მარატ კულახმეტოვი ოკუპირებულ ცხინვალს „თანამედროვე სახელმწიფოდ“ ჩამოყალიბებაში დახმარებას ჰპირდება

მარატ კულახმეტოვი ოკუპირებულ ცხინვალს „თანამედროვე სახელმწიფოდ“ ჩამოყალიბებაში დახმარებას ჰპირდება

მარატ კულახმეტოვი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. ელჩის თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგა. მან დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ე.წ. რწმუნებათა სიგელები გადასცა.

კულახმეტოვი ბიბოლოვს დაპირდა, რომ ელჩის თანამდებობაზე მუშაობისას ე.წ. სამხრეთ ოსეთს ხელს შეუწყობს გახდეს „თანამედროვე სახელმწიფო“, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებას.

ვლადიმერ პუტინმა მარატ კულახმეტოვი ე.წ. ელჩად „სამხრეთ ოსეთში“ მაისში დანიშნა, რომლემაც ამ თანამდებობაზე ელბრუს კარგიევი შეცვალა.

2011 წელს ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. 2008 წელს კი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების სარდლის თანამდებობას იკავებდა.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე