შაპოვალი დონეცკის აეროპორტის გათავისუფლებაში მონაწილე პირველი "კიბორგი" იყო. ასევე იყო, იმ პირველი ჯგუფის სპეცრაზმის მეთაური, ვინც 2014 წელს, დონეცკის აეროპორტის გათავისუფლებისას დაღუპუილ მეომრებისა და მოხალისეების ცხედრების გამოყვანაში მონაწილეობდა. ეს ძალიან სარისკო ოპერაცია იყო...

გარდა ამისა, რუსი სეპარატისტების წინააღდეგ, არაერთი ძალზე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია დაუგეგმავს და განუხორციელებია.

ბოლოს ის, თავდაცვის სასამინისტროს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა, თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ის წლების განმავლობაში აგროვებდა რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში გასაგზავნ მასალებს. შესაბამისად, სეპარატისტებში ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა, თუმცა, კონკრეტულად ვინც განახორციელა მისი აფეთქები, ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, მაქსიმ შაპოლოვი იცავდა ყოფილ რუს დეპუტატს დენის ვორონენკოვს, თუმცა, უკრაინელი ჟურნალისტები, მომხდარს მის მკვლელობასთან ჯერჯერობით ვერ აკავშირებენ.

აფეთქების მომენტში მანქანასთან ახლოს მყოფი გამვლელი დაშავდა და ის ჰოსპიტალიზებულია. უკრაინის პოლიცია მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას აძლევს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა და ადგილზე უკრაინის პოლიცია, მაშველები, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სპეციალისტები მუშაობენ.

მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ბრძოლა, რამდენჯერმე მოეწყო თავდასხმები კონფლიქტის ზონის მიღმაც. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ინციდენტი 2016 წლის ივლისში მოხდა კიევში, როცა ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა, ზემოთ ხსენებული, ჟურნალისტი პაველ შერემეტი. არც ისე დიდი ხნის წინ, 31 მარტს კი, უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში ასევე ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა პოლკოვნიკი ალექსანდრ ხარაბერიუში. ის იყო მაღალი რანგის ოფიციალური პირი დონეცკის ოლქში, უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში.

გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10 ათასზე მეტია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე