აზერბაიჯანში კიდევ ერთი საინფორმაციო სააგენტო დახურეს

აზერბაიჯანში კიდევ ერთი საინფორმაციო სააგენტო დახურეს

ილჰამ ალიევის ხელისუფლება განაგრძობს დიქტატურისკენ სვლას; ამჯერად აზერბაიჯანში, საინფორმაციო სააგენტო "თურანი" დახურეს, მისი ხელმძღვანელი, მეჰმენ ალიევის კი დააკავეს... სულ ცოტა ხნის წინ, იქ რამდენიმე დასავლური გამოცემა დაბლოკეს, მათ შორის, "რადიო თავისუფლება", "თავისუფალი ევროპა" და "ამერიკის ხმა"...

დამოუკიდებელი აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო "თურანი", 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. ამჟამად კი, მის დირექტორის, მეჰმან ალიევის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამავდროულად, დაბლოკეს სააგენტოს საბანკო ანგარიშები. საინფორმაციო სააგენტომ საქმიანობა გაურკვეველი დროით შეაჩერა. "თურანმა" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც არსებულ ვითარებაზე წერენ;

"მსგავს სიტუაციაში, შეუძლებელია სააგენტომ ნორმალურად იმუშაოს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, თურანის თანამშრომლები იძულებული არიან, 1-ლი სექტემბრიდან გაურკვეველი დროით საქმიანობა შეაჩერონ. უახლოეს დროში შევეცდებით ჩვენი ვებგვერდის მუშაობა პირადი რესურსებითა და ენთუზიაზმით ავამუშაოთმ თუმცა, ახალი ამბების გამოშვება შეზღუდული იქნება", - წერენ "თურანის" თანამშრომლები.

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტოს ოფისში შემოწმება დაიწყო და ყველა დოკუმენტაცია წაიღო. თავად სააგენტოს უფროსი მეჰმან ალიევი 24 აგვისტოს ბაქოში თანამდებობის ბოროტად გამოყენების, გადასახადების დამალვის, საუბარია 22 ათას დოლარზე და დიდი თანხების მოზიდვის მიზნით, უკანონო საქმიანობის ბრალდებებით დააკავეს.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მეჰმან ალიევი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, აზერბაიჯანის ხელისუფლება სააგენტოს დახურავდა, რათა მშვიდად ყოფილიყო.

დაკავებული მეჰმენ ალიევის ადვოკატის, ფუად აგაევის თქმით, ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ ალიევი, 20 წელზე მეტია ამ სააგენტოს მართავს, რომელიც ქვეყანაში წამყვანია და ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე წლებია თავისი პრინციპულობით დისკომფორტს უქმნიდა. რადგან მუდმივად აშუქებდა ადამიანის უფლებათა დარღვევებს, სიტყვის თავისუფლების აღკვეთასა და იმ სხვა პრობლემებს, რომლებიც ადვოკატის თქმით, ბოლო დროის აზერბაიჯანში ხდება და რაოდენობით, მხოლოდ 30-იანი წლების საბჭოთა პერიოდთან თუ შეიძლება შედარება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოციალური ქსელებში წერენ, რომ ამ ნაბიჯით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ადგილობრივი დამოუკიდებელი მედია საბოლოოდ დაასამარა.

აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ განსაკუთრებით ბოლო წლებში სისტემური ხასითი მიიღო. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინათ.

ამგვარად, ალიევისთვის მიუღებელი პერსონებიდან, ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და რომლის გარშემოც დღემდე არაეთ კითხვა პასუხგაცემელია. ის ამჟამად ბაქოს ციხეშია და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტისა და მოთხოვნების მიუხედავად, მისი გატაცების საქმე ქართულ მხარეს ამ დრომდე არ გამოუძიებია...

მეჰმენ ალიევის დაკავებას ამერიკის სახელმწიფო დეპარატმენტიც გამომეხმაურა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს მეჰმან ალიევი და ის ჟურნალისტებიც, რომლებიც ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისათვის იდევნებიან.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე