ტერორისტების ახალი ხერხი - ავტომანქანებით თავდასხმები ევროპაზე და პრევენციის გზები

ტერორისტების ახალი ხერხი - ავტომანქანებით თავდასხმები ევროპაზე და პრევენციის გზები

30 აგვისტოს მოსკოვის ცენტრში სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ერთი-ერთი დაშავებული ადგილობრივი ცნობილი მომღერალი ლინდაა, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება. მეორე გოგონას კი, ორივე ფეხი მოტეხილი აქვს... ავტომანქანის მძღოლი, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მოსკოვშივე დააკავეს. მათი განცხადებით, მძღოლი დაკითხვაზეა...

დღეს РИА "Новости-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადად, რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა - ФСБ-მ ცენტრალური აზიიდან ჩამოსული ორი პირი დააკავა, რომლებიც მოსკვოვსა და მოსკოვის ოლქებში ტერაქტებს გეგმავდნენ.

"ჩვენმა სამსახურმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრალური აზიიდან ჩამოსული ორი პირი დააკავა, რომლებიც მოსკოვსა და მის გარეუბნებში 1 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტერაქტებს გეგმავდნენ...

ბოლო დროს გააქტიურებული და მეთოდებშეცვლილი ტერორისტების წინააღმდეგ, ევროპის ქვეყნების მთავრობები უსაფრთხოების ახალი ზომების შემოღებაზე საუბრობენ, რის შემდეგაც ექსტრემისტებისთვის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მანქანების, დანებისა და სხვა ტიპის იარაღის ქალაქის ცენტრებსა და ტურისტული დანიშნულების ადგილებში გამოყენება შეუძლებელი უნდა გახდეს...

თუმცა, საერთაშორისო სამხედრო მიმომხილველების თქმით, ევროპის ქალაქების მუნიციპალიტეტებს არ სურთ ისრაელს დაემსგავსონ, უსაფრთხოების ზომების ხარჯებისა და ქალაქის ცხოვრების წესის საკითხის გათვალისწინებით.

"ამერიკის ხმა" კატალონიის შიდა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლის, ხოაკინ ფორნის მოსაზრებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ ისინი ბარსელონას ბოძებით ვერ გაავსებენ, თუმცა, ისიც ცნობილია, რომ თანდათან თავდასხმებთან კვალდაკვალ, ბოძების და ბარიერების მწარმოებლები საუბრობენ იმაზე, რომ მოთხოვნა მათ პროდუქციაზე იზრდება. ზოგიერთი ქალაქი, მაგალითად, ბირმინჰემი წყალსა და ხეებს იყენებს თავდაცვის გასაძლიერებლად.

მანქანის გამოყენებით, ევროპაში ადამიანებზე თავდასხმა შარშან დაიწყო და წელსაც აქტუალურია, რადგან მხოლოდ 2017 წელს ევროპაში 12 ასეთი თავდასხმა მოხდა...

ბოლოს ამ ტიპის ტერაქტს 17 აგვისტოს ბარსელონაში 13 ადამიანი ემსხვერპლა. სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, დაღუპულების გარდა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

19 ივნისს ლონდონში ფინსბერი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

3 ივნისს ლონდონის ხიდზე თეთრი მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შემდეგ ავტომობილიდან გადმოხტა სამი ადამიანი, რომლებიც დანებით თავს დაესხნენ გამვლელებს. მთლიანობაში 3 ივნისის თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა და 50-მდე დაშავდა.

22 მარტს ისევ ლონდონში დამნაშავე ვესტმინსტერის ხიდზე ჯერ ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ კი პარლამენტთან მანქანიდან გადმოხტა და დანით დაჭრა პოლიციელი. დაიღუპა 4 ადამიანი, 40 დაშავდა. 2016 წელს ნიცაში და ბერლინში ორი მსგავსი ტერაქტი მოხდა, ორივეგან მთლიანობაში დაიღუპა 100-მდე ადამიანი, ასობით დაშავდა.

ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ნიცაში 2016 წლის 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღესასწაულზე მოხდა. წარმოშობით ტუნისელმა ტერორისტმა სატვირთო მანქანის დაჯახებით მოკლა 86 და დააზიანა ასობით ადამიანი. მსგავსი თავდასხმა ევროპაში მანამდეც ხდებოდა: 2014 წელს 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა დიჟონის და ნანტის ბაზრობებზე.

თუმცა ეს არ არის ამ ტიპის ტერაქტების სრული ჩამონათვალი, - ბოლო წლებში ის ტერორისტებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მას ხშირად იყენებენ პალესტინელი რადიკალები ისრაელში. 2015 წელს ისრაელის ხელისუფლებამ ტერაქტის მცდელობის 50-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. დამნაშავეები მანქანით ეჯახებოდნენ ებრაელ  ჯარისკაცებს ან პოლიციელებსა და ავტობუსების გაჩერებაზე მყოფ მოქალაქეებს.

ტერაქტის ეს ფორმა რომ უფრო ეფექტურია, ამის შესახებ თავად დამნაშავეები ლაპარაკობენ, რადგან, მანქანა მკვლელობის გაცილებით იოლად ხელმისაწვდომი იარაღია, ვიდრე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამის გამო, ისრაელში თავდასხმის მთავარ მეთოდად იქცა სამზარეულოს დანებით თავდასხმა.

სპეცსამსახურების თქმით, ასეთი მეთოდებით მებრძოლ ტერაქტებთან გამკლავება უფრო ძნელია იმათთან შედარებით, ვინც დანაშაულს ასაფეთქებელი მოწყობილობებით ჩადის, რადგან ბომბის აღმოჩენა სხვადასხვა ტექნოლოგიით ბევრად იოლია. თან ასეთ ტერაქტებს წინ უძღვის დაგეგმვა, რომლის კვალის მიგნებაც შესაძლებელია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე