აფხაზეთში "რუსოფობია" მძვინვარებს?!.

აფხაზეთში "რუსოფობია" მძვინვარებს?!.

აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის გამოთქმული პროტესტის კვალდაკვალ, იქაური რუსების უკმაყოფილებაც გაიზარდა. რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ, მხარეები რუსებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირებაზე პირველად ალაპარაკდნენ. კერძოდ, რუსი ჟურნალასტის, მირონ გრიგოროვის თქმით, აფხაზეთში მცხოვრები რუსები ამბობენ, რომ "დავიწყებული და უუფლებოები" არიან.

რუსი ჟურნალისტი დეტალურად ჰყვება ბოლო წლებში განვითარებულ პროცესებზე და იმ დანაშაულებრივ ფაქტებზე, რაც რუსებმა 90-იან წლებში ჩაიდინეს...

"ადგილობრივები ხშირად უწოდებენ აფხაზეთს "სულიერების ქვეყანას", თუმცა, ეთნიკური რუსების მიმართ არც ისეთ სულიერებას და ძმობას იჩენენ. ეს ეხება როგორც რუს ტურისტებს, ასევე ადგილობრივ რუს მოსახლეობას, რომელიც იქ რამდენიმე ასეული წელია ცხოვრობს... ბოლოს, გუდაუთაში თავს დაესხნენ რუსებს და ერთ-ერთი მათგანი მოკლეს, სხვებს კი, უბრალოდ, გაუმართლათ. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ველურები თავს ესხმიან, იტაცებენ დ აყაჩაღებენ ჩვენს თანამოქალაქეებს. რაც შეეხება ადგილობრივ რუსებს, ისინი იქ სრულიად უუფლებონი არიან...", -  წერს რუსი ჟურნალისტი.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დღემდე მოუგვარებელი "ბინების საკითხიც", თუმცა, მანამდე ის აფხაზეთში ეთნიკური რუსების სტატისტიკას აქვეყნებს. "მეგობრული ხალხის სტატისტიკა ასეთია: - 1959 წელს აფხაზეთში, - 21 % რუსი ცხორობდა, 1970 წელს, - 19 %, 1979 წელს, 16 %, 1989-ში 14 %, 2003 წელს  10 %, 2011 წელს კი ისინი 11 %-ს შეადგენდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შესაძლოა, ჩვენი დიასპორა იქ საერთოდ აღარ დარჩეს. ეს ყველაფერი არამეგობრული ხელისუფლებების დამსახურებაა..."- წერს ის. ჟურნალისტის თქმით, აფხაზები იქ XIX საუკუნის დასაწყისიდან ცხოვრობენ და სამართლებრივად, ისინი ძირძველ მოსახლეებად ითვლებიან.

"ჩვენი ხალხი იქ რუსეთის იმპერატორმა ჩაასახლა, შემდეგ კი, საბჭოთა კავშირმა მოუსწრო, რა დროსაც, აფხაზებში უკვე გამოიკვეთა რუსოფობიის ელემენტები. არადა, რუსებმა აფხაზეთის დამოუკიდებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, 90-იანი წლების ომის დროს, ბევრმა იარაღიც კი აიღო ხელში და აფხაზების მხარეს იბრძოდა, რათა ქართული ფორმირებების უკანონო ქმედებები აღეკვეთათ. რესპუბლიკაში შემოიყვანეს სლავი მოხალისეები რუსეთის ფედერაციიდანაც, კონკრეტულად, კაზაკური გაერთიანებები.

90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, ძალიან მწვავედ დადგა ბინების საკითხი, რომელმაც მხოლოდ მოსკოველები კი არა, აფხაზებიც გააფუჭა. ომის დროს ისინი ქართველების სახლების მიტაცებას ერთმანეთს ასწრებდნენ და მათ სახლებს აწერდნენ, - "დაკავებულია". თუმცა, მას შემდეგ, როდესაც ქათველების სახლები აღარ დარჩა, - წასული ბერძნების, შემდეგ კი რუსების ქონებას დაერივნენ...

საომარი მოქმედებების დროს, ალმოდებული რეგიონებიდან რუსეთში გაქცეულების უძრავი ქონება მიითვისეს და ისინი უკან არც დაბრუნებულან... იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ცოტა ხნით უწევდათ წასვლა, ახლობლებთან ან სულაც სამკურნალოდ, უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ, ეუბნებოდნენ, უკვე სხვები ჩასახლდნენო და მოკვლით ემუქრებოდნენ, - "წადი შენს რუსეთშიო..."

ის პერიოდი ყველაზე მტკივნეული იყო მოხუცებისთვის. აფხაზებისა და სომხებისგან განსხვავებით, ისინი იმ ომის ქარცეცხლში დაუცველები აღმოჩნდნენ, მხოლოდ საკუთარი თავისა და რუსეთის იმედად იყვნენ... იყო შემთხვევები, როდესაც ისინი პირდაპირ ქუჩაში მოუსვრიათ და არავითარი სასამართლო ან სხვა ინსტანცია არ არსებობდა. მეტიც, ისეთი ადამიანები გამოასახლეს, ვინც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა და "აფხაზეთის გმირობა" მიანიჭეს. ეტყობა, შემდეგ აფხაზებმა იფიქრეს, რომ რუსები მეტად აღარ სჭირდებოდათ და რუსეთი უბრალოდ ვალდებულია, ყველაფერი უფასოდ მისცეს...

ერთი სიტყვით, მაშინ ძალიან ბევრი სამუდამოდ წავიდა რუსეთის ფედერაციაში. იქ დარჩენილ აფხაზებს კი რუსული პენსიები დაენიშნათ, იღებენ სოციალურ დახმარებას და ხელფასებს ბიუჯეტიდან. ამ მცირე კავკასიელი ხალხისთვის რუსეთი "მეწველ ძროხად" იქცა." - წერს რუსი ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, მოსკოვმა თავის ხარჯებით დაიწყო გზების მშენებლობა, შენობების აღდგენა და ძმურ რესპუბლიკას, ჰუმანიტარული დახმარების უწევდნენ, რომელიც ეთნიკურ რუსებთან ვერც კი აღწევდა... მისივე თქმით, ადგილობრივებმა ძალიან სწრაფად დაკარგეს მუშაობის სურვილი და ტურიზმის გარდა, რესპუბლკაში არაფერი ვითარდება.

სტატიის ავტორის თქმით, აფხაზეთის ერთმა ნაწილმა, რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში, რუსი ხალხის მტრად შერაცხა, რადგან როდესაც რუსი ჟურნალისტები მას იქ არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, რუსების მიმართ დამოკიდებულებაზე ეკითხებოდნენ, ის გაკვირვებულ სახეს იღებდა, - რას ამბობთ, სტუმართმოყვარე აფხაზები ამას როგორ იკადრებენო... "მისი თქმით, ახლა შეუძლებელია განაცალკევო ეთნიკური რუსი და რუსეთის მოქალაქეები, რადგან თითქმის მთელი აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეა. თუმცა, როდესაც მას იქ არსებულ პრობლემლებზე ეკითხებოდნენ, ის პასუხობდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულად გრძნობს ეროვნულობას და "აფხაზური ნაციონალიზმი გარდაუვალია".

არადა, საბერძნეთმა, 1993 წელს თავისი დიასპორა სასწრაფოდ გაყვანა აფხაზეთიდან. ისრაელმა კი, საჭიროების დროს, ებრაელებს ვერტმფრენები და გემები გაუგზავნა. ჩვენი ელჩები კი მიიჩნევენ, რომ არაფერი ხდება..."- წერს გრიგოროვი.

მისივე თქმით, ადგილობრივი რუსები ირწმუნებიან, რომ მათი "ელჩი" ამ გაქანებული რუსოფობიის ფონზე, მათზე არც ფიქრობს... მეტიც, ის თავად აირს ნომერ პირველი რუსოფობი და ადგილობრივი კრიმინალითაც კარგად ითბობს ხელს. რუსი ჟურნალისტი წერს, რომ იქ მოქმედი ბიზნესმენი გორ ვალოვი არაერთხელ სცემეს, მის წინააღმდეგ "აღიძრა არაერთი სისხლის სამართლის საქმე" და ბოლოს აიძულეს აფხაზეთი თავის ბინზესთან ერთად დაეტოვებინა... ერთი პერიოდი, მისთვის რეპუტაცია რომ შეელახათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გეია და მასთან თანამშრომლობა ყველამ გაწყვიტა... ასეთი შემთხვევები აფხაზეთში ბევრია...

"რუსული დიასპორა, რომლის ინიციატივითაც დაიწყო რუსეთის პასპორტების გაცემა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის უამრავი რამ გააკეთა, უმძიმეს ვითარებაშია, მათი აქტივისტი რეპრესიებში მოაყოლეს და აიძულეს საცხოვრებელი დაეტოვებინათ. აფხაზებისთვის ჩივილს აზრი არ აქვს. ყველა სტრუქტურას ისინი ხელმძღვანელობენ და თავიანთი მოძმეების წინააღმდეგ არ წავლენ... ქსენოფობია მხოლოდ რუსებს კი არა, სომხებსაც ეხებათ, აფხაზები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მათგანაც ისეთივე საფრთხე ემუქრებათ, როგორც ეს იყო თავი დროზე, ქართველებისგან",- წერს რუსი ჟურნალისტი, რომელიც თურქეთიდან მომავალ საფთხეებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ანკარა ცდილობს, აფხაზეთის "შიდა საქმეებში" ჩაერიოს.

შემდეგ ის ისევ რუსი ტურისტების მიმართ დამოკიდებულებას უბრუნდება და 2014 წელს მომხდარს იხსენებს, როდესაც იქ ჩასული ბაშკირეთის ერთ-ერთი ქალაქის მერის ქალიშვილი, 19 წლის გოგონა, ლილია ისლამოვა ადგილობრივებმა გასასეირნებლად დაპატიჟეს. მას შემდეგ მისი კვალი გაქრა... მისივე თქმით, ეს არის "ქვეყანა", რომელსაც რუსი ჯარისკაცი იცავს, რუსეთი აძლევს ფულს განვითარებისთვის, თუმცა, მათ პატივს მაინც არ სცემენ... "კავკასიელი ძმები რუსეთის ძალას ვერ გრძნობენ... ამაში დამნაშავე აფხაზები არ არიან, რადგან ისინი ისეთი დარჩნენ, როგორც ათასი წლის წლის იყვნენ...", - წერს ის.

რუსებსა და აფხაზებს შორის დაპისპირება რომ ახალი არ არის, ეს ორივე მხარემ კარგად იცის. ახლა ეს საკითხი ღია განხილვის საგანი გახდა, რაც შემთხვევითი არ არის, - აფხაზები ეჭვობენ, რომ რუსეთის მასობრივი საინფორმაციო მანქანა ისე არ ამუშავდებოდა - მათი ვარაუდით, "მეგობარ სახელმწიფოს" რაღაც აქვს ჩაფიქრებული...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

პუტინი ახალი თაობის უნიკალურ რუსულ იარაღზე - "ჩვენ შევძლებთ სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი პარტნიორები"