კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:10 / 01-08-2017
"ჩვენი ხალხი თავის დაცვით დაიღალა და დანებებას აპირებს" - რა ელის აფხაზეთს?
მძიმე სოციალურ და კრიმინოგენულ ფონზე, აფხაზეთში შიდა დაპირისპირებამ იმძლავრა, - რეგიონში არსებობს რამდენიმე ათეული პოლიტიკური პარტია და გუნდი და ახლა თითქმის ყველა ერთმანეთს დაუპირისპირდა. საქმე ის არის, რომ "საგარეო კურსში" აფხაზეთიც თანდათან ბაძავს ცხინვალის რეგიონს, სადაც პოლიტიკური პარტიები მოსახლეობის გულის მოსაგებად, რუსეთთან უფრო მეტი დაახლოებისკენ ისწრაფიან...

რამდენიმეწლიანი უხმო ჭიდილის შემდეგ, - აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში, რუსულ-აფხაზური ერთობლივი, საკოორდინაციო ცენტრის "რატიფიკაცია" მოხდა, რომლის ფარგლებშიც, აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა ორგანოებში მნიშვნელოვანი რეფორმა ჩატარდა და ეს შეთანხმება აფხაზეთს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის სჭირდება. აფხაზეთში უკვე საუბრობენ, რომ რუსეთმა სადავეების მოჭერას მიჰყო ხელი.

აფხაზი ბლოგერებისა და პოლიტოლოგების თქმით, საინტერესოა, რას მოიმოქმედებს აფხაზეთი, თუ რუსეთი შეეცდება შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებები სრულად გააკონტროლოს. "ვხედავთ, რომ ეს გარდაუვალია და რა შეგვიძლია ჩვენ ამის საპირწონედ?!" - წერენ აფხაზები, რომელთა თქმითაც, რუსეთმა ბოლო დროს აფხაზეთში მომხდარი ყველა დანაშაულებრივი ქმედება თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

თავის დროზე ითქვა, რომ უამრავი საეჭვო გარემოება იყო გუდაუთაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. "ოფიციალური" ვერსიით, რუს ტურისტებს თავს ყაჩაღობის მიზნით დაესხნენ. აფხაზეთში "ეჭვმიტანილების" გვარის გავრცელებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელებში აფხაზები წერდნენ, რომ "დანაშაულში ეჭვმიტანილ" ძმებ ჯინჯოლიებს ხელი შეაწმინდეს. აფხაზების თქმით, დეტალები გაირკვა და ყაჩაღობა არც ყოფილა - რუსი ტურისტები და აფხაზი ძმები ერთმანეთთთან ახლოს თევზაობდნენ. ადგილობრივებმა ისინი "ჭიქა დასალევზე" დაპატიჟეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ანდრეი კაბანოვი დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა...

ამის შემდეგ რუსეთი თავისი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობაზე ალაპარაკდა და ამ განზრახვას ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. რაულ ხაჯიმბა, რომელიც ოპოზიციაში ყოფნისას აფხაზეთის მიმართ რუსეთის დამოკიდებულებას აპროტესტებდა, ახლა რუსეთის მითითებებს პირნათლად ასრულებს.

ოსების არ იყოს, რუსეთთან ახლო დამოკიდებულების ხაზგასმას ცდილობს აფხაზეთში დაბრუნებული ექსპრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბიც, რომელიც რეგიონში ყოველთვის პროაფხაზური კურსის გამტარებელი პოლიტიკოსი იყო. ახლა კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგ შენიშვნების გამოთქმის შემდეგ, სახელისუფლებო დეპუტატებთან ერთად, საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნას მაინც მხარი დაუჭირა.

ერთადერთი, ვინც ცენტრის შექმნას არ ეთანხმება, პარტია "აინარია". მათ ამის წინააღმდეგ სოხუმში აქციის გამართვაც სცადეს, მაგრამ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის ალმას ჯოპუას ოჯახურმა სკანდალმა პარტიას აფხაზურ საზოგადოებაში იმიჯი შეულახა და მიუხედავად იმისა, რომ არასრუწლოვნის გაუპატიურებაში "ეჭვმიტანილი" ჯოპუას ძმამ პარტია დატოვა, "აინარიამ" რეგიონში ავტორიტეტი დაკარგა...

თავის მხრივ, არც აფხაზური სამოქალაქო საზოგადოება აქტიურობს. ბლოგერების თქმით, ისინი საკუთარ პრობლემებში არიან ჩაძირულნი და დაიღალნენ. აფხაზური საზოგადოება ძალიან დანაწევრებული და დასუსტებულია, რასაც უპრობლემოდ ახერხებს რუსული პროპაგანდა, ტელევიზიები და ინტერნეტგამოცემები.

"ასე მგონია, ჩვენი ხალხი თავის დაცვით დაიღალა და დანებებას აპირებს, ეს კი ჩვენს მამაც ხალხს არ ჩვევია... გათითოკაცებული ვართ, ვერ ჩამოვყალიბდით, საკუთარ საზრუნავზე გადავერთეთ; რას მოვიმკით ასე? " - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში და დასძენენ, რომ სიტუაციას ამძიმებს რთული ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც ყოველდღიურად მძიმდება, - აფხაზეთის ე.წ. შს სტატისტიკიდან ჩანს, რომ უმძიმესი კრიმინოგენული ვითარების კვალდაკვალ სეზონი ჩავარდა.

ამ ფონზე რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება
დაუგვიანა, ყველა ადგილობრივ უწყებაში, რომელსაც ხელფასებს რუსეთი ურიცხავს, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მიმართ უსიტყვო მორჩილება გამოხატეს. ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა, გამოსავალი ეპოვნა და დაფინანსების საკუთარი წყაროები მოიძია, რუსეთი აუჩქარებლად ელოდა, რის გაკეთებას შეძლებდა ხაჯიმბა საკუთარი ძალებით, შემდეგ კი სოხუმში ცენტრის დაფუძნების მიზნით საკუთარი კადრები მიავლინა. მალევე გაირკვა, რომ ადრე ნათქვამი 400-მდე ადგილობრივი კადრი საჭირო არ იყო და საქმეს 20-მდე ადამიანიც გაუძღვება...

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

13:30 / 27-09-2017
ზაზა
0
სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის მდივნის მიხაილ სუსლოვის მოხსენებიდან – 1961 წელი


დღეს თუ არა ხვალ, ქართველები დაიწყებენ ბრძოლას კომუნიზმის წინააღმდეგ, დამოუკიდებლობისთვის. ქართველებთან ბრძოლა უნდა დაიწყო აფხაზეთიდან. სამეგრელოს და სვანეთს ავტონომია უნდა მიანიჭო. მათში სათითაოდ უნდა აღძრა ნაციონალისტური გრძნობები. ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ ქართველები აფხაზეთში ჩასახლებულები არიან. დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთს უნდა დავუპირისპიროთ. ამის შემდეგ შევასრულოთ შუამავლის როლი.




სუსლოვი, მიხაილ ანდრეის ძე – 1902-1982

სსრკ
13:25 / 22-09-2017
gela
0
ყველა მას იმკის რაც უთესია, რაც აქვს ამ ქვეყნად ნამოქმედარი.
მსგავსი სიახლეები
"თუ რუსეთი ულტიმატუმის ენით საუბარს არ შეწყვეტს, ხელშეკრულებას გავაუქმებთ და სხვა პარტნიორს მოვნახავთ..."
ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს
ბარცბა, მთელ აფხაზეთში გავლენიანი ე.წ. ავტორიტეტია და მთელი რეგიონის გაკონტროლება "სურს"
სიას დევნილთა სამინისტრო აქვეყნებს
”ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენი "კატალონია" გვაქვს, რომელთანაც კიდევ მოგვიწევს ბევრი რამის გარკვევა"
”ეკიპაჟმა კატაპულტირება ვერ მოასწრო და დაიღუპა”
"ქალები, რომლებიც "იბრძოდნენ", მაგრამ "არ ჩანდნენ..."
"ახალი პროგრამის მიხედვით, მეოთხე კლასიდან მოსწავლეებმა აფხაზური ენაც უნდა ჩააბარონ..."
"1992-1993 წლებში, ქართულ-აფხაზური ომის დროს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები აფხაზურ კულტურულ ძეგლებს ანადგურებდნენ..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:24 / 21-10-2017  Image "დაგალეწავ თავზე"- "ლიბერალის" რედაქტორს საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
+VIDEO| "ლიბერალის" ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას, ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა
18:30 / 21-10-2017  Image საპატარძლო კაბით არჩევნებზე - წყვილი ხმის მისაცემად ჯვრისწერის შემდეგ მივიდა
ოზურგეთის რაგბის ნაკრების წევრი, ხვიჩა თოლოდავა მეუღლესთან ერთად
10:53 / 21-10-2017  Image ირაკლი ალასანია და პატარა თინათინი - ნათია ფანჯიკიძე 1 წლის შვილიშვილის ფოტოებს პირველად აქვეყნებს
ფოტოებზე პატარა თინათინი ოჯახის წევრებთან, მათ შორის ბაბუასთან ერთადაა ასახული
14:09 / 21-10-2017  Image რა ანაზღაურება აქვთ მერიაში დასაქმებულ მეთუნექე-მეეზოვეს, ფანჯრის მწმენდავს და მუშას
ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება ფანჯრის მწმენდავს აქვს
09:10 / 20-10-2017  Image "კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდებათ, შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს
რა როლს ასრულებს დაავადების წარმოშობაში გენეტიკა
პოპულარული კომენტარები
საქართველოს გარდა სუყველას დედა... არავინაა საქართველოს მეგობარი!!!!!! ამაში დარწმუნებულები იყავით ამერიკა-ევროპის მოლაქუცენი. აქ ვინც პოსტავთ ირონიით რუსეთზე, ჯერ საკუთარ გამოხეულ ნიფხვებს შეხედეთ და მერე იღადავეთ რუსეთზე. სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედო და ისე ისე იაზროვნოთ. ჩვენ რომ ვიყოთ რუსეთისა და პუტინის ადგიზე, დარწმუნებული ვარ , სულს ამოვხდიდით აფხაზებს, ოსებს, სომხებს, თურქებს და ასე შემდეგ , ბევრ ვინმმეს. არ თქვათ ახლა ამას არ ვიზამთო. ეს ახლა ვამბობთ ას იმიტომ, რომ ამჟა მად ჩვენ ვართ გაღლეტილ-გატლეკილი, "გთითოკაცებული, საშოვარს გამოკიდებული ერი", სადაც ფულისა და ფუფუნების გამო დაივიწყეს ყოველივე ადამიანური და როგორ გამართლდა საბჭოთა ლოზუნგი: კაპიტალისტურ სამყაროში ადამიანი ადამიანისათვის მგელია. არ დამიწყოთ ახლა შვედეთი და ნორვეგია, ფინეთი და ბელგია და ა.შ. ეს სა-ქარ-თვე-ლო-ა!!!!
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49