სირიისა და ოკუპირებული აფხაზეთის დამეგობრება რუსეთის შუამავლობით

სირიისა და ოკუპირებული აფხაზეთის დამეგობრება რუსეთის შუამავლობით

აფხაზეთი, რუსეთის დახმარებით, მოკავშირეების ძებნას განაგრძობს, - აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, ადგილობრივ "დელეგაციასთან" ერთად, სირიას ეწვია და აფხაზური მედიის ინფორმაციით, ვიზიტს სირიის მხარემ "მაღალ დონეზე უმასპინძლა და საკვანძო საკითხებიც განიხილეს, რის შედეგადაც, გარკვეული სახის ეკონომიკური შეთანხმებებიც შედგა. ვიზიტის ფარგლებში, სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინ მინისტრს, ვალიდ ალ მუალემომს, აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრს, ადგურ არძინბას შეხვდა.

ღია შეხვედრაზე, მათ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ შემდეგში არაერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმატებით გადაწყვეტენ...

აფხაზური საზოგადოების ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ ახალ ურთიერთობებს, თუნდა ციმიტომ, რომ სირიიდან აფხაზების რეპატრიაციის საკითხი მაინც და მაინც წარმატებით ვერ განხორციელდა; - ყოველ შემთხვევაში, გუდაუთაში რამდენიმე ასეული აფხაზის ჩასახლების თემა, ჩავარდა, რადგან ახლა აფხაზეთში, სულ 20-მდე სირიელი დარჩა საცხოვრებლად, დანარჩენებმა იქ, მენტალური განსხვავებების, ჩაკეტილობის, მძიმე სოციალური ფონისა და სხვა მიზეზების გამო, თავის დამკვიდრება ვერ შეძლეს და იქაურობა რამდენიმე თვეში დატოვეს...

როგორც ჩანს, სირიელი და აფხაზი მაღალჩინოსნები ამჯერად ურთიერთობის დაწყება-გაღრმავებას, სხვანაირად, რუსეთის შუამავლობით შეეცდებიან. პირველი სიგნალი უკვე არის, - დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც 17-დან 22 აგვისტომდე მიმდინარეობდა, აფხაზეთის დროშაც ფრიალლებდა და ოკუპირებული რეგიონი "დამოუკიდებელი ქვეყნის" სტატუსით მონაწილეობდა. სირიაში მიმდინარე ომის გამო, ტრადიციული ბაზრობა 2011 წლის შემდეგ არ გამართულა.

რაც შეეხება, ეკონომიკურ ურთერთობებს, - ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას თქმით, შესაძლოა, აფხაზეთში სირიულმა კომპანიებმა და ბიზნესმენებმა სავარჭო სახლები და დაწესებულებები გახსნან.

"ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ ურთიერთშეთანხმებას; ჩემი მხრიდან ვისაუბრე იმ შესაძლებლობებზე, რომლის განხორციელების გზებით აფხაზეთში არსებობს, ვგულისხმობ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დაწყებეს... ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს პროდუქციას სირიის უზარმაზარ ბაზარზე მოხვდეს, სადაც ამ პროდუქციის აშკარა დეფიციტია"- აცხადებს არძინბა.

აფხაზური მედია ასევე წერს, რომ აფხაზი "მინისტრი" დამასკოში ხელცარიელი არ ჩასულა, აფხაზმა დიპლომატებმა დამასკოში მინერალური წყალი "კოდორი" ჩაიტანეს. დაურ კოვემ ადგილობრივ ჟურნლასტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ამერიკა სირიის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირებას ცდილობს, ისე როგორც ამას, აფხაზეთის შემთხვევაში აკეთებს. ამიტომ, ერთად უნდა ვიყოთ, რათა ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა მხარეს, ვინც ჩვენი ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება." – განაცხადა კოვემ.

მისივე თქმით, აფხაზეთი ყუირადღებით ადენევნს თვალს სირიასა და მის გარშემო განვითარებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას. "აფხაზებსა და სირიელებს, საკუთარი სიმართლისა და დამოუკიდებლობის დაცვამ იარაღით ხელში მოუწიათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია... აფხაზები გულშემატკივრობენ სირიას, რომელიც შეუ[ორვად ცდილობს საერთაშორიო არენაზე ტერორიზმის დამარცხებას..." – აღნიშნა კოვემ და იმედი გამოთქვა, რომ სირია ძალიან მალე დაუბრუნდება მშვიდობიან ცხოვრებას...

დიპლომატიური საუბრების შემდეგ, მხარეები რეალურ საკითხებსაც შეეხნენ, - სირიის პარლამენტის წევრებმა ოკუპირებული აფხაზეთის მონახულების სურვილი გამოთქვეს. აფხაების დელეგაციას, სირიის პარლამენტის სპიკერიც შეხვდა და როგორც მედია იტყობინება, აფხაზების დელეგაციას სირიის პარლამენტის სპიკერიც შეხვდა და მათთან შემდგომი ურთიერთობის სურვილი გამოთქვა...

2016 წლის დეკემბერში, მაშინ როდესაც ალეპოში კრიტიკული დღეები იყო, - საქართველოს მთავრობამ, სირიის დასახმარებლად, 100 000 აშშ დოლარი გამოყო. მოგვნებით კი, გაეროში რეზოლუციას, რომელიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ძალადობის შეწვეტისკენ მოუწოდებდა, მხარი დაუჭირა.

რუსეთის დახმარებით, სირიასთან ურთიერთობის გაღრმავებას, რუსეთის პროვიკაციულ პოლიტიკას მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, - "სირიაში, მრავალწლიან ომში გახვეულ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის განმტკიცებას ყველა საშუალებით ცდილობს, ეს ე.წ. ვიზიტი რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან, არის საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება..."

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე