ლევან იზორია სამხედროებს - დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის დიდ იმედს უპასუხებთ მონდომებით, რითაც ქართველი ჯარისკაცი გამოირჩევა

ლევან იზორია სამხედროებს - დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის დიდ იმედს უპასუხებთ მონდომებით, რითაც ქართველი ჯარისკაცი გამოირჩევა

დღეს ვართ უფრო დიდი ამოცანის წინაშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ დიდ იმედს, რაც აქვს საქართველოს მოსახლეობას, თქვენი მონდომებით და თავდადებით ღირსეულად წარმოაჩენთ და უპასუხებთ, - ასე მიმართა ბორჯომის ხეობაში ქართველ ჯარისკაცებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

იხილეთ ვიდეო: იზორიას მიმართვა ჯარისკაცებს

მინისტრი დარწმუნებულია, რომ შეიარაღებული ძალები, რომელიც ბორჯომის ხეობის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო, შედეგს დღესვე დადებს.

”დღეს ვართ უფრო დიდი ამოცანის წინაშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ დიდ იმედს, რაც აქვს საქართველოს მოსახლეობის, თქვენი მონდომებით და თავდადებით, რითაც ქართველი ჯარისკაცი გამოირჩევა, ღირსეულად წარმოაჩენთ და ღირსეულად უპასუხებთ. მე, გენშტაბის უფროსი, მეთაურები, ვიქნებით პირადად თქვენს გვერდით, რომ ჩვენი ბუნების დაცვის ამოცანა შევასრულოთ ღირსეულად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტულ შედეგს მივაღწევთ დღესვე. აბა თქვენ იცით, ღმერთი იყოს თქვენი შემწე!”, - განაცხადა იზორიამ.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეიდან სამხედრო ძალები ჩაერთო.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე