აფხაზეთში რუსი ტურისტები მძევლად აიყვანეს, ერთი კი მოკლეს - დანაშაულის დეტალები

აფხაზეთში რუსი ტურისტები მძევლად აიყვანეს, ერთი კი მოკლეს - დანაშაულის დეტალები

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო Apsny LIFE-ს ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ყაჩაღებმა ტურისტები დააყაჩაღეს და ბავშვები მძევლად აიყვანეს, რა დროსაც, ერთი პირი მოკლეს.

 

ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონში მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მოგვიანებით, Apsny LIFE-ს ე.წ. ძალოვანმა უწყებებმა მომხდარი დაუდასტურეს.

თავდასხმა მოსკოვიდან ჩამოსულ ტურისტებზე, კემპინგის რაიონში მოხდა.

ორი ოჯახი, ანატოლი და ნატალია კაბანოვები, ასევე ნატალია და ნიკოლია ჩეჟიკოვი სამ მცირეწლოვანთან ერთად, აფხაზეთში დასასვენებლად მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. აჩანდარის მოსახვევთან, მათთან ორი, ავტომატითა და დანით შეირაღებული ნიღბიანი მივიდა და ფული მოსთხოვა. ტურისტებიდან ერთ-ერთმა, ასაკით უფროსმა, ნიკოლაი ჩეჟიკოვმა თქვა, რომ ფულის მოსატანად მიდიოდა, რა დროსაც მან "მილიციაში" დარეკვა მოასწრო...

ანატოლი კაბანოვმა, რომელიც ყაჩაღებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი, მათთვის წინააღმდეგობის გაწევა დააპირა, რა დროსაც ის დანით დაჭრეს. მიღებული ჭრილობებით იგი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ყაჩაღებმა კაბანოვისა და ჩეჟიკოვის მეუღლეები ბავშვებთან ერთად გაიტაცეს. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ე.წ. აფხაზურმა სპეცრაზმმა მათი გათავისუფლება მოახერხა.

"აი, ამიტომ ჩავარდა ტურიზმი აფხაზეთში... ამ ვითარებაში ვინ და რატომ უნდა ჩამოვიდეს, ისედაც "ველურ მაიმუნებს" გვეძახიან... ეს არის კოშმარი. საკუთარ ქვეყანას ამაზე ცუდს ვერავითარი მტერი ვერ გაუკეთებს... რას ვაკეთებთ, როდის გაიღვიძებს ერი. კიდევ რაღა უნდა მოხდეს?!" - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ერთ-ერთი ვერსიით, ბოროტმოქმედები მძევლების გათავისუფლების შემდეგ მიიმალნენ. Apsny LIFE-ს ინფორმაციით, ე.წ. მილიცია ამ დროისთვის გუდაუთის რაიონში ტყეში, ზღვასა და ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო ღინისძიებებს აწარმოებს.

აფხაზურ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან Apsny LIFE-მა ეს ინფორმაცია გასულ წლის შემოდგომაზეც გაავრცელა, თუმცა, მაშინ ინფორმაცია არ დადასტურდა.

კიდევ ერთი ვერსიით, ეს ყველაფერი, ე.წ. შს მინისტრის ასლან კობახიას წინააღმდეგ აგორებული თემაა.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია - ეს ყველაფერი აფხაზეთში ბოლო დროს წამოწეული სომხების თემის გადაფარვასა და ყურადღების სხვა თემაზე გადატანას ემსახურება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე