კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:13 / 24-08-2017
რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს კუთვნილ სამ Super Puma-ს და შეიძლება თუ არა სამაშველო ოპერაციებში მათი გამოყენება
ვიდრე ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი და ბელორუსი მეხანძრეები, საავიაციო ტექნიკის დახმარებით, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ თემას, რომელიც დაპირისპირების მიზეზი გახდა. ორად გაყოფილი საზოგადოება მთავრობას კრიზისულ სიტუაციაში არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს და ძველ ხელისუფლებას მისტირის.

განსაკუთრებული დაპირისპირებისა და სპეკულირების საგნად იქცა "სუპერ პუმების" საკითხი. საზოგადოების ნაწილის აზრით, ხელისუფლება "სუპერ პუმებს" ხანძრის ჩაქრობისთვის მიზანმიმართულად არ იყენებს და ფრაზებით - "დალპა უმოქმედოდ მდგარი შვეულმფრენები"; "ვის უნახავთ მაგ სუპერ პუმებს" - ხელისუფლებას არაქმედით უნარიანობაში სდებს ბრალს.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია რეალურად შესაძლებელია თუ არა ჩვენს ხელთ არსებული "სუპერ პუმების" სამაშველო ოპერაციებში გამოყენება.

ამჟამად საქართველო სამ Super Puma-ს ტიპის შვეულმფრენს ფლობს. პირველი საქართველოს მთავრობამ 2010-2011 წელს შეიძინა. თეთრ და წითელ ფერებში შეღებილი შვეულმფრენის საბორტო ნომერი "100"-ია.

მაშინ ნახმარი საფრენი აპარატი ერთ-ერთი მალაიზიური ავიაკომპანიისგან იყიდეს. ძველი მეპატრონე მას ზღვაში ნავთობის ჭაბურღილებზე ხალხის ტრანსპორტირებისთვის იყენებდა. დანიშნულებიდან გამომდინარე მისი სალონი, რომელიც 24 მგზავრს იტევს, სავარძლებითაა დაკომპლექტებული.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში საქართველოში საფრანგეთიდან ორი ახალთ-ახალი, ვერცსლისფერი Super Puma ჩამოვიდა. მაშინ "რუსთავი 2"-მა ამ ფაქტს სიუჟეტიც კი მიუძღვნა, სადაც ყვითელ ქურთუკში გამოწყობილი ყოფილი პრეზიდენტი მისი მთავრობის შენაძენს ხოტბას ასხამდა და ამტკიცებდა, რომ ორივე შვეულმფრენი ორმაგი დანიშნულების იყო და სამაშველო ამოცანების შესრულებაც შეეძლო. თუმცა ყოველივე ეს რელობისგან შორსაა.

ერთ "სუპერ პუმას", რომელსაც სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია აქვს 4L-GGG, VIP სალონი აქვს. "რუსთავი 2"-ის სიუჟეტში, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ შვეულმფრენს მხოლოდ გარედან უღებდნენ და მისი სალონი კამერის ობიექტივში არ მოხვდა.

ტყავით გაწყობილ მაღალი კომფორტულობის სალონთან ერთად, ბორტზე საპირფარეშოცაა მოწყობილი. ერთი სიტყვით, მოცემული საფრენი აპარატი ქვეყნის პირველი პირების ტრანსპორტირებისთვისაა გამიზნული და არა სამაშველო ოპერაციებისთვის.

მეორე "სუპერ პუმა", რომელსაც ასევე სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია აქვს - 4L-SSS, შედარებით მოკრძალებული სალონით გამოირჩევა. ისიც სატრანსპორტოა და ხალხის გადაყვანისთვისაა გამიზნული.

ევროპული კომპანია Eurocopter-ი "სუპერ პუმებს" 1978 წლიდან აწარმოებს. AS322 Super Puma-ს შემთხვევაში 15-მდე მოდიფიკაცია არსებობს. წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი ორივე ვერცხლისფერი შვეულმფრენი AS332L1 მოდიფიკაცისაა, რაც წმინდა სამოქალაქო გამოყენებას გულისხმობს. ამ ინფორმაციის გადამოწმება ინტერნეტში ძალიან მარტივია. საქართველოში ჩამოსვლამდე ორივე შვეულმფრენს ფრანგული სარეგისტრაციო ნომრები ჰქონდა - 4L-GGG-სF-ZWDF-ი, 4L-SSS-ს F-WWOS-ი. შესაბამისს ინტერნეტ-საიტებზე მოძიების შემთხვევაში, თავად დარწმუნდებით, რომ შვეულმფრენები AS332L1 მოდიფიკაციისაა და მხოლოდ და მხოლოდ ხალხის გადაყვანისთვისაა გამიზნული და არა სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

რაც შეეხება ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში მათ არ გამოყენებას, რაც პოლიტიკური ქულების დაწერისა და სპეკულირების საგანი გახდა, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ყოფილი მთავრობის წარმომადგენლებისა და მაღალჩინოსნების მტკიცების მიუხედავად, სამიდან არც ერთ "სუპერ პუმას" სახანძრო კალათის ბაგირის ჩამოსაკიდებლად სათანადო სამაგრი ფიზიკურად არ აქვს და არც არასდროს ჰქონდა(!).

ინტენეტში მრავლად ნახავთ "სუპერ პუმების" ფოტოებს, სადაც შვეულმფრენები გარე საკიდზე, ბაგირზე ჩამოკიდებულ ტვირთს ეზიდებიან, თუმცა სადაც მათ ბაგირის ჩამოსაკიდი კვანძი აქვთ, ჩვენს სამივე "სუპერ პუმას" საწვავის ავზი აქვს დამონტაჟებული. შესაბამისად, მათი სამაშველო მიზნებით გამოყენებაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან ეს ფიზიკურად შეუძლებელია.

თეორიულად სამივე შვეულმფრენის გადაკეთება შეიძლება. თუმცა ეს შვეულმფრენების ევროპაში, Eurocopter-ის ქარხანაში გაგზავნას და, შესაბამისად, ფინანსებს საჭიროებს.

სიმართლე რომ ითქვას, ორივე ვერცხლისფერი "სუპერ პუმა" საქართველოს ბიუჯეტს ძალიან ძვირი დაუჯდა. არსებული ინფორმაციით, ორ ცალში 50 მლნ ევრო(!) გადაიხადეს, მაშინ, როდესაც თითოს საკატალოგო ღირებულება 15 მლნ ევროს არ აღემატება. შვეულმფრენების კონსტრუქციის გადაკეთების შემთხვევაშიც კი, სამაშველო თუ სახანძრო ოპერაციის წარმოებისას, სამივე "სუპერ პუმაზე" (განსაკუთრებით რომელსაც VIP სალონი აქვს) სალონის დემონტაჟი უნდა ჩატარდეს. ამიტომაც გაცილებით უპრიანი იქნებოდა ამ საფრენი აპარატების გაყიდვა, ან თუნდაც იმ მოდიფიკაციებში გადაცვლა, რომლებიც ჯალამბრით დაზარალებულთა ბორტზე აყვანისთვის და სახანძრო კალის ჩამოსაკიდი სამაგრით იქნებიან აღჭურვილნი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE
23:33 / 30-08-2017
bebero
4
რუსთავი 2 რო უპრავებდა მიშას ყველაფერს ესეა ეს გაზეთი.

თურმე ამ ვერტალიოტზე ვედროს ჩამოკიდება შეუძლებელიია და ამისათვის საფრანგეთში უნდა ჩაიყვანონ(თუნდაც ესე იყოს, რა გახდა ამის იქ გადაფრენა?)

საქართველოში სადაც იწყობოდა სუ-35 ები, ეხლა წყლის "ვედროს" ვერ ჩამოკიდებენ?

ან სალონი ძვრიფასიაო :) დაყენებით რომ იჟანგება და ლპება ის სალონი არ ჯობია საქმეს მოახმაროთ?
გამოეხმაურე / 0 /
11:23 / 28-08-2017
gia
2
ვკითხულობ კომენტარებს და ამ ხალხის გამკვირვებია.., ისევ ყოფილზე ლაპარაკობენ და აწმყოზე ვერ ტვინავენ. ესწ პუმები სამგზავრო იყო თუ მაღალი კლასის კომფორტული სალონი აქვს თავისი დანიშნულება აქვს და სტუმრებისთვის იყო გათვლილი და შეიძინეს. ეხლა მაგ პუმებით ყოფილები აღაე დაფრინავენ და ისევ ქვეყნის სამსახურისტვის დგანან რათმაუნდა თავისი დანიშნულების მიხედვით. რატომ უნდა გადაცვალოს სახელმწიფომ სხვა მოდიფიკაციაში არ მესმის, ნუთუ ქვეყანას იმის ფული არ აქვს რომ ყოველ წელს თითო სამაშველო ვეტმფრენი იყიდოს? ყველამ კარგად იცის რომ საქარტველოს ტერიტორიების ნახევარზე მეტი მთაგორიანია და სამაშველო ვეტმფრენები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. პრემიებს და ჯიპებს შეელიონ ცოტა და კიდე საპატრიაქოს ვირთხების დაფინანსებას. ისედაც საკმარი ფულია აქვს მრევლით და შემოწირულობებით!!!
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
"ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მე 30 დღე მქონდა"
"კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს სერიოზულ კითხვის ნიშნებს და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს"
"შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე მიუთითებს"
"გამოტანილი განაჩენი მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა"
სააკაშვილის მხადამჭერები პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს შეძახილებითა და სტვენით სასამართლოს ეზომდე გაყვნენ
გამოქვეყნებულ წერილში მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკო სიხარბეში დაადანაშაულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
,,ვინილებიდან აიპოდამდე''-ს მომდევნო თამაშს ,,ზამთრის მუსიკალური მარათონი"...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
12:18 / 22-01-2018  Image "რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი
"ინტერესჯგუფების სურვილი, დადგნენ კანონზე მაღლა და ხელისუფლებას უკარნახონ თამაშის წესები, ნათელია"
16:32 / 22-01-2018  Image დიდებიდან თავშესაფრამდე - ცნობილი ქართველები, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ მოხუცთა პანსიონატში მოხვდნენ
შვილის დაღუპვის შემდეგ თვითმკვლელობა ბევრჯერ სცადა, ალკოჰოლსაც მიეძალა...
17:28 / 22-01-2018  Image სარატოვში ძაღლმა მონადირე მოკლა
ექიმები მალევე მივიდნენ, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა
10:31 / 22-01-2018  Image 10 საინტერესო ფაქტი Amazon.com-ის შესახებ და ახალი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის
ინტერნეტმაღაზია Amazon.com ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ საწყისად ითვლება.
17:41 / 22-01-2018  Image რა მოვლენებია მოსალოდნელი 21 იანვრიდან 28 იანვრამდე - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები
"ღმერთების შიკრიკად წოდებული მერკური ამ კვირაში რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გააკეთებს"

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49