დონალდ ტრამპმა შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერების მიერ სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვა აღადგინა

დონალდ ტრამპმა შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერების მიერ სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვა აღადგინა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერების მიერ სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვა აღადგინა, რომელიც მისი წინამორბედის ბარაქ ობამას მიერ იყო გაუქმებული.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია შესაბამის მემორანდუმში, რომელიც თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"დავალებას ვაძლევ თავდაცვისა და შიდა უსაფრთხოების მდივნებს 2016 წლის ივნისამდე არსებულ პრაქტიკას დაუბრუნდნენ სამხედრო სამსახურში ტრანსგენდერებთან მიმართებაში პოლიტიკასთან დაკავშირებით", - ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

აშშ-ს პრეზიდენტის შეფასებით, ობამას ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ცვლილებას შესაძლოა ნეგატიური შედეგები ჰქონდეს, რაც არმიის ეფექტურობის შემცირებას, ხარჯებს, ცალკეული სამხედრო დანაყოფების კოორდინაციის დარღვევას უკავშირდება და შესაბამისად, "აღნიშნული საკითხი შემდგომ შესწავლას ითხოვს".

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვისა და შიდა უსაფრთხოების მდივნებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ წერილობითი რეკომენდაციები შეიტანონ აღნიშნულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.

ტრანსგენდერების შეიარაღებულ ძალებში მსახურობაზე აკრძალვა ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს გაუქმდა, თუმცა მისი განხორციელება გადავადებული იყო 2017 წლის 1 ივლისამდე. სხვადასხვა მონაცემებით, აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში 1 300-დან 6 ათასამდე ტრანსგენდერი მსახურობს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე