რა იმალება ჩრდილოეთ კორეას ტრადიციული მუქარების მიღმა

რა იმალება ჩრდილოეთ კორეას ტრადიციული მუქარების მიღმა

თითქმის 30 წელია, ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო სისტემებს აძლიერებს და ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო შეეჩვია იმას, რომ ატომური იერიშით ემუქრება ამერიკას, აღმოსავლეთ აზიას ან ამერიკის კუნძულ გუამს... თუმცა, მუქარა მუქარად რჩებოდა და და ჩრდილოეთ კორეული რაკეტები მხოლოდ ჰაერში ფეთქდებოდნენ.

"ნოვაია გაზეტა" წერს, რომ წლების განმავლობაში ფხენიანის მუქარის არ სჯეროდა რუსეთსაც, ადგილობრივი გენშტაბი ამბობდა, რომ "კორელეები იდიოტები არ არიან, რომ რაკეტებს კონკრეტული მიმართულება მისცენ..." თუმცა, ახლა ვითარება კარდინალურად შეიცვალა, ახლა ჩრდილოეთ კორეას აქვს საშუალო და ძლიერი მონაცემების მქონე ბალისტიკური რაკეტები "ხვასონ -10", "ხვასონ-12" და "ხვასონ-14".

ამ სარაკეტო სისტემების გარშემო სკანდალი ბოლო ერთი თვეა აგორდა, - დასავლური და რუსული მედია წერდა, რომ მათი ძრავებისთვის კონსტრუქციები ფეხიანინმა უკრაიანისგან შეიძინა, თუმცა, შემდეგ საქმეში ყაზახეთიც ჩართეს, სადაც დანგრეული Р-36 -ები ბლომად იყო და ფხენიანს მისი ძრავების გამოყენებაც შეეძლოთ...

უფრო მოგვიანებით, რუსულმა მედიამ, რატომღაც პოზიცია შეარბილა და ზოგად ფორმულირებაზე გადავიდა, - ამჟამად უბრალოდ წერენ, რომ 90-იანი წლების საბჭოთა სარაკეტო სისტემები უდევთ საფუძვლად და ჩრდილოეთ კორეამ ისინი დააკოპირა და გაკრვეულ სისტემებში, კონკრეტულად, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტა Р-17 -ში წარმატებით გამოიყენა, რომელიც დასავლეთში Scud-B  –ით არის ცნობილი და მისი მონაცემები, ჩრდილოეთ კორეელებმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

უფრო ადრეც, 90-იან წლებში, ფაქტობრივად, ჩრ. კორეელების ბალისტიკური რაკეტები, ახლო აღმოსავლეთში მაშინვე დაიტაცეს და ერაყისა და ირანის ომებში წარმატებით იყებენდნენ. უფრო კონკრეტულად, 1991 წელს, სადამ ჰუსეინი სწორედ ფხენიანისგან ნაყიდი Scud-С-ით ესროდა თელ-ავივსა და საუდის არაბეთს. შედეგად, ორივე ქვეყანას დიდი ადამიანური მსხვერპლი ჰქონდა...

ერთი სიტყვით, როგორც ჩანს კიდევ ერთი ნაბიჯი და ფხენიანი თავის საწადელს მიაღწევს, - როდესაც ორივე მხარე მზად შეტევისთვის მზად იქნება, ვაშინგტონი იძულებული გახდება, ჩრდილოეთ კორეის მიმართ ე.წ. იძულებით შეჩერების მექანიზმი გამოიყენოს...

რუსი ექსპერტების აზრით, ამერიკა ყველანარად ეცდება, პირდაპირი ომი თავიდან აიცილოს, თუმცა, დათმობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ფხენიანი თავის ბირთვული სარაკეტო პროგრამებს "გაყინავს". საერთოდ კი, მუქარების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა სინამდვილეში არც ისეთი ბრიყვია, რომ სერიოზული ომი სურდეს, თუმცა, რუსული მედია არ გამორიცხავს, რომ ასეც იყოს...

"ნოვაია გაზეტა" მიიჩნევს, რომ ფხენიანს ეს სარაკეტო სკანდალი სინამდვილეში მაინც მუდმივი ჭირვეულობისა და შეთანხმებების დასარღვევად სჭირდება... მოსკოვი იზიარებს იმ პოზიციას, რომ ჩრდილოეთ კორეამ გაეროს არაერთი რეზოლუცია დაარღვია, თუმცა, მის წინააღმდეგ კიდევ ახალი სანქციების დაწესებას კატეგორიულად არ იზიარებს... მიაჩნია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ჯერ კიდევ არ არის გვიანი.

თუმცა, რუსი ექსპერტების თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა, ასე დაუსრულებლად განაგრძობს მუქარით სპეკულაციას, მას ახალ-ახალი ადგილები ექნება მისი მიღწევების გამოსაცდელად. ასევე, შესაძლებობები, რათა სხვადასხვა ქვეყნება მიჰყიდოს თავისი შეიარაღება, არ არის გამორიცუხლი, მას ირანმა, პაკისტანმა, საუდის არაბეთმა, ეგვეპტემ, თურქეთმა, ალჟირმა, ვიეტნამმა და სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ... ყველას მოუნდება, "ბირთვული ქოლგის ქვეშ" შეფარება, ამ ქბეყნების ერთი ნაწილი მათ შეიძენს, მეორე კი – თავად შექმნის...

საქმე ის არის, რომ რუსეთი სამხრეთ საზღვარზე, შესაძლოა, ავტორიტარული ბირთვული სახელმწიფოების მთელი ჯაჭვი ჩამოყალიბდეს, რაც აშკარა საფრთხეს შეუქმნის მოსკოვსაც... თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, სრულებით შესაძლებელია, რომ ბირთვული იარაღი ხელში ჩაუვარდეს რადიკალ ისლამისტებს... ასე რომ, რუსი ექსპრტების აზრით, იმის "შანსი", რომ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის რეალურ დაპირისპირებამდე მივა, თითქმის არ არსებიბს, თუმცა, მუდმივად მოშანტაჟე ჩრდილოეთ კორეა ასეთი "თამაშით" უფრო მეტ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე