აფხაზეთი "თეთრი სიკვდილის" პირისპირ

აფხაზეთი "თეთრი სიკვდილის" პირისპირ

ნარკომანია - ბოლო დროის აფხაზეთის უმძიმესი თემაა, რომლის მოგვარების გზები ადგილობრივმა ე.წ. ხელმძღვანელობამ ვერ იპოვა. არსებული ინფორმაციით, ნარკობიზნესს აფხაზეთში სომხური ლობი ჰყავს, თუმცა, როგორც აფხაზები ამბობენ, ისინი ამას ხელმძღვანელობისა და რუსული ხელშეწყობის გარეშე ვერ განახორციელებდნენ. ადგილობრივების თქმით, საქმე ის არის, რომ თავად აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობაში ძალიან ბევრი ნარკომომხმარებელია, ამიტომაც ნარკოტესტის ჩატარება მათ სახუმაროდაც არ ჰყოფნით...

ამასობაში კი, ლამის ყოველდღიურად მატულობს ნარკოტიკების მოხმარებით, ე.წ. თეთრი სიკვდილით გარდაცვლილთა რაოდენობა, ისევე, როგორც ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი. ამ და სხვა მიზეზების გამო, ვითარების მოგვარების გზებზე საუბარი სასულიერო პირებმა დაიწყეს. აფხაზური საზოგადოებისთვის, ინტერნეტში მიმართვას ავრცელებს "არქიმანდრიტი" დოროთეი დბარი სათაურით, - "რა მოვუხერხოთ ნარკომანიას".

"7 ივლისს, ახალი ათონის საშუალო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა შეკრება ნარკოპრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც ქალაქის ადმინისტრაციის წევრებიც მონაწილეობდნენ... მხოლოდ ჩვენს ქალაქში 200-მდე ნარკომანია, რაც კატასტროფული რიცხვია..." - ამბობს დოროთეი დბარი, რომლის თქმითაც, ახალგაზრდებთან ქრისტიანობის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ "პერედოზორივკით" სიკვდილი თვითმკვლელობის ტოლფასია და მიუტევებელ ცოდვად მიიჩნევა, თუმცა, ეს მოხმარებელთა რაოდენობას ვერ ამცირებს...

რაც შეეხება ნარკომანიასთან ბრძოლას, - მისივე თქმით, ამ სენზე გამარჯვება ვერც ერთმა სახელმწიფომ და საზოგადობრივმა გაერთიანებამ ვერ შეძლო, მათ შორის განვითარებულმა ქვეყნებმაც კი. "მაგრამ ჩვენ ახლა ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე ვდგავართ, - ან გადავრჩებით, ან ვერა..." - წერს სასულიერო პირი, რომელიც აფხაზურ "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილების შეტანას და ნარკოვაჭრებისთვის მუდმივი პატიმრობის მისჯას ითხოვს.

"რამდენიმე კვირის წინ, ზეთისხილის ბაღის მოვლისას, ახალი ათონის მონასტერთან ახლოს, რამდენიმე ე.წ. მონიშვნა აღმოვაჩინე, ჩვენს ქვეყანაში ყველამ იცის ეს რასაც ნიშნავს... იქვე ადამიანებიც რომ შემემჩნია, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა დამერეკა მილიციაში, ისე, როგორც უნდა მოიქცეს ჩვეულებრივი მოქალაქე ნორმალურ სახელმწიფოში. ვინც ასე არ იქცევა, ის ნარკომომხმარებელი ახალგაზრდების სიკვდილში უშუალო თანამონაწილეა, მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმაა...

საზოგადოებისგან ყოველგვარი მცდელობა მუდმივად უშედეგო იქნება, თუ ნარკომოვაჭრეები ძველებურად შეძლებენ სამართალდამცავ ორგანოებთან "მოლაპარაკებას" და მათ არათუ დასჯიან, "წართმეულ" "პროდუქციასაც" უკან დაუბრუნებენ... მე ვთავაზობ ხელმძღვანელობას და საზოგადოებასაც, ნარკოდამოკიდებულებისთვის დავაფუძნოთ რეაბილიტაციის ცენტრი. ამაზე ახალი ათონის სკოლაში შეკრების დროსაც ვისაუბრე და ამისთვის წმინდა იოანეს ტაძარი შევთავაზე... ეს ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა და სანამ გვიან არ არის, საიდანღაც უნდა დავიწყოთ..." - ამბობს დოროთეი დბარი.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ ძალიან მწვავე პრობლემაზე არაფერს ამბობს, ე.წ. ინტელიგენცია, რომელიც თითქოს ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს. მეტიც, "დეპუტატების" გარკვეული ნაწილი ნარკომომხმარებელია და არსებობს ეჭვი, რომ ისინი რეალიზაციასაც უწყობენ ხელს.

"ყოველდღიურად ვისმენთ მოზარდი გოგონებისა და ბიჭების ისტორიებს, თუ როგორ აღმოჩდნენ ამ ჯოჯოხეთში და ვუყურებთ... ყველას ვითომ ყურმოკვრით გვსმენია, რომ სოხუმელი სომხები ამით დიდ ფულს აკეთებენ, მაგრამ ამის შესახებ არცერთი გამოძიება არ ყოფილა, ამ თემით არც ჟურნალისტები დაინტერესებულან... ჩვენს მილიციას მისთვის ჩვეული ცრუ ოპერაციაც კი არ ჩაუტარებია, აი ისეთი, დამნაშავეებს რომ ვითომ მისდევენ, ისინი კი, თითქმის ყოველთვის "უსხლტებიან", ან უფრო დრამატული ვითარებებიც გვახსოვს, - როდესაც ნარკომოვაჭრეებმა მძევლად აიყვანეს მილიციის თანამშრომელი და მის გასათავისუფლებლად მილიციას თანხას სთხოვდნენ..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

მათივე თქმით, ადგილობრივ ახალგაზრდებს ე.წ. კანაფი სახლში მოჰყავთ, თუმცა, რეგიონში განვითარებულია ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია. აფხაზების თქმით, თაობის "თეთრი სიკვდილის დრო ჩართულია და ათვლა დაწყებული"...

ფოტო: Sputnik Абхазия

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე