"ვაშინგტონი უკვე ვეღარ "დაუკვეთავს მუსიკას"

"ვაშინგტონი უკვე ვეღარ "დაუკვეთავს მუსიკას"

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მისამართით კიდევ ერთი გაფრთხილება გაახმოვანა. მისი თქმით, თუ ფხენიანი ამერიკის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს წამოიწყებს, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები პასუხის გასაცემად სრულ მზადყოფნაშია. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ იმედოვნებს, კიმ ჩენ უნი სხვა გზას გამოძებნის.

პრეზიდენტის გაფრთხილება ჩინეთის სახელმწიფო გაზეთში გამოქვეყნებული სარედაქციო წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გარცელდა, რომელშიც პეკინს რეკომენდაცია მისცა, რომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე პირველი მოახდენს თავდასხმას და ამერიკისგან საპასუხო დარტყმას მიიღებს.

თუმცა, იმავე წერილში ნათქვამია, რომ ჩინეთი ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე სამხრეთ კორეა, სამხედრო თანამშრომლობით, ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ უნის რეჟიმის დამხობას შეეცდებიან...

ამერიკის პრეზიდენტის გამაფრთიხლებელ განცხადებას რუსეთიც გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგი ლავროვის თქმით, ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო კონფლიქტის განვითარების რისკი თანდათან იზრდება. მისივე განცხადებით, რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს ამ პროცესებს და ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაუშვას ოქ ქვეყანას შორის სამხედრო მოქმდებები, რაც ძალიან დიდ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას vesti.ru  ავრცელებს.

ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას ლავროვმა ამ პროცესებში ამერიკის როლზეც ისაუბრა. მან ჯეიმს მეტისის სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ძალიან დიდ ადამიანურ დანაკარგზე ისაუბრა. მისი თქმით, რისკები ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ასეთი რიტორიკის ფონზე.

"ორივე მხრიდან პირდაპირ ისმის სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა, რაც ძალიან ართულებს ვითარებას... თავის მხრივ, ფხენიანიც იქმურება და ამბობს, რომ გუამში, ამერიკის სამხედრო ბაზაზე იერიშს მიიტანს... ასეთი განცხადებების ფონზე, რომელიმე მხარემგონივრული გამოსავალი უნდა იპოვოს..." - განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, ამერიკა ისევ და ისევ ცდილობს, თავისი პოლიტიკური ხაზის გატარებას – ის ცდილობს, "დაუკვეთოს მუსიკა" ყველასთვის, თუმცა, ვაშინგტონს ეს უკვე აღარ შეუძლია."

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კონსტრუქციულები ვიყოთ, თუმცა, სხვები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად აამღვრიონ წყალი, რათა შემდეგ თევზიც დაიჭირონ. იმედია, ეს ამჯერად არ გამოუვათ"- აცხადებს ლავროვი, რომლის თქმითაც ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარეკებები რთულია, რადგან ისინი პოზიციებს მუდმივად ამერიკის ინტერესების გათვალისწინებით აფასებენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ამერიკასთან სანქციების ომი, ლავროვი პასუხობს, რომ ამის გამოცნობა რთულია, მაგრამ "ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ის ხვალ და ზეგ არ დასრულდება. თუმცა, ამის გამო, ჩვენ ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმას არ ვაპირებთ, მოლაპარაკებებისთვის კი ყოველთვის მზად ვართ..."- ამბობს ლავროვი,

რუსეთის მხრიდან ვითომ მედიატორულ, თუმცა "შემპარავად მხარდამჭერ" პოზიციაზე საუბრობს დასავლური პრესა. მათი თქმით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის პარტნიორად მოიაზრება, მიუხედავად იმისა, რომ მედიატორის როლს ირგებს. ასეთი ქმედებებით, რუსეთი ცდილობს სიტუაცია გამოიყენოს, გონივრულად იმოქმედოს და საიმედო საერთაშორისო მოთამაშის სტატუსი დაიბრუნოს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე