"მიზანმიმართულად გაჩენილი ხანძრები უკრაინაში - რუსი ტეროროსტების ახალი იარაღი"

"მიზანმიმართულად გაჩენილი ხანძრები უკრაინაში - რუსი ტეროროსტების ახალი იარაღი"

უკვე რამდნეიმე დღეა ხანძარს უკრაინაშიც ებრძვიან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სეპარატისტები მიზანმიმართულად უკიდებენ ცეცხლს დასახლებული პუქნტების მიმდებარე ტერიტორიებსა და საცხოვრებელ სახლებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის, "დონეცკის" პრეს-ოფიცერი, ტარას გრენი:

"მიზანმიმართულად გაჩენილი ხანძარი - "ტერორისტების ახალი იარაღი".

ბოლო კვირების განმალობაში, რუსმა ნაიომნიკებმა ბრძოლის ტაქტიკა მკვეთრად შეცვალეს. მუდმივმა პროვოკაციებმა მათ სასურველი შედეგი ვერ მოუტანა, ამიტომაც მტერმა გაცილებით ცინიკურ ხერხს მიმართა, - მიზანმიმართულად აჩენს ხანძარს მინდვრებსა და ნაგებობებში", - წერს გრენი და ასევე აღნიშნავს, რომ ასეთ ტაქტიკას, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ფაშისტები იყენებდნენ...

მისი თქმით, "ეს ტაქტიკა ბოლო ხანია არ იცვლება. ე.წ. ნაცრისფერ ზონაში, გადამწვარ ადგილებში,  უხვად შეხვდებით მკვდარ ხეებსა და ბალახს... აღმოსავლეთის ქარის დახმარებით, რომელიც ჩვენი პოზიციების მხარეს მუდმივად ქრის, მტერი ე.წ. მანათობელი ნაღმებითა და ტრასირებული ტყვიებით ჩვენი ოცეულების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენას ცდილობს...".

"ცეცხლის აალების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სნაიპერული წყვილები იწყებენ უმისამართო სროლას", - წერს გრენი.

მისი თქმით, მტრის მთავარი მიზანია, გაანადგუროს უკრაინის თავდაცვითი სისტემები და საინჟინრო ნაგებობები, დანაღმული ტერიტორიები, გამოააშკარავოს მათი შენიღბული საცეცხლე წერტილები და პოზიციები.

"ასევე, ხანძრის დროს, მტერი ცდილობს, საკონტროლო პუნქტების მექანიზმებისა და კავშირის მეთაურების იდენტიფიცირებას... ინფრომაციის მოპოვებისთვის ყველანაიარ გზას იყენებს, - როგორც ვიზუალურს, ასევე რადიოგადამცემს", - წერს გრენი.

ამასთან ერთად, "ბოევიკების" ბრძოლა უფრო მეტად სასტიკი და ბარბაროსული გახდა, - ისინი დაუნდობლად ექცევიან მშვიდობიან მოსახლეობას. რამდენიმე დღეა ოკუპანტები მშვიდობიანი უკრაინული მოსახლეობის მიმართულებით, ან მიმდებარედ, სადემარკაციო ხაზთან ახლოს ისვრიან, გარშემო კი ახალ-ახლი ცეცხლის კერები "ჩნდება"...

"22 აგვისტოს, დილიდან მხოლოდ ჟოვანკოს დასახლებაში მიზანმიმართულად გაჩენილი ხნძრის შედეგად, 19 სახლი დაიწვა, სადაც თავის დროზე მშვიდობიანი უკრაინელები ცხოვრობდნენ", - წერს  "დონეცკის" პრეს-ოფიცერი.

მისივე თქმით, პესკის დასახლებულ პუნქტებს ხანძარი ისევ ანადგურებს. მათ მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად, დაახლოებით 50 სახლი დაიწვა.

"დასახლებულ პუნქტებში ხანძრის მიზამიმართულად გაჩენა გრძლედება, ეს რუსი "ნაიომნიკების" მიერ კარგად აპრობირებული, კიდევ ერთი მეთოდია, ისინი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და ზოგადად, უკრაინის წინააღმდეგ განაწყონ", - წერს გრენი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?