თურქეთში Amnesty International-ის კიდევ ერთი ლიდერი დააკავეს

თურქეთში Amnesty International-ის კიდევ ერთი ლიდერი დააკავეს

თურქეთში, Amnesty International -ის ადგილობრივი დირექტორი

და მასთან ერთად 12 უფლებადამცველი დააკავეს. ადგილობრივი გამოცემა Milliyet-ის ინფორმაციით, უფლებადამცველები 5 ივლისს სტამბოლთან ახლოს, კუნძულ ბიუკადაზე, ერთ-ერთ სასტუმროში, "დიგიტალური უსაფრთხოებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის უორკშოპში" მონაწილეობისას დააკავეს.

ადგილობრივ პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება დაკავებებთან დაკავშირებით და არაფერია ცნობილი არც მომხდარის მიზეზზე. თუმცა, ადგილობრივი მედიის ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ერდოღანის "ყურადღების ცენტრში" იმიტომ მოხვდნენ, რომ უშიშროების ინფორმაციით, მათსა და ამერიკაში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს შორის კავშირია. ცნობილია, რომ ფეთჰულა გიულენს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობაში ადანაშაულებენ...

Amnesty International -ის გენერალური დირექტორი, სალილ შეტი საგანგებო განცხადებაში თურქეთის წამყვანი უფლებადამცველების დაკავებას გმობს და მათ "დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას" მოითხოვს. დაკავებულთა ადგილსამყოფელი უცნობია...

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თურქეთში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს - ზუსტად ერთი თვის წინ, თურქეთში არშემდგარი გადატრიალების ბრალდებით Amnesty International-ის თურქეთის განყოფილების იმდროინდელი ხელმძღვანელი ტანერ კილიჩი დააკავეს. საერთაშორისო ორგანაზაციის ოფისმა თურქეთს მაშინაც კატეგორიულად მოუწოდა დაკავებული გაეთავისუფლებინა, თუმცა, ის დღემდე პატიმრობაში რჩება.

მაშინ ტანერ კილიჩთან ერთად, 22 იურისტი დააკავეს... ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს კილიჩის სახლი, რის შემდეგაც აღნიშნეს, რომ მის პერსონალურ კომპიუტერში არსებულ "მესინჯერში", ფეთჰულა გიულენის მიმდევრებთან მიმოწერის ტექსტები ინახებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერდოღანს აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ გულისწყრომის მიზეზი თანდათან დაუგროვდა, - შარშან მაისში, Amnesty International - მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც იმ ქვეყნების ჩამონათვალი იყო, სადაც უფლებამადამცველებს ღიად ებრძვიან; მათ შორის მოწინავე ადგილი თურქეთს ეკავა.

იგივე ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში უფლებადამცველების მიმართ ზეწოლა გაძლიერდა და სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში, თურქეთში, ბაჰრეინში, მექსიკასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, ამ სფეროს 250-ზე მეტი წარმომადგენელი მოკლეს. ამას გარდა, 281 ადამიანი სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დასაცავი მშვიდობიანი აქციების ორგანიზებისა და ჩატარების გამო მოკლეს.

ამ ჩამონათვალში ისევ მოხვდა თურქეთი, რომელიც საერთაშორისო ორგნაზიციის ინფორმაციით, ვერც იმ ქვეყნების ჩამონათვალს ასცდა, სადაც უფლებადამცველებს განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის მუდმივად ებრძვიან.

Amnesty International -ის ინფორმაციით, ამ მხრივ ასევე უმძიმესი მდგომარეობაა რუსეთსა და მექსიკაში.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე