ტრამპი ავღანეთში გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება

ტრამპი ავღანეთში გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება

"რას უმზადებს ტრამპი ავღანეთს და რას გვიმზადებს ევროპასა და ზოგადად ჩვენ, დანარჩენ ცივილურ საზოგადოებას რადიკალური ისლამური სამყარო"; - ეს ის თემაა, რომელზეც დასავლური საზოგადოება ამერიკის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მსჯელობს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმ მატისი, დაუგეგმავი ვიზიტით, ერაყში ჩავიდა. გენერალი ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის შეხვდა, თუმცა საუბრის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა. პენტაგონის ხელმძღვანელი, მთავრობის სხვა წევრებსა და იმ ამერიკელ სამხედროებსაც შეხვდა, რომლებიც ერაყში შექმნილი ვითარების სტაბილიზაციაზე მუშაობენ...

უფრო ადრე, ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ დაჯგუფება ერთ ღამეში ვერ დამარცხდება, წინ რთული და სახიფათო სამუშაო ელით, თუმცა, მიზნის მიღწევა აუცილებელია. "წინასწარ არაფერზე ვსაუბრობთ, - გამარჯვება გარდაუვალი არ არის". – აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მატისის განცხადების კვალდაკვალ, დონალდ ტრამპმა ავღანეთში სამუშაო ახალი სტრატეგია წარმოადგინა, თუმცა, გეგმის დეტალების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. პრეზიდენტი ამბობს, რომ არ იცის როდის, მაგრამ იერიში იქნება!"

ტრამპის მიერ წარმოდგენილი ახალი სტრატეგიის მიხედვით, - "ავღანეთსა და სამხრეთ აზიაში შეერთებული შტატების ახალი გეგმის მიზანი თალიბებთან ბრძოლაში საბოლოო გამარჯვებაა." მისივე თქმით, ეს მტრის პოზიციების განადგურებას, რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებების, თალიბების განეიტრალებასა და ამერიკელთა წინააღმდეგ მასშტაბური ტერორისტული თავდასხმების აღკვეთას ნიშნავს...

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ, 16 წლის წინ დაწყებულ ომს დაასრულებს, მაგრამ ვადები არ დაუსახელებია; ასევე არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს მის გაკეთებას და არც ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რიცხვის გაზრდაზე უსაუბრია...

"ჩვენს სტრატეგიას ამიერიდან ადგილზე არსებული ვითარება განსაზღვრავს და არა თვითნებურად დადგენილი ვადები. მტრებმა არასოდეს უნდა იცოდნენ, როგორია ჩვენი გეგმები, ან ჩათვალონ, რომ შეუძლიათ დაელოდონ, როდის დავიხევთ უკან. არ ვიტყვი, როდის განვახორციელებთ იერიშს, მაგრამ იერიში იქნება!" - განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა კენჭი პაკისტანისკენაც ისროლა და აღნიშნა, რომ მას თავს ტერორისტები აფარებე, რის მოთმენასაც ამერიკა არ აპირებს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისლამაბადთან დაკავშირებით ვაშინგტონის დამოკიდებულება და კურსი უნდა შეიცვალოს, რადგან თალიბები და სხვა ტერორისტული ჯგუფები, საფრთხეს უქმნიან ამ რეგიონსაც და სხვებსაც.

"პაკისტანი ბევრს მოიგებს ავღანეთში ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერით და ბევრს წააგებს, თუ კვლავაც შეიფარებს კრიმინალურ ელემენტებსა და ტერორისტებს"- ამ გამაფრთხილებელი მესიჯით მიმართა მან პაკისტანის ხელისუფლებას და დასძინა, რომ სასურველია, ინდოეთი, ავღანეთში უფრო ფართოდ მონაწილეობდეს და ამერიკას ეფექტურად ეხმარებოიდეს...

თავის მხრივ, პაკისტანი შიშობს, რომ ავღანეთისა და ინდოეთის დაახლოვებით, მისი პოზიციები დასუსტდება, რადგან ორივე მეზობელთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს...

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ერაყიდან ჯარების გამიოყვანით, ტეროროსტები გააძლიერა. პრეზიდენტი ტრამპის მიერ გაკეთებული გზავნილებიდან აშკარა ჩანს, რომ ამერიკა ავღანეთში ჩიხურ ვითარებას არ შეეგუება. ცნობისთვის, თალიბებმა ტრამპს არაერთხელ ურჩიეს, - გაიყვანოს ჯარები ავღანეთიდან. დასავლური საზოგადოება აცნობიერებს, რომ არაპროგნოზირებადი ტერორისტების გამკლავება რთულია, თუმცა, მათი გაძლიერების საფრთხეებზეც საუბრობს...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე