მოუგო თუ არა ტრამპს პუტინმა სირიაში?!

მოუგო თუ არა ტრამპს პუტინმა სირიაში?!

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს პროგრამა, რომელიც სირიელ მეამბოხე ჯგუფებს წვრთნიდა და იარაღით ამარაგებდა, შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ერთი თვის წინ, მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების მდივანს, მაკმასტერსა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორს მაიკ პომპეოს შეხვდა. თუმცა, თეთრი სახლის სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა ოთხშაბათის ბრიფინგზე უარი თქვა ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი გაეკეთებინა...

აღნიშნული ინიციატივა ძალაში 2013 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით შევიდა, რომელიც მიზნად ისახავდა ზომიერი მიმართულების სირიელი მეამბოხეების დახმარებას პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან ბრძოლაში. ამავდროულად, ამ ზომით გათვალისწინებული იყო, რომ ზეწოლა მოხდებოდა სირიის მთავრობაზე, მოლაპარაკებები დაეწყო სამოქალაქო ომის დასასრულებლად.

ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რუსულმა მედიამ უკვე დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ პუტინმა ტრამპს სირიაში ომი მოუგო. მათი თქმით, ამერიკულმა გაზეთმა Washington Post-მა თავის წყაროზე დაყრდნობით მოამზადა სტატია, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპმა შეაჩერა ცენტრალური დაზვერვის პროგრამა, რომლის საშუალებითა და სირიელი ამბოხებულების გამოყენებით, ის ბაშარ ასადის რეჟიმს ებრძოდა. "ასეთი გადაწყვეტილების მიზანია, ვლადიმერ პუტინს მისცეს სიგნალი, რომ ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ნამდვილად უნდა.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, - "საიდუმლო პროგრამების ეტაპობრივი შეჩერების შემდეგ, ტრამპი აპირებს რუსეთთან სათანამშრომლო გზების მოძიებას. არადა, რუსეთმა ანტიასადური პროგრამების განხორციელება საკუთარ ინტერესებზე თავდასხმად მიიჩნია..."

საქმე ის არის, რომ ამ პროგრამის შეჩერება სირიაში ბაშარ ასადის პოზიციებს ამყარებს. რამდენიმე ხნის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ პარიზი სირიის ხელისუფლების შიდა საკითხებში არ ჩაერევა. მისგან განსხვავებით, იგივეს არ აკეთებს ამერიკა და თურქეთი.

რუსული მედიის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა ამ გადაწყვეტილებას "პუტინის გამარჯვება უწოდა", ამერიკელ ექსპერტთა ნაწილი ამ სიახლეს დადებითად შეხვდა... საქმე ის არის, რომ ტრამპი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ ამ დაჯგუფებებს მხარი უნდა დაუჭირონ.

"ერთი-ერთი ინტერვიუს დროს, როდესაც ამერიკელ მილიარდერს ჰკითხეს, რუსეთი ბომბავს იმათ, ვისაც ვაშინგტონი მხარს უჭერს, ტრამპმა უპასუხა, - საიდან იცით, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ?!. ჩვენ არც კი ვიცნობთ იმ ადამიანებს... მე ვესაუბრე გენერლებს და მათ მითხრეს, რომ შესაძლოა ისინი ასადზე უარესები არიან, მაგრამ ასადი უდანაშაულო და კარგი ტიპი ნამდვილად არ არის.. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ ეს ისტორია ძალიან ჰგავს ლიბიისას, ახლა კი ამერიკა შეცდომას იმეორებს,"- წერს რუსული პრესა.

ამერიკელი ანალიტიკოსების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ სირიასთან დაკავშირებით ტრამპმა სწორი პოლიტიკა აირჩია და ეს ერთგვარი გამარჯვებაა ამერიკისთვისაც. მათივე თქმით, ამერიკას უკვე აღარ აქვს ასადის რეჟიმზე ზეწოლის მექანიზმი.. თავი დროზე, ობამაც აპირებდა ამის გაკეთებას, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა... ასე რომ, ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ბედნიერი იქნება თუ ასადი შეძლებს და დაეშს დარჩენილ ტერიტორიებსაც წაართმევს", - წერს ახლო აღმოსავლეთის ცენტრის მკვლევარი ჯოშუა ლანდისი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ წარსულის პოლიტიკიდან გააკეთა დასკვნა, რომ რეჟიმის დასამხობად ძალის გამოყენებით სასურველ დემოკრატიას ვერ მიაღწევს.

თუმცა, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი, ამერიკანისტი ალექსანდრ დომრინი მიიჩნევს, რომ საეჭვოა, ეს ტრამპს გამოუვიდეს, რადგან მას მუდმივად აკონტროლებენ ჰილარი კლინტონი და კონგრესის წევრები. ეს "მოთამაშეები" აკონტროლებენ სპეცსამსახურებსაც და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსაც.

"ასე რომ, არ მგონია, ტრამპს ეს ნაბიჯი გამოუვიდეს, რადგან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამომრჩეველი მას იმ სიტყვებს გაუხსენებს, რის გამოც ის აირჩიეს. ხოლო ტრამპი ამერიკულმა საზოგადოებამ აირჩია და არა "რუსმა ჰაკერებმა"... ცნობისთვის, გასულ თვეში ჩვენ ვნახეთ, მისი ბრძანებით განხორციელებული "ტომაჰავკების" იერიში სირიაში, ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე... ახლა კი ტრამპი ცდილობს, ლავირება გააკეთოს და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სხვები გამოიყენოს", - წერს დომრინი.

ამერიკელ ექსპერტთა სხვა ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთია ტრამპის განცხადებები, თუმცა რეალობა სხვა საკითხია და ამერიკულ პოლიტიკაში, მათ შორის საგარეო კუთხით, კარდინალურ ცვლილებებს არავინ უნდა ელოდოს. 

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე