კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:22 / 25-08-2017
"თეთრი სიკვდილისთვის" განწირული აფხაზი ახალგაზრდობა...
აფხაზეთში, საკურორტო სეზონზე კრიმინოგენული ვითარება პიკს აღწევს. უმძიმესი მდგომარეობაა ნარკოდამნაშავეებისა და მომხმარებლების მხრივაც... ე.წ. შს მინისტრი, ასლან კობახია რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების გზებს განიხილავს. ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია ნარკომანიის საკითხი, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, კონკრეტულად კი, მოზარდი თაობაა ჩათრეული. აფხაზეთში ფეხმოკიდებულია სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც ბოლო წლებში, სკოლებსა და სხვა ე.წ. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასობრივად გავრცელდა...

ასლან კობახიას თქმით, ისინი რეფორმების ფარგლებში, "უწყებაში" არსებული სახელფასო დავალიანებების პრობლემის მოგვარებაზეა არიან ორიენტირებული. ამის შესახებ, მან ე.წ. საზოგადოებრივი პალატის გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ხარისხიანი მუშაობა, რეგიონში უსაფრთხოების გარანტია, თუმცა ამისთვის მათ ნორმალური და დროული ანაზღაურება სჭირდებათ.

ასლან კობახიას თქმით, ტურისტულ სეზონზე, "მილიციის" თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, თუმცა ვითარებას ართულებს არასაკმარისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და კადრების სიმცირე. "ჩვენ ვიღებთ საზოგადოებრივ კრიტიკას, თუმცა ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ თუ რა ვითარებაში გვიწევს მუშაობა...-" ამბობს კობახია. მისივე თქმით, 2011 წელს, რუსეთის ფინანსურმა დახმარებამ მათ სულზე მიუსროთ, თუმცა ისიც გასაგებია, რომ ყოველთვის რუსეთის მხარდაჭერის იმედზე ვერ იქნებიან.

"თუკი ჩვენ მართლა გვინდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, აუცილებლად დავუბრუნდეთ ადგილობრივ ფინანსებს..."- აცხადებს ის.
ასლან კობახიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთში ჩამოვიდა რუსეთის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვი, რომელთან ერთადაც რუსულ აფხაზური ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის გარშემო ისაუბრეს. მისი წასვლის შემდეგ, 17 აგვისტოს, სოხუმში ჩამოვიდნენ, რუსი ექსპერტები, რომლებმაც ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკა აღრიცხეს...

ასლან კობახიამ რუსი "კოლეგებისგან" მიღებული ინფორმაციაის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ნარკომანიის წინააღდეგ ბრძოლა დაიწყოს... მისი თქმით, აფხაზეთში ნარკოტიკების 90% რუსეთიდან შემოაქვთ, სადაც რეგიონში სპეციალური, წინასწარ გათვლილი სქემის მიხედვით ვრცელდება.

"ნარკოტიკები აფხაზეთში აფხაზებს შემოაქვთ, ისე რომ ქვეყანაში არ შემოდიან. რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, კონკრეტულად, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, სოჭში და აქ არსებული "საყრდენი წერტილების" საშუალებით ავრცელებენ ნარკოტიკს..." - ამბობს კობახია, რომელიც სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს რათა ნაკროგამავრცელებლებისა და მომხმარებლებლების აღრიცხვა მოხდეს...

კობახიას თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთში 30 მსხვილი ნარკოდილერი დააკავეს, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ისინი სასჯელს ელოდებიან, რასაც არასერიოზულად მიიჩნევს ადგილობრივი საზოგადოება.

აფხაზების თქმით, ეს ხელმძღვანელობა არაფრის გამკეთებელი არ არის, რადგან თავად არიან ჩართული ნარკოდანაშაულში და წილებსაც იღებენ. "ეს ყველაფერი კი, მათ შორის ხმაურიანი განცხადებები, ფულის ახალი საკეთებელია... ისინი, საზოგადოების თვალის ასახვევად, აკავებენ ნარკოდილერებს, თუმცა, შემდეგ ფულს იღებენ და ჩუმად უშვებენ... სინამდვილეში, პატარა აფხაზეთში, გამოძიების გარეშეც ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა, რეალურად არავინ დასჯილა..." - ამბობენ აფხაზები.

"სოხუმის ერთ-ერთი ბინაში, ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, 5 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს ზედმეტი დოზის გამო, 3 ბიჭი და ორი გოგონა... მათგან ყველაზე უფროსი 22 წლის იყო. ჩვენ, აქაურებმა ხომ ვიცით, სად, რომელ ქუჩას სტუმრობდნენ ისინი, ვის კორპუსთან იდგნენ ფულიანი ხალხის შვილები. ყველამ ვიცით, ვინ "კვებავს" ამ შხამით ჩვენს ახალგაზრდებს. ტოლერანტულები უნდა ვიყოთო, გვასწალის
ჩვენი ხელოსუფლება და თავად თავიანთი შვილები აქაურობას გაარიდეს, რომ გადაარჩინონ... ჩვენ განწირულები ვართ! ახალგაზრდა აფხაზი თაობა "თეთრი სიკვდილისთვის არის განწირული" - წერს ვინმე "თემო გაგრინსკი".

იმაზე, რომ სასამართლო "ცნობილ სახეებს არ ასამართლებს" თავად კობახიამაც ისაუბრა. მისივე თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა როდესაც მათ ნარკოდამნაშავეები დაუკავებიათ, რასაც მათი ახლობლების მხრიდან პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა; ისინი ირწმუნებოდნენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები იყვნენ... "მე ვიცი, რომ ჩვენი საგზაო პოლიცია უშვებს ნარკოტიკების იმ ავტომანქანებს, რადგან ისინი გავლენიანი ადამიანების გვარებს ეუბნებიან, ან მილიციის წინაშე რეკავენ მათთან... ასე რომ არ იყოს, ეს კატასტროფული ვითარება შემცირდებოდა..." - წერს კობახია.

აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი რუსეთიდან კადრების შემოყვანისა და ახალგაზრდა აფხაზი სპეციალისტების აღზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. კობახიას თქმით, ასევე ახალი ციხის აშენება იგეგმება, თუმცა ეს რამდენად იქნება გამოსავალი, ჯერჯერობით უცნობია.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
09:40 / 08-09-2017
ბრრ
1
აფხაზებმა მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს! ეს ჯერ კიდევ "ჟურნალია", რუსულ-სომხური პოლიტიკის! ძირითადი აფხაზი მოსახლეობა იქ კარგა ხანია არარ ცხოვრობს! დარჩა ის რასაც რუსულად ჰქვია შვალ'! აი კარგად რომ მოასუფთავებენ მაგ ტერიტორიას აფხაზებისაგან შემორჩენილი ნაყარ-ნუყარისგან, მერე იგულავებენ სომხები, თორემ ნორმალური რუსიც კი არ არის მან ჩმსახლებელი, გარდა სიღატაკეში გალოთებული კაზაკებისა!
17:16 / 26-08-2017
რა სისულელეა
30
აფხაზეთი ჩვენზე მაგრად ცხოვრობს.ეს აქ წერენ ისაო და ესაო თორემ სადაც რუსეთია ის სახელმწიფო ყვავის,მარტო ჩეჩნეთის და სასომხეთის მაგალითი ნახეთ,რუსეთი=ადამიანი,ბედნიერება,მომავალი...ან რუსეთი=წართმეული თავისუფლება,კრიმინალი,წამალი,ქურდები,რამდენი ერთი სიკეთე ჩამოვთვალოთ..ხოდა ყველას თავის გზით გაუმარჯოს
ბუკი
0
08 სექტემბერი 2017 09:43
რა იშვიათი და გამორჩეული სისულელე "დაგიწერია", რა სისულელევ და სახელიც როგორ ზუსტად შეგირჩევია საკუთარი თავისთვის!
zaza
0
07 სექტემბერი 2017 17:52
დაგავიწყდა გეთქვა, იქ სადაც რუსეთია, იქაა ბურჯანაძე, ინაშვილი, დიდი თარხანი, ვოლსკი, ჟორჟოლიანი, ტრიპოლსკი, მთელი საღორეთი
ყველა გამოხმაურება
მსგავსი სიახლეები
აზიური ფაროსანა და რუსი სამხედროების მიერ ჩამორთმეული მიწები აფხაზეთში
"არავინ იცის, შემდეგი შეტაკება სად მოხდება, ვინმეს სახლში, რესტორანში თუ უბრალოდ, ქუჩაში..."
"აფხაზ ახალგაზრდებს უყვართ ფული და კარგი ცხოვრება, რომელიც ყველაზე ადვილად ყაჩაღობის გზით მოდის"
"აფხაზური დელეგაცია" სირიაში და შეთანხმება სირია-აფხაზეთის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე..."
"მათი შეცდომა ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენეთ, შევაჩერეთ მათი ქვეითი ძალები და პოზიციაზე შემოსული ტანკები ავაფეთქეთ"
რუსეთმა ცხინვალის რეგიონში ნაცადი ხერხით, აფხაზეთის ტერიტორიის გაფართოებაც დაიწყო
ინკოგნიტო მამაკაცი ამბობს, რომ პუტინი, "ბევრ განსაცდელგამოვლილ აფხაზ ხალხს არაფერს დაუშავებს"
ბიჭვინთაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის სამუშაო შეხვედრა დაიწყო
პასუხი საქართველოს პენსის ვიზიტზე, თუ მეტი რუსული ეკონომიკური ინტერესი აფხაზეთში?!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
13:13 / 23-09-2017  Image "5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით აღიძრა
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49