"მალოროსია" უკრაინის წიაღში

"მალოროსია" უკრაინის წიაღში

უკრიანელი სეპარატისტების მიერ წლების წინ წამოყენებული და მალევე დავიწყებული იდეა, - კიევის კონტროლიდან დროებით გამოსული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე "ნოვოროსიის" შექმნის შესახებ, სეპარატისტებმა ახლებური ინტერპრეტაციით, "მალოროსიით" შეცვალეს.

ინერნეტგამოცემა, "დეპო.უა-ს" ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას საქართველოში განხორციელებული აფხაზეთის სცენარით აშანტაჟებს. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მოსკოვი ცდილობს, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებით, ნაცადი მეთოდები გაიმეოროს...

"სამი წელია მთელი მსოფლიო არ სჯის რუსეთს თავის ქმედებების გამო, არამედ, პირიქით, ის მოტივირებულია... რუსეთი ცდილობს უკრაინაში აფხაზეთის სცენარის გამეორებას... ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ბედნიერია, ვფიქრობ, იქ ჰუმანიტარული კატასტროფაა"- აღნიშნა პოროშენკომ.

თავის მხრივ, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ მალოროსიის საკონსტიტუციო აქტი და პოლიტიკური დეკლარაცია გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ყოფილი უკრაინის რეგიონების წარმომადგენლები, ყირიმის გამოკლებით, ახალ სახელმწიფოს აფუძნებენ, რომელიც უკრაინის მემკვიდრე იქნება.

"რადიო თავისუფლების" თქმით, დონბასელი სეპარატისტების ამ ნაბიჯს "რუსეთის აგრესიული გეგმების მორიგი დადასტურება" უწოდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა, რომელმაც "მალოროსია 17-ს" კრემლის უფრო ადრინდელი "ნოვოროსია 14"-ის ბედი უწინასწარმეტყველა.

მკვდრადშობილი უწოდა "მალოროსიის" იდეას პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც დონეცკელ სეპარატისტთა ლიდერების ამ განცხადებას თბილისიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად აღადგენს სუვერენიტეტს დონბასსა და ყირიმში.

უკრაინელი ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ "მალოროსიის" პროექტის გამოსაცხადებლად დონეცკელ სეპარატისტებს 18 ივლისი შემთხვევით არ შეურჩევიათ - ეს თარიღი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში სახელმწიფო ვიზიტსაც დაამთხვიეს.

"გარდა ამისა, ეს უფრო მეტად უკავშირდება სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მინსკის შეხვედრას, სადაც, დონბასის კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების გზებს ეძებენ. რაც შეეხება თავად სახელწოდებას და პროექტ "მალოროსიას", რომელიც მე-19 საუკუნის უკრაინის სახელწოდებიდან მოდის, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შესაძლოა, სეპარატისტებს გაუჩნდათ გარკვეული უნდობლობა მოსკოვისადმი და მოსკოვისგან დისტანცირება" სურთ, აცხადებს, რადიო თავისუფლების" უკრაინული სამსახურის მიმომხილველი როსტისლავ ხოტინი.

"მალოროსიის" სახელმწიფოს გამოცხადებიდან მალევე არაღიარებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ამ პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

ლუგანსკის სეპარატისტული ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის, ვლადიმირ დეგტიარენკოს თქმით, მასთან ეს საკითხი არ შეუთანხმებიათ და არც მათ წარმომადგენლებს მიუღიათ მონაწილეობა დონეცკში გამართულ იმ შეხვედრაში, რომელზეც ახალი სახელმწიფოს დაფუძნება გამოცხადდა.

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო აცხადებს, რომ ახლა იმ "ქვეყნებში" გარდამავალი პერიოდია.  "მალორისიის" ჩამოყალიბება, შესაძლოა, დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში გაგრძელდეს... თვითაღიარებულ რესპულიკაში აცხადებენ, რომ უკრაინამ სამოქალაქო ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო და თავად მოახდინა მისი სახელის დისკრეტიდაცია. ე.წ. კონსტიტუციის თანახმად, "მალოროსია" ფედერაციული სახელმწიფო უნდა გახდეს, რომლის წევრებსაც წინასწარ განსაზღვრული ფართო ადმინისტრაციული უფლებები ექნებათ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე