რუსეთს ტერორიზმი უტევს?

რუსეთს ტერორიზმი უტევს?

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ქალაქ სურგუტში მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც 19 წლის არტურ გაჯიევი ქალაქის ცენტრში გამვლელებს დაესხა თავს და 7 ადამიანი დაჭრა, რუსული მედია ტერორიზმის კვალზე აალაპარაკა... დაჭრილებიდან ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. საქმე ის არის, რომ შემთხვევის გახმაურებიდან მალევე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა, რომ ტერორიზმი იბრძვის ყველგან და ნებისმიერი მსხვერპლის მიმართ სოლიდარობა გამოხატა...

ასეთი განცხადებების მიუხედავად, რუსეთის პირველი პირები, ცხადია, ვლადიმირის პუტინიც დუმს. მაშინ, როდესაც ადგილობრივი ცენტრალური არხები მუდმივად ატრიალებენ ფინეთში მომხდარ ფაქტს, სადაც ასევე დანით მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს, სურგუტზე არაფერს ამბობენ. არადა, საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა, რომ უკვე ლიკვიდირებული გაჯიევი მარტო არ იყო - მას 5 თანამზრახველი ჰყავდა. მთლიანობაში, სურგუტში, "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით, დაკავებულია კიდევ 10-ზე ადამიანი, 4 მათგანს, ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის მონაწილეობა ედება...

რუსი ჟურნალისტების თქმით, ქალაქი სურგუტი არის ადგილი, რომელიც რუსეთში, არაოფიციალურად, ნავთობისა და გაზის დედაქალაქად ითვლება და სადაც დაახლოებით, 450 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამას ემატებიან არალაგალები. ამ ფაქტის შემდეგ, მოსახლეობა ჩუმმა პანიკამ მოიცვა. სახელმწიფო ინსტიტუტები, იქ არსებულ ვითარებაზე დუმან, არადა, საქმე საკმაოდ რთულად არის... სურგუტში 50-დე სკოლაა, სწავლის დაწყების დრო კარს არის მომდგარი, მაგრამ ხელმძღვანელობა "მოჩვენებით სიმშვიდეს" ინარჩუნებს და ამბობს, რომ "გაჯიევი ერთი ჩვეულებრივი გაუწონასწორებელი, ფსიქიურად დაავადებული პირი იყო, რომელიც უკვე განეიტრალებულია და საშიში არაფერია".

არადა, ადგილობრივებმა იციან, რომ ასე არ არის, - გაჯიევი მარტო არ ყოფილა, მას თანამოაზრეები ჰყავდა, რომელთაგან ზოგი დააკავეს, თუმცა ყველა - არა... ის სხვა მუსლიმი მორწმუნეებივით არ ცხოვრობდა, არც მეჩეთში დადიოდა და არ ლოცულობდა... შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, სავაჭრო ცენტრის დაწვა სცადა, თუმცა, თანამშრომლებმა სახანძრო სამსახურის დახმარებით, შენობა მთლიანად დაწვას გადაარჩინეს. ადგილობრივი გამოძიება ამ ფაქტზეც დუმს...

გაჯიევის ლიკვიდაციის შემდეგ, ISIS-მა თავის გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც სურგუტელი თავდამსმხმელი "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ფონზეა და სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლაზე საუბრობს...

შემთხვევის შემდეგ, გვიან ღამით, სახლიდან წაიყვანეს, გაჯიევის 19 წლის კურსელი, ნაიმ იკრომოვი... მათ ერთმანეთი სურგუტის პოლიტექნიკურ კოლეჯში გაიცნეს. იკრომოვს ქალაქში ცხოვრების ვადა ეწურებოდა და გაძევება ემუქრებოდა, რისთვისაც იმ მოტივით, რომ სწავლის დამთავრებამდე სურგუტში დარჩენილიყო, ამ ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე, ადვოკატი, სეიმურ ხანშიკიევი აიყვანა. სწორედ მას დაუკავშირდა ნაიმი დაკავების შემდეგ ტელეფონით, ადვოკატის თქმით, - მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ შეახვედრეს... როდესაც ადვოკატმა ამის შესახებ ოჯახს აცნობა, ისინი ადგილობრივ განყოფილებაში მივიდნენ, მაგრამ უთრეს, რომ ასეთი ადამიანი მათ სიაში არ არის... ამ ამბის შემდეგ, ერთ კვირაში 10-ზე მეტი ახალგაზრდა დააკავეს, მათ შორის გოგონებიც.

მეგობრების თქმით, გაჯიევი ლექციებს თითქმის არასდროს ესწრებოდა, ამიტომაც სასწავლებლიდან გარიცხეს, რის შემდეგაც, დაცვის კომპანია "ანტეიში" დაიწყო მუშაობა.

"თავდაპირველად მეჩეთში დადიოდა, თუმცა, მერე შეწყვიტა. გვეუბნებოდა, რომ მხოლოდ თავად იცოდა, თუ როგორ უნდა გწამდეს და იცხოვრო სწორად. "გვეუბნებოდა, მეჩეთში ბევრ რამეს არასწორად აკეთებენ და ხალიფატისა და სირიის ამბებზე საუბრობდა" - იხსენებს მისი მეგობარი...

"ნოვაია გაზეტა" კარნეგის კვლევის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ციმბირში შუა აზიიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან მიგრაციამ, ისლამის გაძლიერებას შეუწყო ხელი და ბოლო მონაცემებით, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის 10%-ზე მეტს შეადგენენ. მათთან ერთად, იქ ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული, "ახალი ისლამის იდეოლოგია" იკიდებს ფეხს.

ჯერ კიდევ 2015 წელს, "კავკასიის ემირატის" ლიდერი, დოკუ უმაროვი მიიჩნევდა, რომ ქალაქი ურალი, თავისი ვირტუალური სახელმწიფოს ნაწილი იყო და вилайятом Идель-Урал-ად მოიხსენიებდა. მისი სიკვდილის შედეგ, უმაროვის იდეის გამგრძელებლები იქ, "აისისის" წევრები გახდნენ...

საქმე ის არის, რომ სურგუტიდან სირიაში წამსვლელთა ნაკადი არ წყდება. 2013 წელს, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეურთდა ყირგიზელი ახმაჯან ხაშიმოვი. იმავე წელს, რამდენიმე ჩეჩენთან ერთად სირიაში წავიდა ეროვნებით რუსი, დენის ტოლსტოვი... ბოლო შემთხვევის შემდეგ დაკავებულ, გაჯიევის თანამოაზრეებს შორის, შუა აზიელებსა და ჩრდილოეთ კავკასიელებთან ერთად რუსებიც არიან. "ასე, რომ საქმის წაყრუებით, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ძვირფას დროს კარგავს..." - წერს "ნოვაია გაზეტა".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე