რუსეთი თუ უკრაინა? - ვინ მიჰყიდა ჩრდილოეთ კორეას სარაკეტო ტექნოლოგია?!

რუსეთი თუ უკრაინა? - ვინ მიჰყიდა ჩრდილოეთ კორეას სარაკეტო ტექნოლოგია?!

კიევი კატეგორიულად უარყოფს ამერიკული გამოცემა "ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციას, რომლის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო ძრავა, სავარაუდოდ, უკრაინის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ქარხანა "იუზმაშისაგან" შეიძინა. ამის კვალდაკვალ კი, დასავლური მედია კიდევ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. ამჯერად, უკრიანა ჩრდილოეთ კორეას საიდუმლო გარიგებებზე eadaily.com წერს. მასთან საუბარში დასავლელი ექსპერტები ამბობენ, რომ სავსევით შესაძებელია, სარაკეტო ტექნოლოგია ჩრდილოეთ კორეას რუსეთმაც მიჰყიდა...

გამოცემის თქმით, სარაკეტო სკანდალი გრძელდება, - ურაინის შშ მინისტრის პაველ კლიმკინის თქმით, ნიუ-იორკ ტაიმსს "გამორჩა" ის, რომ კიევს РД-250 სარაკეტო პროგრამებისთვის ძრავების აწყობა არ შეეძლო, რადგან ეს წარმოება 1992 წელს "დაკონსერვდა". რაც შეეხება "სპეციალურ მონაცემებს", ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დაცვის ქვეშ ინახება და მისი გატანა შეუძლებელია. უკრაინელი მაღალჩინოსანი ამ "ყალბი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში", რუსეთის ხელს ხედავს.

დასავლური მედიის თქმით, სარაკეტო სისტემებში ჩრდილოეთ კორეის ბოლო დროინდელი, ფაქტობრივად რამდენიმე თვის წინანდელი მიღწევები, პრაქტიკულად ყველასთვის მოულოდნელი იყო. არადა, ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომას მათი წარუმატებელი სარაკეტო რაუნდის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ საშუალო დონის რაკეტების Мусудан-ის წარმოება არაპერსპექტიულობის გამო, შეწყვიტა. ამერიკელებმა მაშინ ეს უბრალოდ, საბოტაჟად მიიჩნიეს. 14 მაისს, ჩრდილოეთ კორეამ Хвасон-12 გამოსცადა, რომლის მოქმედების რადიუსი 4500 კმ.-მდე გაიზარდა. შემდეგ კი, მას სხვებიც მოჰყვა... ერთი სიტყვით, ჩრდილოეთ კორეის ახალი გატაცების გამო, მსოფლიო საგონებელში ჩავარდა.

გერმანელი ინჟინერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტ შმუკერი მიიჩნევს, რომ ჩრდილეოთ კორეის ძირითადი სარაკეტო სისტემები, მაინც საბჭოთა კავშირის ტიპის არის. სხვა შემთხვევაში, ტექნოლოგიურ მსგავსებებზე რომ არაფერი ვთქვათ, - კორეას ტექნოლოგიური წარმატების მიღწევა, არაფრისგან მოუწევდა...

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოცდილი რაკეტები კი, გაცილებით სხვანაირია, დანარჩენი წინასგან ძალიან განსხვავებული, თუმცა ჩვენ ვხედავთ, ამ რაკეტების ძრავებიც რუსეთიდან, ან რომელიმე ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან მოდის... შესაძლოა, ამაში სახელმწიფოს ხელმძღვანელობა სულაც არ იყო გარეული და ეს საკითხი პერსონების დონეზე გადაწყდა. ფხენიანმა კი ამაში კოლოსალური თანხები გადაიხადა... ფაქტია, რომ ის რომელიღაც საბჭოთა ქვეყნიდან, - მე არ ვამტკიცებ რომ ეს აუცილებლად უკრაინაა, რატომ არ გამორიცხული რუსეთი? ერთი სიტყვით, ორივე ვარიანტის განხილვა შეიძლება, სადაც ადრე ამ ტიპის პროდუქცია იქმნებოდა, ფაქტია, რომ ვიღაცამ ჩრდ. კორეის სასარგებლოდ იმუშავა" - ამბობს შმუკერი.

რუსული მედია ირწმუნება, რომ უკრაინიდან, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მუდმივად გაედინება უკონტროლო იარაღი მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში, რასაც გაეროს მიერ დადებული დოკუმენტებიც მოწმობს და მასში "თალიბანთან" თანამშრომლობაზეც კი არის საუბარი, რომ არაფერი ვთქვათ, ჩეჩნეთსა და ყარაბაღში ჩატანილ არალეგალურ იარაღზე...

ბრალდებას უკრაინული მედიაც პასუხობს, მათივე თქმით, ამ ყველაფერის უკან რუსეთი დგას, რომელიც უკრაინასა და ამერიკას შორის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს და რუსეთს მთელ მსოფლიოში არალეგალურად გაყიდული იარაღებიდან შემოსულ რამდენიმე მილიარდს ახსენებს... ცნობისთვის, სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით, მსოფლიოში იარაღის გაყიდვაში, 33-%ით ამერიკა ლიდერობს, ამ მხრივ რუსეთის საბაზრო წილი 23-% -ია... თუმცა, განსხვავებული სურათია, არალეგალურ ბაზარზე, სადაც რუსეთი უპირობო ლიდერია...

კიევში აცხადებენ, რომ ჩრდილეოთ კორეასთან გარიგების გარშემო ატეხილი სკანდალისა და ამ დეზინფორმაციის გავრცელების უკან, რუსეთის ხელისუფლება დგას. ამერიკულ გამოცემაში ნახსენებ ქარხანა "იუზმაშს", საუბარია, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნიპროში მდებარე რაკეტების ქარხანაზე, რომლის მიერ ნაწარმოებმა ძრავებმაც, ჩრდილოეთ კორეას შესაძლებლობა მისცა განევითარებინა საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები.

თუმცა, უკრაინული სარაკეტო კორპორაციის ხელმძღვანელობამ, უარყო ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო, კოსმოსურ თუ თავდაცვით სფეროში რაიმე სახის თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ გამოცემის ანგარიში, "არაკომპეტენტური ექსპერტების მოსაზრებას" ეფუძნება.

"ნიუ-იორკ ტაიმსის" მიერ მოყვანილო კვლევითი ორგანიზაციის, ლონდონში არსებული სტრატეგიული სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის, ანგარიშის ავტორია მაიკლ ელემანი, რომლის თქმთითაც უკრაინული ქარხანა "იუზმაშის" ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ კორეასთან ამ გარიგებაზე, სავარაუდოდ, იმ იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, რომელშიც უკრაინული ქარხანა ბოლო წლების ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთთან კონფლიქტის გამო აღმოჩნდა.

მოგვიანებით, ექსპერტმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ შესაძლოა, სარაკეტო ტექნოლოგია ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის კომპანია "ენერგომაშისგან", შეიძინა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქარხანაა. მისივე თქმით, მას გაყიდული ტექონოლოგიის ფოტოები არ უნახავს, თუმცა, ამის თქმის საფუძველს სარაკეტო ტექნოლოგიების სისტემურ მუშაობაზე დაკვირვება აძლევს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე