კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:33 / 25-07-2017
იპოვე შენი წინაპარი: მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების გვარები, რომელთა ნეშტი ნაპოვნია
მეორე მსოფლიოს ომის დროს დაკარგული ქართველი მეომრების თემა AMBEBI.GE-ს მკითხველისთვის აქტუალობას არ კარგავს. შესაბამისად, განვაგრძობთ სხვადასხვა ადგილებიდან მოწოდებული ინფორმაციის, სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნი და იდენტიფიცერებული ქართველების გვარ-სახელების გამოქვეყნებას...

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც დაკარგული წინაპრის შესახებ ცნობილი გახდა, არაერთი ადგილობრივი აპირებს მისი ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებას... როგორც ქერჩიდან გვატყობინებენ, მეომრების ოჯახის წევრებს დოკუმენტაციის საკითხების მოგვარებაში ადგილობრივი იურისტი დაეხმარება...

ბოლო ინფორმაციით, საძიებო სამუშაოების დროს ნაპოვნი ქართველების სია ასე გამოიყურება:

(მკითხველს აქვე განვუმარტავთ, რომ რუსულად აღრიცხულ სიებში, გვარ-სახელებსა და დაბადების ადგილებში, შესაძლოა, შეცდომები იყოს)

ფედია იასონის ძე ხმიადაშვილი - დაბადებული 1924 წელსა ხაშურში. მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს 1942 წლის 11 ნოემბერს. 1943 წლის 26 ოქტომბერს, ფრონტის ხაზზე მიღებული ჭრილობების მორჩენის შემდეგ, გამოწერეს. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ორჯერ, 1943 და 1944 წლებში. მოგვიანებით, ასევე, 1944 წელს, მიღებული აქვს წითელი ვარსკვლავის ორდენი. იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, სადაც შეიარაღების სარდლის მოადგილე და წოდებით უმცროსი სერჟანტი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 1944 წლიდან უგზო-უკვლოდ ითვლებოდა...

ვიქტორ გიორგის ძე ზარიძე - დაბადებული 1916 წელს, თიანეთში, სოფელ ღულელებში. მეუღლე ოლღა დავითის ასული... დაიკარგა, 1942 წელს, ფინეთში, სადაც ტყვედ ჩავარდა, თუმცა, შემდეგ, ტყვეთა ბანაკში, 14 გერმანელ ჯარისკაცზე გადაცვალეს... გარკვეული დროის შემდეგ, მისი კვალი ისევ იკარგება...

ვიქტორ ნიკოლოზის ძე გელაშვილი - დაბადებული 1904 წელს, ჭიათურაში. მეუღლე სონია სერგეის ასული. დაკრძალულია ქერჩში, აჯიმუშკაიში, 1943 წლის 20 თებერვალს, პარტიზანების სასაფლაო #20-ში.

მიხეილ ბესარიონის ძე კლდიაშვილი, დაბადებული 1903 წელს. მეუღლე ოლღა თემურის ასული... გაწვეულია ქუთაისის სამხედრო კომისარიატიდან. ბოლო მონაცემებით, ცხოვრობდა ბათუმში, საბჭოს ქ,
#2-ში. დაიღუპა ანაპაში, მშვიდობის პარკთან...

ნიკოლოზ სარდიონის ძე სინაურიძე
- დაბადებული 1922 წელს, წყალტუბოს რაიონში. მსახურობდა ჩელიაბინსკის ნაწილში, ეტკულსკის რაიონში. დაკარგულად მიიჩნეოდა, 1941 წლიდან, ლვოვის ბრძოლებში მონაწილეობის შემდეგ...

ვასილ თედოს ძე გეგეჭკორი - დაბადებული 1900 წელს გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი) რაიონის, სოფელ ინჩხურში. დაიღუპა 1942 წელს, კალინინის მხარეში, მოლოდოტუდსკის რაიონში, სოფელ აჟევოში...

ვახტანგ გრიგორის ძე დიდებაშვილი - დაბადებული 1921 წელს დუშეთის რაიონში. დედა ნეია (ნელი) გრიგორის ასული. პრიკარპატის სამხედროს სარდლობის უფროსი ლეიტენანტი. დაიღუპა 1943 წლის 31 დეკემბერს, ვინიცკის მხარეში, კანილინის რაიონი, სოფელ ახალ გრებლიაში...

ვახტანგ ნიკოლოზის ძე კუკოაშვილი
(შესაძლოა, ოქრუაშვილი) - დაბადებული ქარელის რაიონში, 1922 წელს. დედა ვარვარა დავითის ასული... წოდებით კაპრალი, დაიღუპა კრასნოდარის მხარეში, კრიმსკის რაიონიდან აღმოსავლეთით მიმდინარე ბრძოლებში...

ილია გიორგის ძე ჩიფჩიური, დაბადებული 1921 წელს, ქ. თბილისში. მეუღლე თამარ გიორგის ას. წიქორიძე. მსახურობდა ლიტვაში, ალიტუსკის მაზრის სამხედრო ნაწილში, სამხედრო ფელდშერის სტატუსით. დაიღუპა მოვალეობის შესრულებისას, 1944 წლის 26 ივლისს.


ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
13:50 / 05-09-2017
ნინო მჭედლიშვილი
0
იქნებ დამეხმაროთ, მიხეილ ივანეს ძე მჭედლიშვილი დაბ. ქ. საგარეჯოში ომის დაწყებამდე ცოტა ხანი კ. მარჯანიშვილთან მუშაობდა მხატვრად (როგორც მსმენია).
12:57 / 05-09-2017
Tamar peikrishvili
0
Vedzeb babuas giorgi ivanes-dze peikrishvils signagis raioni sopeli Nukriani dabadebis weli ar vici
მსგავსი სიახლეები
დაჭრილი საშა სიცოცხლეს რომ ეთხოვებოდა, ყურში მეგრულად მკაფიოდ ჩაესმა თურმე - წიე, საშა რექო?
ნეშტთან ერთად ნაპოვნია ნაწერი, რომელმაც წლებს გაუძლო, მასზე მეომრის მისამართი და მეუღლის სახელი წერია...
"როდესაც ქართველ კაცს ქერჩში ნაპოვნი ნეშტის მონაცემები ვუთხარი, - გიჟივით იყვირა, - ეს პაპაჩემიაო!.."
"ყველა ოჯახს, რომელსაც ვინმე დაკარგული ჰყავს ფრონტზე, ეს ჯარისკაცი თავისი მიცვალებული ეგონოს..."
გადახედეთ ამ გვარ-სახელებს, შესაძლოა, მათ შორის თქვენი ოჯახის წევრები იპოვოთ...
25 წლის ლაშა ქაჯაიას ძებნას ლაშას უფროსი ძმა, გია ქაჯაია ისევ აგრძელებს
იხილეთ მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების სია
მიხეილ კედიას მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტებით სიკვდილს გადაარჩინეს არაქართული წარმოშობის  ებრაელებიც
"დაგვეხმარეთ მათ შთამომავლობასთან ან ნათესავებთან დაკავშირებაში..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:05 / 17-10-2017  Image მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა
მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა
15:06 / 17-10-2017  Image "რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო
"რეკორდულად ცოტა დროში, რეკორდულად მაღალ რეიტინგიანი ნიჭიერი დაიდო"
15:05 / 17-10-2017  Image ზემო ლარსზე დააკავეს ქალი, რომელიც დაქორწინების შემდეგ ქმრებს სირიაში გზავნიდა - ФСБ
"პროფესიონალმა ქვრივმა" გადაწყვიტა ჯიჰადი საკუთარი ცხოვრების მიზნად ექცია"
11:50 / 17-10-2017  Image სილქნეტის სპეციალური შეთავაზება ახალი აბონენტებისთვის!
ახალი მომხმარებლები ორი თვის განმავლობაში უფასო სერვისებით ისარგებლებენ
16:47 / 17-10-2017  Image "სპარში" შეძენილ შოკოლადში მატლები აღმოჩნდა - Momxmarebeli.ge
საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში შეძენილ პროდუქციაზე
პოპულარული კომენტარები
მე მაინტერესებს, რატომ იყო ქ-ნი ლიკა მარტო? რატომ დატოვა თუ მიატოვა ერთადერთმა შვილმა დედა, რომელმაც ზღვა სიყვარული დაიმსახურა ხალხში.. დედა, რომელიც იყო დეპრესიისკენ მიდრეკილი, რომელსაც სჭირდებოდა ყველაზე მეტად ის, რომ თავისი შვილი და შვილიშვილი ყოფილიყო მის გვერდით.. არ დამიწყოთ არავინ, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ა.შ. ყველა შვილი ვალდებულია, რომ განსაკუთრებით სიბერეში იყოს თავისი მშობლის გვერდით, მოუაროს და იზრუნოს მათზე.. სკაიპით მზრუნველობა არ მესმის მე.. პირველ რიგში შვილია დამნაშავე, რომ ეს ღვთაებრივი სილამაზე იმქვეყნად წავიდა.. შვილმა ვერ დააფასა და სხვას რა უნდა მოვსთხოვოთ..
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49