კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:33 / 13-08-2017
"ვაშინგტონი უკვე ვეღარ "დაუკვეთავს მუსიკას"
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მისამართით კიდევ ერთი გაფრთხილება გაახმოვანა. მისი თქმით, თუ ფხენიანი ამერიკის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს წამოიწყებს, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები პასუხის გასაცემად სრულ მზადყოფნაშია. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ იმედოვნებს, კიმ ჩენ უნი სხვა გზას გამოძებნის.

პრეზიდენტის გაფრთხილება ჩინეთის სახელმწიფო გაზეთში გამოქვეყნებული სარედაქციო წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გარცელდა, რომელშიც პეკინს რეკომენდაცია მისცა, რომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე პირველი მოახდენს თავდასხმას და ამერიკისგან საპასუხო
დარტყმას მიიღებს.

თუმცა, იმავე წერილში ნათქვამია, რომ ჩინეთი ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე სამხრეთ კორეა, სამხედრო თანამშრომლობით, ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ უნის რეჟიმის დამხობას შეეცდებიან...

ამერიკის პრეზიდენტის გამაფრთიხლებელ განცხადებას რუსეთიც გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგი ლავროვის თქმით, ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო კონფლიქტის განვითარების რისკი თანდათან იზრდება. მისივე განცხადებით, რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს ამ პროცესებს და ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაუშვას ოქ ქვეყანას შორის სამხედრო მოქმდებები, რაც ძალიან დიდ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას vesti.ru  ავრცელებს.

ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას ლავროვმა ამ პროცესებში ამერიკის როლზეც ისაუბრა. მან ჯეიმს მეტისის სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ძალიან დიდ ადამიანურ დანაკარგზე ისაუბრა. მისი თქმით, რისკები ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ასეთი რიტორიკის ფონზე.

"ორივე მხრიდან პირდაპირ ისმის სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა, რაც ძალიან ართულებს ვითარებას... თავის მხრივ, ფხენიანიც იქმურება და ამბობს, რომ გუამში, ამერიკის სამხედრო ბაზაზე იერიშს მიიტანს... ასეთი განცხადებების ფონზე, რომელიმე მხარემგონივრული გამოსავალი უნდა იპოვოს..." - განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, ამერიკა ისევ და ისევ ცდილობს, თავისი პოლიტიკური ხაზის გატარებას – ის ცდილობს, "დაუკვეთოს მუსიკა" ყველასთვის, თუმცა, ვაშინგტონს ეს უკვე აღარ შეუძლია."

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კონსტრუქციულები ვიყოთ, თუმცა, სხვები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად აამღვრიონ წყალი, რათა შემდეგ თევზიც დაიჭირონ. იმედია, ეს ამჯერად არ გამოუვათ"- აცხადებს ლავროვი, რომლის თქმითაც ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარეკებები რთულია, რადგან ისინი პოზიციებს მუდმივად ამერიკის ინტერესების გათვალისწინებით აფასებენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ამერიკასთან სანქციების ომი, ლავროვი პასუხობს, რომ ამის გამოცნობა რთულია, მაგრამ "ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ის ხვალ და ზეგ არ დასრულდება. თუმცა, ამის გამო, ჩვენ ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმას არ ვაპირებთ, მოლაპარაკებებისთვის კი ყოველთვის მზად ვართ..."- ამბობს ლავროვი,

რუსეთის მხრიდან ვითომ მედიატორულ, თუმცა "შემპარავად მხარდამჭერ" პოზიციაზე საუბრობს დასავლური პრესა. მათი თქმით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის პარტნიორად მოიაზრება, მიუხედავად იმისა, რომ მედიატორის როლს ირგებს. ასეთი ქმედებებით, რუსეთი ცდილობს სიტუაცია გამოიყენოს, გონივრულად იმოქმედოს და საიმედო საერთაშორისო მოთამაშის სტატუსი დაიბრუნოს.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE


13:20 / 17-08-2017
ლევანი
5
ისე დაუკვეთავს, მზე იქნება მაღლა.
12:08 / 15-08-2017
goreli2
10
კატუშაჯან,სანამ სხვა ქვეყნის რუქებს მონდომებით ათვალიერებ,ხომ არ ჯობდა საქართველოს რუქისთვის დაგეხედა? თუმცა თქვენთვის ხომ მთავარი ამერიკის მიერ საქართველოს შექება-წაქეზებაა,დანარჩენი წყალსაც წაუღია....;
მსგავსი სიახლეები
ტერორისტების შოკი მარცხის შემდეგ თუ სტრატეგიული პაუზა?
"ცენტრალური აზიის მოქალაქეებისგან შექმნილი ჯგუფი, მითითებებს ISIS  -ისგან იღებდა..."
"მინდა ჩემი ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდეს, რუსეთი გახდეს უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული..."
სოციალური ქსელების მომხმარებლები კნიაზევათი აღფრთოვანებულები არიან
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს მკაცრი განაჩენი გამოუტანა
"სექტემბრის მონაცემებით, სირიისა და ერაყის საბრძოლო მოქმედებების ზონაში, 500-მდე ბავშვი იმყოფებოდა..."
"ჩატაევს თბილისში დაბრუნება რუსეთის კურატორთა ბრძანებით შეეძლო..."
"შესაძლოა, ამ სისტემების შეძენამ თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს..."
გადაწყვეტილება დიქტატურაში საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების შედეგად დამძიმებული მდგომარეობის დასაძლევად მიიღეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:45 / 12-12-2017  Image ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს
თინა ქარსელაძე 35 წლის იყო
22:57 / 12-12-2017  Image გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო
+VIDEO გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
22:02 / 12-12-2017  Image დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"
"შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს"
14:46 / 12-12-2017  Image "დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს 3-დღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49