ავღანეთში სამხედროთა რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია - რისთვის ემზადება ტრამპი

ავღანეთში სამხედროთა რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია - რისთვის ემზადება ტრამპი

ამერიკაში ავღანეთთან დკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია, - პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, ავღანეთის 16-წლიანი ომის თემა, სახელმწიფო უშიშროების სფეროში თავის მრჩევლებთან შეხვედრისას განიხილეს...

დასავლური მედია, ტრამპის მიერ მის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს, რომ ტრამპის შეხვედრა მრჩეველებთან შედგა მერილენდში. საუბრის თემა კი, სამხრეთ აზიაში აშშ-ის ინტერესების ხელშეწყობის ახალი სტრატეგია იყო. პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადების თანახმად, ამის თაობაზე უფრო კონკრეტულ ინფრომაციას პრეზიდენტი შესაფერ დროს გააკეთებს.

წინასწარ არ არის გაკრვეული, კონკრეტულად რა გადაწყვეტილებაზეა ლაპარაკი, რადგან ტრამპის გუნდში, ავღანეთში სამხედროთა რაოდენობის გაზრდის შესახებ ერთიანი პოზიცია არ არსებობდა. თუმცა, არსებობს წინაპირობები, რომ ეს ასეც გადაწყდება, - სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველი, ეიჩ არ მაკმასტერი, ასევე თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მატისი და სხვა სამხედრო ლიდერები მიიჩნევენ, რომ სამხედროების ახლანდელი რაოდენობა, რომელიც 8400-ია, 3000-3500-ით უნდა გაიზარდოს.

ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგებიც ჰყავს, - უკვე გადამდგარი სახელმწიფო მრჩევლის, სტივ ბენონის ხელმძღვანელობით, "ანტიგლობალისტების" ჯგუფი ავღანეთიდან ამერიკის ჯარის გაყვანის მომხრეა. ბენონი არ ყოფილა კემპ დევიდის შეხვედრაზე, რომელსაც ჯეიმს მატისი, მაკმასტერი, ვიცე-პრეზიდენტი, მაი პენსი და სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი ესწრებოდნენ...

თავის მხრივ, ავღანეთში 32-ე ჯარისკაცის დაღუპვის მიუხედავად, საქართველო რჩება "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" და არც ქართული სამხედრო კონტიგენტის შემცირებას გეგმას. თავდაცვის სამინისტროს პოზიციით, 870-მდე ქართველი ჯარისკაცი ისლამურ რესპუბლიკაში 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით დარჩება...

ბოლო საბრძოლო დანაკარგი ავღანეთში სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა განიცადა, რომელიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 2017 წლის აპრილში იქნა გადასროლილი და როტაცია ოქტომბერში შეეხება. 3 აგვისტოს, საღამოს, ბაგრამის ბაზიდან 20 კილომეტრში, ყარაბაღის რაიონში პატრულირებისას, ქართულ-ამერიკული კოლონის სიახლოვეს თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა... ძლიერი აფეთქების შედეგად, ადგილზე დაიღუპა უმცროსი სერჟანტი მდინარ (დიმა) ბებიაშვილი.

აფეთქების დროს მძიმედ დაიჭრნენ კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი, რომლის ჯანმეთელობის მდგომარეობაც, საბედნიეროდ, ამჟამად სტაბილურია და უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი, რომელიც ქაბულიდან სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისი მდგომარეობაც გაუმჯობესდა...

შემთხვევისას შედარებით მსუბუქად დაშავდა კაპრალი გეგა ხარშილაძე. ასევე ფიზიკური დაზიანებები მიიღო ორმა ამერიკელმა სამხედრომ და ავღანელმა თარჯიმანმა... "თალიბანის" ჯგუფის წევრის მიერ განხორციელებულ ტერაქტს ასევე ორი ადგილობრივი შეეწირა, შვიდმა კი მრავლობითი ჭრილობა მიიღო.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ამჟამად ჩართული ქვეყნები და კონტიგენტის რაოდენობა ასე გამოიყურება:

აშშ - 6954, გერმანია - 980, საქართველო - 861, იტალია - 827, რუმინეთი - 588, თურქეთი - 520, დიდი ბრიტანეთი - 352, ჩეხეთი - 214, პოლონეთი - 198, ავსტრალია - 174, მონღოლეთი - 120, ბულგარეთი - 109, უნგრეთი - 96, აზერბაიჯანი - 94, დანია - 90, ნიდერლანდები - 82, ხორვატია - 81, სომხეთი - 65, ბოსნია - 55, ბელგია - 40, ალბანეთი - 43, სლოვაკეთი - 40, მაკედონია - 39, ნორვეგია - 35, ფინეთი - 30, შვედეთი - 23, ლატვია - 22, მონტენეგრო - 17, ლიტვა - 13, პორტუგალია - 10, უკრაინა - 10, ავსტრია - 9, ზელანდია - 8, ესპანეთი - 7, ირლანდია - 7, სლოვენია - 7, ესტონეთი - 5, საბერძნეთი - 4, ისლანდია - 2, ლუქსემბურგი – 1;

აშშ - 2402, დიდი ბრიტანეთი - 455, კანადა - 158, საფრანგეთი - 86, გერმანია - 54, იტალია - 48, დანია - 43, ავსტრალია - 41, პოლონეთი - 40, ესპანეთი - 34, საქართველო - 32, ნიდერნალდები - 25, რუმინეთი - 23, NATO – 19, თურქეთი - 14, ზელანდია - 11, ჩეხეთი -10, ნორვეგია - 10, ესტონეთი - 9, უნგრეთი - 7, შვედეთი - 5, სლოვაკეთი - 3, ლატვია - 3, იორდანია - 2, ფინეთი - 2, პორტუგალია - 2, ალბანეთი - 1, ბელგია - 1, ლიტვა - 1, სამხრეთ კორეა - 1;

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე